გასართობისაკითხავიუცნაური

ისტორიაში 6 ყველაზე ტრაგიკული Love Story

ალბათ ადამიანს, უმეტესწილად კი გოგოებს, გულს ისე არაფერი აუჩუყებს, როგორც კარგი სიყვარულის ისტორია. და კარგში რა თქმა უნდა ტრაგიკული იგულისხმება.

სწორედ ცალმხრივი ძლიერი გრძნობები და სიყვარულსთვის თვითმკვლელობები ხდიან ისტორიებს თუ ამბებს საინტერესოს. მათ შორის უილიამ შეკსპირის ნაწარმოებებსაც.

აქ იქნება 6 გულისგამტეხი ისტორია, წარსულიდან დაწყებული, შედარებით თანამედროვე დროში მომხდარი Love Story-ები.

  • კლეოპატრა და მარკ ენტონი

ეს სიყვარულის ისტორია იმდენად საოცარია, რომ შეკსპირმა ეს სიუჟეტი თავისი ერთ-ერთი ტრაგედიის შესაქმნელადაც კი გამოიყენა. კლეოპატრა და ენტონი ერთმანეთს ქრისტეს შობამდე 41 წელს შეხვდნენ რომის იმპერიაში. ეგვიპტის დედოფალის სილამაზემ მოხიბლა ძლიერი და უკვე დაქორწინებული გენერალი. მათ ტერიტორიებს შორის შეიქმნა სიყვარულზე დაფუძნებული, თუმცა პოლიტიკურად სუსტი ალიანსი.

ალიანსის სისუსტე სწორედ მაშინ გამნჟღავდა, როდესაც მომავალმა რომის იმპერატორმა, ოქტავიანმა დაარწმუნა რომის სენატი, რომ მარკ ენტონის სწყუროდა ძალაუფლება და თანაც მოჯადოვებული იყო კლეოპატრას მიერ. ძ.წ.-ით 31 წელს, რომმა ამ ალიანსს ომი გამოუცხადა. კლეოპატრამ და ენტონიმ ომში დამარცხებისას, ტყვედ ჩავარდნამდე თავები მოიკლეს.

  •  აბელარი და ელოიზი

ბრიტანელმა პოეტმა, ალექსანდრე პოუპმა, მათი ისტორია კლასიკად აქცია. ელოიზისა და აბელარის ისტორია რეალობას ექვემდებარება და არ არის მოგონილი ზღაპარი. მათი ტრაგიკული ისტორია მეთორმეტე საუკუნის საფრანგეთში მოხდა. აბელარი გოგონას მასწავლებელი იყო, იგი მას ცხოვრებისეულ გამოცდილებას უზიარებდა და ასწავლიდა ყველაფერს, რაც საჭირო იყო. მათ ერთმანეთი შეუყვარდათ, მიუხედავად იმისა, რომ ელოიზი 20 წლით უმცროსი იყო აბელარზე. ამ ამბის გავრცელების შემდეგ, გამწარებულმა ჰელოიზის ბიძამ აბელარი დაასაჭურისა.

ისინი ერთადაც წავიდნენ მონასტერში, თუმცა მალევე დააშორეს ერთმანეთს, ამის შემდეგ მათ არასოდეს უნახავთ ერთმანეთი. თუმცა რა გასაოცარი გრძნობაა სიყვარული, მიუხედავად ზემოდნახსენები ამდენი გასაჭირისა, ისინი სიკვდილამდე წერდნენ წერილებს ერთმანეთს!

  •  შაჰ-ჯაჰანი და მუმთაზ მაჰალი

თაჯ-მაჰალის შესახებ გაგიგონიათ? დარწმუნებული ვარ, რომ კი, თუმცა შეიძლება მისი აშენების მიზეზი და ისტორია არ იცოდეთ. ეს ინდოეთის სიამაყე აშენდა მე-17 საუკუნეში და სინამდვილეში ემსახურება შაჰ-ჯაჰანის სიყვარულის გამოხატვას მუმთაზ მაჰალის მიმართ. მუმთაზ მაჰალი, ცნობილი როგორც “სასახლის ძვირფასი ქვა”, შაჰ-ჯაჰანის მესამე ცოლი იყო, თუმცა, როგორც ჩანს “ფავორიტი” ცოლი სწორედ ის იყო.

მუმთაზი მშობიარობას გადაჰყვა და სწორედ გარდაცვლილი მეუღლის პატივსაცემად ააშენა შაჰმა თაჯ-მაჰალი. თაჯ-მაჰალის მშენებლობას 23 წელი დასჭირდა და შაჰ-ჯაჰანი სწორედ აქ შეხვდა სიკვდილს 1666 წელს.

