გართობაკულტურაუცნაური

37 დაღუპული ადამიანი, მარიხუანას ლეგალიზაციის პირველ დღეს

1521887 494297577356729 1540068858 n

2014 წლის 1 იანვარს ამერიკის ერთ-ერთ შტატში, კერძოდ კოლორადოში მარიხუანის ლეგალიზაცია მოხდა. რამდენიმე წლიანი კანონპროექტი მიიღო კოლორადოს შტატის წარმომადგენლობითმა ორგანომ და ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით მარიხუანას ლეგალიზაცია მოახდინა.

ამ გადაწყვეტილებას, ისევე როგორც სხვა მრავალ ინოვაციას გამოუჩნდა მოწინააღმდეგეები, ნაწილი კოლორადოს მოსახლეობისა კატეგორიულად უარყოფს ამ ნორმის მიღებას და გამოსვლებითა და ფართო მანიფესტაციების მოწყობას გეგმავენ.

ხოლო იმათმა, ვისაც ოცნებად ჰქონდა ქცეული ამ კანონის მიღება ერთობლ კმაყოფილი სახეებით დიდი მადლობა გადაუხადეს მთავრობის წევრებს ამგვარი კარგი ქმედებისთვის.

2014 წლის 2 იანვარს ა.შ.შ-ის პოპულარულმა ტაბლოიდმა The Daily Currant-მა გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ნათქვამია, რომ მარიხუანის ლეგალიზაციის პირველ დღეს კოლორადოს შტატის ჰოსპიტალებში ასამდე ადამიანი განათავსეს მარიხუანის გადაჭარბებული დოზით მიღების დიაგნოზით. ჯერ-ჯერობით დაუზუსტებელი ინფორმაციით 37 ადამიანი გარდაიცვალა, საავადმყოფოში განთავსებიდან რამდენიმე წუთში, ხოლო დანარჩენების მდგომარეობა კრიტიკულია.

ასევე სტატიაში ამ ჰოსპიტალის მთავარი ექიმის ჯერ შეპარდის ინტერვიუა მოცემული. მისი თქმით. „შემოსული პაციენტებს აღენიშნებათ გულის გაჩერებას , ჰიპოსპადია და სხვა ორგანოების ფუნქციონირების შეწყვეტა. თუ ვინმე არ ჩაერევა ამაში შედეგი კატასტროფული იქნება და ერთ კვირაში ასეულობით გარდაცვლილ ადამიანს მივიღებთ მარიხუანის ლეგალიზაციის შედეგად“.

ეს ინფორმაცია არ არის დაზუსტებული, თუმცა ტაბლოიდი ირწმუნება, რომ ოფიციალურ ინფრომაციას ამ ფაქტის შესახებ მალევე გაავრცელებენ.

იხილეთ ვიდეო:

Back to top button