გასართობისაკითხავიუცნაური

უცნაური და კურიოზული ავარიები

უცნაური და კურიოზული ავარიები


1. თუ შენ მოისურვებ რომ განაახლო მართვის მოწმობა არ უნდა გაიარო მართვის მოწმობის ასაღებ ოფისში მანქანით. 2010 წელს ერთ-ერთი მძღოლი გავიდა სახლიდან, რათა განეახლებინა საკუთარი მართვის მოწმობა, თუმცა ის დღე რატომღაც მისთვის იღბლიანი არ აღმოჩნდა. როდესაც იგი მანქანის პარკირებას ახდენდა, გაზის და მუხრუჭის პედალი ერთმანეთში აერია და პოლიციის ოფისში შევარდა. შესაძლოა მას აღარც ახსოვს რომ მართვის მოწმობა უნდა განეახლებიანა…..იქნებ სამუდამოდ.

2. როდესაც გაიგონებ ფრაზას “მფრინავი მანქანა” შენს ქვეცნობიერში მაშინვე მომავლის ტექნოლოგიები გაიელვებს.
თუმცა 23 წლის მძღოლმა ეს ყველაფერი რეალობად აქცია თავისი უცნაური ავარიის გამო. იგი მართავდა შკოდა ოქტავიას ერთ-ერთი პატარა ქალაქის ცენტრის გავლით, როდესაც დაკარგა კონტროლი. მცირე ხნის შემდეგ მანქანა ეკლესიის ჭერში იპოვეს მიწიდან 30 მეტრის სიმაღლეზე. ექსპერტებმა მხოლოდ იმის დადგენა შეძლეს, რომ მანქანა 150 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა, ხოლო მთავარი მიზეზის დადგენა  ვერ მოხერხდა. სიმართლე გითხრათ ეს ყველაფერი ფილმის სცენას უფრო გავდა, ვიდრე რეალურ ავტო საგზაო შემთხვევას.

3. როგორც ვიცით ავტო საგზაო შემთხვევა საშინელი რამაა, თუმცა როგორც ჩანს ყოველთვის ასე არაა.  ამ კონკრეტულ შემთხვევაში შეჯახებამ 55 წლის ტრაილერის მძღოლი იხსნა სიკვდილისგან. მანქანის მართვასთან ერთად მძღოლი ვაშლს მიირთმევდა. უეცრად ვაშლის ნაჭერი ყელში გადასცდა. იგი უკვე სიკვდილის პირას იყო როდესაც მანქანა გზის ჯებირს შეეჯახა. მამაკაცი მკერდით დაეჯახა საჭეს, ხოლო დარტყმის შედეგად ვაშლის ნაჭერი უკან ამოვარდა. მძღოლს მსუბუქი დაზიანებები ჰქონდა სხეულზე და იგი საავადმყოფიდან მალევე გამოწერეს. ამგვარად იხსნა ავტო საგზაო შემთხვევამ ადამიანის სიცოცხლე.

თეგები

saba_xavi

var 15 wlis
Close
Close