  •  მეფე პედრუ(პედრუ პირველი, პორტუგალია) და ინეს დე კასტრო

1339 წელს ახალგაზრდა პრინცს ცოლად შერთეს კონსტანცა კასტილელი, თუმცა 1 წელიწადში მისი გული დაიპყრო ინეს დე კასტრომ. პორტუგალიის მომავალ მეფეს 3 შვილი ჰყავდა კონსტანცასგან. დედოფალი კონსტანცა 1349 წელს გარდაიცვალა. მაშინ კი პედრუმ გადაწყვიტა თავისი საყვარელი, ინეს დე კასტრო, კანონიერ დედოფლად გადაექცია. თუმცა მათ ურთიერთობაში პედრუს მამა, მეფე აფონსუ III ჩაერია. აფონსუ მესამემ ინეს დე კასტრო თავიდან გააგდო, შემდეგ კი, როდესაც ნახა, რომ პედრუს გეოგრაფიული სიშორე ვეღარ აჩერებდა, კასტროს მკვლელობა ბრძანა.

ამან მამასა და შვილს შორის ომი გამოიწვია. აჯანყებაში შვილმა გაიმარჯვა. პედრუმ დასაფლავებული კასტროს გვამი ამოთხარა, დაამზადებინა მისთვის სამეფო საფლავი და ყველა პორტუგალიელს ერთგულება შეაფიცინა კასტროსათვის, როგორც დედოფლისთვის.

  • დედოფალი ვიქტორია და პრინცი ალბერტი

თანამედროვე სასიყვარულო ტრაგიკული ისტორიები არის დაახლოებით 100 წლის წინანდელი. მათ შორის არის ბრიტანეთის სამეფოს წარმომადგენლების სიყვარულის საკმაოდ ტრაგიკული ისტორია. დედოფალი ვიქტორია და პრინცი ალბერტი უზომოდ იყვნენ შეყვარებულები. სამწუხაროდ, ალბერტი ნაადრევად გამოეთხოვა სიცოცხლეს. ეს მოხდა 1861 წელს. ამის შემდეგ ვიქტორიამ კიდევ 40 წელი იცოცხლა. იგი სულიერად დაცარიელდა, თუმცა მის შესანიშნავ მონარქობას ეს არ დატყობია. ისტორიკოსები მართლაც გაკვირვებულები არიან, თუ როგორ მართავდა 63 წელიწადი ასე ძლიერად და კარგად დედოფალი სამეფოს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც დაქვრივდა.

დაქვრივების შემდეგ, ვიქტორიას დარჩენილი ცხოვრება შავები ეცვა და ცხოვრების ბოლო ათწლეული მან მარტოდმარტო, ნათესავებისაგან მოშორებით გაატარა. 1901 წელს დედოფლის გარდაცვალების შემდეგ, იგი საზოგადო მავზოლეუმში დაკრძალეს. მავზოლეუმის კარებზე ეს სიტყვები იყო ამოტვიფრული:”Farewell best beloved, here at last I shall rest with thee, with thee in Christ I shall rise again.”

  • ენდრიუ და რეიჩელ ჯექსონები

რეიჩელ ჯექსონი(ქალიშვილობაში დონელსონი) არის ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთი ყველაზე საკამათო პირველი ქალბატონი(პირველი ლედი), რადგან იგი დაქორწინებული იყო ლუის რობარდზე, სანამ ცოლად გაჰყვებოდა ენრიუ ჯექსონს.

საქმე იმაში იყო, რომ ლუისი და რეიჩელი დაშორებულები იყვნენ(ჯერ კიდევ 1791 წელს), თუმცა არაოფიციალურად, მათ ქაღალდზე არ ჰქონდათ ხელი მოწერილი. საბოლოოდ მათ განქორწინებაზე ხელი მოაწერეს 1793 წელს. ამ ფაქტმა დიდი ჭორები და ცუდი ხმების გავრცელება გამოიწვია რეიჩელზე. სამწუხაროდ, ჯექსონის ოპონენტებმა საპრეზიდენტო არჩევნების დროს მის წინააღმდეგ გამოიყენეს რეიჩელის წარსული. რეიჩელს ზნედაკარგულს უწოდებდნენ.

რეიჩელის სტრესს ზემოდან დაემატა ეს ყველაფერი და სამწუხაროდ მან ვეღარასოდეს ვეღარ იხილია მისი ქმარი, როგორც პრეზიდენტი. სანამ ენდრიუ პრეზიდენტი გახდებოდა, 2 თვით ადრე რეიჩელი გულის შეტევით გარდაიცვალა. ენდრიუ იმდენად შოკში იყო ჩავარდნილი, რომ გარდაცვალების შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში ხელს არ უშვებდა რეიჩელის მაჯას, იმ იმედით რომ რეიჩელი გაცოცხლდებოდა…

JusT1ce

empty

მსგავსი ამბები

Close
Close