გასართობისაკითხავისასარგებლო

მსოფლიოს 10 ყველაზე მაღალი ცათამბჯენი!

მივიწევთ სიმაღლისაკენ და ახლა შემოგთავაზებთ ადამიანის, ინჟინერული გენიის, მიღწევებს. მათ მთელი მსოფლიო იცნობს, ისინი ჩვენი პლანეტის სახეა. მოკლედ, მსოფლიოს 10 ყველაზე მაღალი ცათამბჯენი.

 

მე 10 ადგილი – Jin Mao Tower (421 მეტრი)

ეს 88-სართულიანი ცათამბრჯენი შანხაიში მდებარეობს და, ძირითადად, ოფისებითაა დაკომპლექტებული. მისი მშენებლობა 1994 წელს დაიწყო და 1999 წელს დასრულდა.

მე-9 ადგილი – Trump International Hotel & Tower (423 მეტრი)

მიხვდებოდით, ალბათ, რომ ეს გიგანტი ბიზნესმენ დონალდ ტრამპის საკუთრებაა. იგი ჩიკაგოში მდებარეობს და 2005-2009 წლებში შენდებოდა. მასზე 847 მილიონი დოლარი დაიხარჯა.

მე-8 ადგილი Guangzhou International Finance Center (440,2 მეტრი)

გუანჟუში (ჩინეთი) აგებული ეს 100-სართულიანი შენობა ოფისების, სავაჭრო ცენტრისა და სასტუმროს ნაზავია. 99 სართული “საქმიანია”, ხოლო ბოლო – ქალაქის დასათვალიერებლად განკუთვნილი. მშენებლობა დაიწყო 2005 წელს და 2010-ში დასრულდა.

მე-7 ადგილი – Willis Tower (442 მეტრი)

ეს 108-სართულიანი ცათამბჯენოზავრი ჩიკაგოში, სულ რაღაც, 4 წელიწადში ააშენეს. 1970-1973.

მე-6 ადგილი – Nanjing Greenladn Financial Complex (450 მეტრი)

შერეული ფუნქციის მქონე ეს ნაგებობა ჩინეთის ქალაქ ნანკინში მდებარეობს და 89-სართულიანია. მის ქვედა ნაწილში განთავსებულია ოფისები, ხოლო უფრო ზევით, რესტორნები და ობსერვატორია.

მე-5 ადბილი – Petronas Towers (451,9 მეტრი)

მალაიზიის დედაქალაქ კუალა ლუმპურის 88-სართულიანი სიამაყე 90-იანი წლების შედევრია. მის მშენებლობაზე 6 წელი და 1,6 მილიარდი დოლარი დაიხარჯა. პეტრონასის კოშკები 1998 წელს გაიხსნა. შემდეგი 6 წლის განმავლობაში ეს ცათამბჯენი მსოფლიოს ყველაზე მაღალ ნაგებობად რჩებოდა.

მე-4 ადგილი – International Commerce Center (484 მეტრი)

ეს 108-სართულიანი ცათამბრენი ჰონ-კონგის მშვენებაა. მისი მშენებლობა 8 წელს გრძელდებოდა და 2010-ში დასრულდა.

მე-3 ადგილი – Shanghai Worlf Finanical Center (494 მეტრი)

ეს 101-სართულიანი ცათამბრჯენი, ბოლოში გამჭოლი ოთხკუთხედი ხვრელით, შანხაის ყველაზე მაღალი შენობაა. მისი საძირკველი 1997 წელს გაიჭრა და მშენებლობამ 11 წელიწადს გასტანა. 2008 წელს ცათამბრჯენი ოფიციალურად გაიხსნა.

მე-2 ადგილი – Taipei 101 (509,2 მეტრი)

ტაივანის დედაქალაქ ტაიპეიში აღმართული ეს 101-სართულიანი კოლოსი 6 წლის მანძილზე მსოფლიოს უმაღლეს შენობას წარმოადგენდა. მის აშენებას 5 წელი და 1,8 მილიარდი დოლარი დასჭირდა.

1-ლი ადგილი – Burji Khalifa (828 მეტრი)

ადამიანის ხელით შექმნილი ყველაზე მაღალი ნაგებობა დუბაის ამშვენებს. 209 სართულიანი გიანტის მშენებლობაზე 6 წელი და 1,5 მილიარდი დოლარი დაიხარჯა. ასე და ამგვარად, დედამიწის უმაღლესი შენობების აღრიცხვა ისევ მცირე აზიიდან დაიწყება. “ისევ” იმიტომ, რომ ათასობით წლის წინ დედამიწის ამ ნაწილში გიზას დიდი პირამიდა დიდი ხნის განმავლობაში პირველობას არავის უთმობდა.

 

წყარო : prschool.wordpress.com

თეგები

CaveMan

I'm georgian
Close
Close