გასართობიკრეატივისაკითხავი

გამოცანების კრებული (ნაწილი 3)

ამ პოსტში შემოგთავაზებთ ჩემს მიერ მოძიებული გამოცანების მესამე ნაწილს. თუ თქვენი მოწონება და აქტიურობა დაიმსახურა კიდევ მრავალ ნაწილს დავდებ…

გამოცანები:

მარტივებით დავიწყებ:
1) თუ WhiteHouse თეთრი სახლია, YellowHouse კი ყვითელი, რა ფერის არის GreenHouse?!

2) ტიმის დედას 3 შვილი ჰყავს, ერთს ჰქვია აპრილი, მეორეს – მაისი, რა ჰქვია მესამეს?!

3) სამუელი სასეირნოდ იყო ქუჩაში გასული, როდესაც კოკისპირული წვიმა დაიწყო. მისი ტანსაცმელი გალუმპული იყო, თუმცა მას თავზე 1 ღერი თმაც კი არ დაუსველდა.

როგორ არის ეს შესაძლებელი?!

4) შეხვედი ოთახში და დაინახე კურდღელი, რომელსაც უკავია სტაფილო, ღორი, რომელიც იაფფასიან საჭმელს ჭამს და შიმპანზე, რომელსაც ხელში ბანანი უკავია.

რომელი ცხოველია ოთახში ყველაზე ჭკვიანი?!

5) წარმოიდგინე ფსიქიატრიულ კლინიკაში ხარ და უეცრად გიჟებმა მოაწყვეს აჯანყება, შუქი ჩაქრა და კარებები ჩარაზეს. გარეთ გასაღწევად 3 ოთახი უნდა გაიარო. 2 ოთახის კარები არის ლურჯი, ხოლო მესამესი კი ოქროსფერი. ოქროსფერი კარების გავლის შემდეგ გხვდება გიჟი, რომელიც სამი არჩევნის უფლებას გაძლევს: ან 10 წუთი უნდა გაჩერდე წყლისქვეშ, ან ჩართულ ელექტროსკამზე უნდა დაჯდე 10 წამი, ანდაც სუფთა ხელებით უნდა შეეჭიდო დათვს. რომელ მათგანს აირჩევდი სიცოცხლის შენარჩუნებისთვის?!

6) ერთმა კაცმა თავი ჩამოიხრჩო. სუიციდის ადგილას მისულმა დეტექტივებმა ოთახში ვერანაირი სკამი ვერ ნახეს, თუმცა კაცი თოკით იყო ჩამოკიდებული ჭაღზე და მის ქვეშ ესხა წყალი. როგორ მოახერხა კაცმა თავის ჩამოხრჩობა?

7) დაამატეთ ამ მაგალითს მხოლოდ ერთი ხაზი, ისე რომ მოცემული პასუხის მიღება შეგვეძლოს.

5+5+5=550

8)

სურათზე მოცემულია ჯოხები. გადაადგილე მხოლოდ 3 ჯოხი ისე, რომ მიიღოთ 3 კვადრატი.

9) ვინ ან რა დადის დილით 4 ფეხზე, შუადღეს 2 ფეხზე, ხოლო ღამით 3 ფეხზე?!

10) და მეათე საკმაოდ რთული:

სურათზე ხედავთ ჭადრაკის დაფას და ჭადრაკის ფიგურას – დედოფალს. ასევე ისრებით ხედავთ ყველა შესაძლო გზას, სადაც მას შუძლა გავლა, ანუ მას შეუძლია გაიაროს ჰორიზონტალურად, ვერტიკალურად და დიაგონალზე. ამ გზებზე მას შეუძლია ყველას შეუტიოს. როგორ უნდა განვალაგოთ ჭადრაკის დაფაზე 8 დედოფალი ისე, რომ მათ არ შეეძლოთ ერთმანეთის შეტევა?!

პასუხები:

1) GreenHouse არის გამჭირვალე, რადგან ვითომ მწვანე სახლი, სინამდვილეში ინგლისურიდან რომ გადმოვთარგმნოთ ქართულზე ნიშნავს სათბურს. სათბური კი შუშისგან შენდება.

2) რა თქმა უნდა ტიმი ჰქვია მესამე შვილს. (თავიდანვე წერია: “ტიმის დედას ჰყავს 3 შვილი…”)

3) სამუელი მელოტი იყო.

4) ყველაზე ჭკვიანი ცხოველი ოთახში ხარ შენ! როგორც იცით ადამიანი ცხოველია(და იმედია ღორზე, შიმპანზესა და კურდღელზე ჭკვიანი ხარ).

5) თუ დაუკვირდებით გამოცანა ხელოვნურად არის გაწელილი ზედმეტი “ლურჯი და ოქროსფერი კარებებით” და თუ კიდევ ერთხელ გადაიკითხავთ პირობას, ნახავთ, რომ შენობაში შუქი არ არის, ამიტომ ელექტროსკამზე დაჯდომა, თუნდაც ჩართულ მდგომარეობაში იყოს და თუნდაც გამორთულში(დენი მაინც არ მიეწოდება და..) 10 წამით კი არა, მთელი დღით დაჯდომაც უსაფრთხოა.

6) კაცი ყინულზე დადგა და ისე მიწვდა თოკს, შემდეგ კი ყინული გადნა.

7) 5+5+5=550, ჩვენ პირველ “+”(პლიუსის ნიშანს) ვამატებთ დიაგონალურ ხაზს და მივიღეთ 4-იანს. 545+5=550.

8)
(ცისფერი ჯოხები არის გადაადგილებული ჯოხები)

9) ადამიანი. დილა – ანუ ბავშვობა(ოთხ ფეხზე სიარული), შუადღე – უკვე შუა ასაკი(გამართულად სიარული) და ღამე – სიბერე(ჯოხის, ანუ “მესამე ფეხის” დახმარებით სიარული).

10) ამის ორი გზა არის:

ამ ამოცანას ძირითადად “მოსინჯვის” მეთოდით ხსნიან, ანუ ბევრ ადგილს ამოწმებენ და საბოლოოდ პასუხსაც “გაარტყამენ”, თუმცა ლოგიკური მსჯელობით პასუხის მიღება ბევრად მარტივია. ჩვენ ვიცით, რომ თითოეული დედოფალი უნდა იყოს თავის “კერძო” ჰორიზონტალზე და ვერტიკალზე. ასევე უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ 4 დედოფალი თეთრ უჯრაზე უნდა იყოს, ხოლო 4 – შავზე. წინააღმდეგ შემთხვევაში 4-ზე მეტ დედოფალს, რომლებიც ერთდაიგივე ფერის უჯრაზე დგანან, შუძლიათ მოკლან ნებისმიერი ფიგურა, რომელიც იმავე ფერზე დგას, ეს კი ჩვენ არ გვაწყობს. (ასევე არსებობს ამის მათემატიკური ამოხსნის ხერხებიც)

loading...

JusT1ce

empty

მსგავსი ამბები

Close
Close