საკითხავისასარგებლოსურათები

სასტუმროების ქსელი : Four Seasons Hotels


იზი შარპმა Four Seasons-ის პირველი სასტუმრო 1960 წელს ტორონტოში, კანადაში გახსნა. დღეისათვის Four Seasons-ის სასტუმროები და კურორტები მსოფლიოს საშუალო ზომის და ლუქსის კლასის სატუმროების ერთ-ერთი უმსხვილესი ქსელია. ის შედგება 16 სხვადასხვა ქვეყანაში განლაგებული 39 სასტუმროსაგან.

იზი შარპმა წარმატებულად შექმნა და დანერგა ხარისხისა და დახვეწილობის ახალი კულტურა და სტანდარტები. ისიც აღსანიშნავია, რომ Four Seasons-ის ზოგიერთი სასტუმრო დამოუკიდებელი სახელწოდებითა ცნობილი და არ ატარებს ბრენდის სახელს. მაგალითად Pierre ნიუ-იორკში.


Four Seasons-ის ქსელში, ყოველთვის ითვალისწინებენ სტუმრების მოთხოვნას. 1984 წელს გაითვალისწინეს სტუმრების მოთხოვნა და მათ ალტერნატიული სამზარეულო, ანუ მაღალხარისხიანი, დახვეწილი, ჯანმრთელი კვება შესთავაზეს.


ალტერნატიული სამზარეულოს დიეტოლოგმა და კვების ექსპერტმა შეადგინა მისი მთავრი პრინციპები, რომლებიც შემდგომში მდგომარეობს: ცხიმების მოხმარების შემცირება
– ნაკლებადცხიმიანი პროდუქტების და რძის ნაწარმის გამოყენება; მარილის რაოდენობის და მარილის მაღალი შემცველობის მქონე საჭმლის რაოდებობის შემცირება; ქოლესტერინების შემცველი პროდუქტების მოხმარების შემცირება.


Four Seasons-ი წარმოადგენს 5 ვარსკვლავიან სასტუმროტა ქსელს. ის მრავალჯერ მოხვდა მსოფლიოს საუკეთესო კომპანიების ასეულში ხოლო 1998 წელს კი სპეციალური პრიზიც მიიღო.


loading...
თეგები
Close
Close