ახალი ამბებისაკითხავიუცნაური

ნიუ-იორკელ ცოლ-ქმარს უგზოუკვლოდ დაკარგული ვაჟი ფოტო-სურათმა აპოვნინა

ახაკგაზრდა მამაკაცი, რომელიც ვაშინგტონის ცივ ზამთარს, ქუჩაში ლურჯი საბნის ამარა ებრძვის და რომელსაც მათხოვრობით უწევს სიცოცხლის შენარჩუნება, გახდა ამერიკის ფოტოგრაფთა ასოციაციის წევრის ჯიმ ლონგერმაიერის ინტერესის საგანი. ის კონკურსისთვის „unusually cold weather sweeping across the country“ ფოტოებს ამაზადებდა. მან ქუჩაში შემთხვევით, ვინმე ნიკს გადააწყდა, რომელიც თოვლიან მიწაზე იწვა და სხეულს სიფრიფანა საბნით  ითბობდა.

ფოტოგრაფმა ამ ბიჭის შესახებ მხოლოდ სახელი გაიგო, რადგან რესპოდენტს არ სურდა უცხოებთან საუბარი. „ეტყობოდა, რომ მძიმე განსაცდელში იმყოფებოდა: „მე დავეხმარე რითაც შემეძლო, გავეცი რამდენიმე დოლარი, სურათი გადავუღე და დავემშვიდობე“ – განაცხადა ბატონმა  ჯიმმა.

ეს ფოტო იმდენად გულისამაჩუყებელი და ესთეტიკურად მშვენიერი გამოდგა, მსოფლიო გიგანტმა კომპანიამ            CNN-მა  თავის ვებ საიტზე განათავსა მისი სურათი. ამ პოსტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ხალხი ახალგაზრდა ბიჭის ამგვარ მდგომარეობას მძიმედ შეხვდა, ზოგიერთმა ცრემლები ვერ შეიკავა ამ სანახაობაზე, ზოგს მოეწონა ფოტოგრაფის ბრწყინვალე ნიმუში და ზოგისთვის კი ეს ფოტო დაკარგულის აღმოჩენის მიზეზი გახდა.

გრეგორი სიმსონისა და მისი მეუღლისათვის ამ ფოტოს დანახვა ნამდვილი სასაწაული იყო. ათასობით მილის დაშორებით ნიუ-იორკში მცხოვრებ ცოლ-ქმარისთვის ეს ყმაწვილი უბრალო საწყალი მათხოვარი როდი გამოდგა, შეფიცულებმა CNN-ის ვებ გვერდზე თავიანთი ვაჟიშვილი, ნიკოლას სიმონსი აღმოაჩინეს, რომელიც რამდენიმე წლის წინ ოჯახიდან გამოიქცა და მას შემდეგ ის უგზოუკვლოდ დაკარგულად მიიჩნეოდა.

უძღები შვილის დასაბრუნებლად მშობლებმა ათასობით მილი რამდენიმე სათში გამოიარეს და თავიანთ ერთადერთ საყვარელ ვაჟიშვილს პატიება და მშობლიურ სახლში მშობლებთან დაბრუნება სთხოვა.

სამედიცინო შემოწმებების შედეგად ექიმებმა განაცხადეს, რომ ბატონ სიმონს სუსტი ფსიქოლოგიური ტრამვა აქვს მიყენებული, ხოლო ფიზიკურმა მდგომარეობამ ექიმები გააოცა ახალგაზრდა ნიკს არავითარი არც რაიმე სახის გარეგნული ტრამვა და არც შინაგანი ორგანოების დაზიანება არ აღენიშნება.

ამ ისტორიამ მთელი ამერიკა მოიცვა და საახლაწლო სენსაცია გახდა.

გრეგორი სიმონსმა და კლარა პატრიკმა ჟურნალისტებს განუცხადეს: „ჩვენს სიცოცლეს აზრი მიეცა, ჩვენ შევზელით ჩვენი საყვარელი შვილის კიდევ ნახვა, ჩვე შეგვიძლია ჩვენს შვილს პატიება ვთხოვოთ და გულში ჩავიხუტოთ, ჩვენი ცხოვრება შეცვალა ერთმა ფოტომ, დიდი მადლობა ყველას, ვინც მხარი დაგვიჭირა შვილის დაბრუნებაში“.

ფოტოგრაფის ერთმა ქმედებამ ახალგაზრდა ბიჭს დაუბრუნა მშობლებთან ურთიერთობის ბედნიერება. ხელოვნების ნიმუშმა კვლავ აღადგინა დარღვეული ოჯახური კავშირი და ახალგაზრდა მამაკაცს არ მისცა ცივ და მკაცრს თოვლიან ქუჩაში დაღუპვის საშუალება.

იხილეთ ვიდეო:

loading...
თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close