კულტურა

პირველი გამჭვირვალე ტელეფონი მსოფლიოში

5bb10714d928

კორეული კომპანია LG ახლაც არ აპირებს გაჩერებას და ყოველ კვირა მორიგ სიახლეს გვთავაზობს. ამჯერად, კორეელებმა საკმაოდ უჩვეულო პროდუქტი შექმნეს: ტელეფონი, რომელიც აღჭურვილია გამჭვირვალე, სენსორული კლავიატურით – LG GD900 Cristal. აპარატის ერთი მხრიდან რომ გაიხედოთ, მეორე მხარეს ნებისმიერ საგანს დაინახავთ…
89b90cfe7ae0
კორეელთა მორიგი შედევრი უნიკალური აპარატია, რომლის სრულიად გამჭვირვალე კლავიატურა სპეციალური სარკისებრი შუშით არის შექმნილი. თუმცა, ტელეფონის კლავიატურა მხოლოდ ამით არ გამოირჩევა – საჭიროების შემთხვევაში ის “ტრანსფორმირდება” Touchpad–ათ, უფრო მოხერხებული ნავიგაციისთვის. გარდა ამისა, აპარატს აქვს ხელნაწერის ამოცნობის ფუნქცია და ტექნოლოგია MultiTouch, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია სხვადასხვა პროგრამების იკონკების შექმნა მომხმარებლის სურვილისამებრ და მათი თითის ერთი შეხებით გაშვება.
82dbfc9cc78d
ზოგადი ტექნიკური მაჩვენებლები:

სტანდარტები: GSM/GPRS 850/900/1800/1900, UMTS 850/900/2100 Mhz.

დისფლეი: 3,0 დუიმი, 480–800 გაფართოებითა და 16 მილიონი ფერით.

კამერა: 8 მეგაფიქსელი.

მეხსიერება: 1,5 გიგაბაიტი შიდა მეხსიერება. მეხსიერების ბარათების მხარდაჭერა ფორმატით microSDHC.

კომუნიკაცია: WAP 2.0, microUSB, Wi-Fi 902.11 b/g, Stereo Bluetooth 2.1.

მულტიმედია: ვიდეოფლეიერი შემდეგი ფორმატების მხარდაჭერით: MPEG4, WMV, H.263, H.264. აუდიოფლეიერი შემდეგი ფორმატების მხარდაჭერით: MP3, AAC, AAC+, eAAC+, WMA, AMG. FM Radio, TV OUT.

მუშაობის ხანგრძლივობა: საუბრის რეჟიმში 6 საათი, ლოდინის რეჟიმში 300 საათი.

P.S. დააკომენტარეთ ;) :lol2: :dabneuli:

მსგავსი ამბები

Back to top button