გასართობიკრეატივისაკითხავი

გამოცანების კრებული (ნაწილი 2)

ამ პოსტში შემოგთავაზებთ ჩემს მიერ მოძიებული გამოცანების მეორე ნაწილს. თუ თქვენი მოწონება და აქტიურობა დაიმსახურა კიდევ მრავალ ნაწილს დავდებ…

გამოცანები:

1) მისტერ სმიტს 4 ქალიშვილი ჰყავს, ამ ოთხიდან თითოეულს ჰყავს 1 ძმა. სულ რამდენი შვილი ჰყოლია მისტერ სმიტს?!

2) რაც უფრო ბევრ ადგილას ვარ, მით უფრო არ შეგიძლია დანახვა.
ვინ ან რა ვარ მე?!

3) ის ცოტას აქვს, მაგრამ ასე თუ ისე ყველა ცდილობს მის დაცვას.
ადამიანები(ხშირ შემთხვევაში მამაკაცები) მის დანახვაზე ეცემიან.
რა არის “ის”?

4) ცოტა გავართულოთ. წაიკითხეთ ყურადღებით:

ესეიგი არის 5 კალათა, რომლებშიც ქუდები ყრია. 3 კალათაში მხოლოდ თეთრი ქუდები ყრია, ხოლო დანარჩენ 2 კალათაში – შავი. არიან ტომი, ტიმი და ჯიმი. მათ თვალები აქვთ ახილული და უნდა დაიხურონ ქუდი (ანუ ვერ ხედავენ რა ფერის ქუდები დაიხურეს). შემდეგ განლაგდებიან ისე, რომ ტომს შეეძლება ტიმის და ჯიმის ქუდების ნახვა, ტიმის – ჯიმის, ხოლო ჯიმი ვერავის ქუდს ვერ ხედავს.

ბიჭებს კითხეს, თუ ვის რა ფერის ქუდი ეხურა და ვერავინ ვერ გასცა პასუხი.
კითხვა: რა ფერის ქუდი ეფარა ჯიმს?!

მცირე დეტალი: ბიჭები იყვნენ ძალიან ჭკვიანები და ლოგიკური მსჯელობაც ეხერხებოდათ :) .

5) მამამ ანდერძის წერისას ვერაფრით ვერ გადაწყვიტა 2 ვაჟიშვილიდან რომლისთვის დაეტოვებინა ქონება. ერთ დღესაც დაიბარა ისინი და უთხრა, რომ მათ მისცემდა 2 მანქანას და დანიშნავდა ფინიშის ხაზს. რომლის მანქანაც პირველი გადაკვეთდა ფინიშს ის არ მიიღებდა ქონებას. ბიჭებმა არ იცოდნენ რა ექნათ. გავიდა 1 თვე და მანქანები რა თქმა უნდა არც ერთს არ დაუძრავს. ერთხელაც მივიდნენ ბიძია ბენთან რჩევის სათხოვნელად. ბიძიამ ისეთი რამ ურჩია ბიჭებს, რომ ორივენი სასწრაფოდ გამოვარდნენ ბენის სახლიდან, ჩასხდნენ მანქანებში და რაც შეიძლება სწრაფად გაემართნენ ფინიშის ხაზისკენ.

რა ურჩია ბიძია ბენმა ბიჭებს?!

6) წარსულში ოთახში ძლივს ვეტეოდი, ახლა შედარებით პატარა ვარ.
შეგიძლია ყველგან მატარო, თუმცა ზოგჯერ – არა.
ფანჯრის გარეშე ვერ ვიცხოვრებ და ხანდახან გემრიელი ხილიც ვარ.

ვინ ან რა ვარ მე?!

7) კაცი მანქანაში ჯდომის დროს ტყვიით მოკლეს. მკვლელი მანქანის გარეთ იყო, თუმცა მანქანაში ყველა ფანჯარა აწეული იყო, კარებებიც დაკეტილი და მაინც, არც ერთი ფანჯარა თუ კარები არ იყო გახვრეტილი.
მაშინ როგორ შეაღწია ტყვიამ მანქანაში?!

8) რომელი ინგლისური სიტყვაა ყველაზე გრძელი?! იმსჯელეთ ლოგიკურად და გუგლში არ დაიწყოთ ყველაზე გრძელი სიტყვის ძიება, მაინც არ გამოგადგებათ. ლოგიკურია პასუხი და თანაც ამ სიტყივს ამსახველ “რაღაცეებს” ყოველდღე ხმარობთ! პასუხი ინგლისურ ენაზეა და ასევე დაგჭირდებათ საზომი ერთეულიც, რომელიც ინგლისში უფრო დიდი პოპულარობით სარგებლობს ვიდრე საქართველოში(საქართველოში ამ საზომ ერთეულს თითქმის არ იყენებენ).

9) არ მაქვს ფრთები და დავფრინავ, არ მაქვს თვალები და ვტირი.
ვინ ან რა ვარ მე?

10) და ბოლო გამოცანა: როდესაც მარტო ვარ, მე ვარ 24-ე, როდესაც მეგობართან ერთად ვარ მე ვარ 20 და როდესაც 2 მეგობართან ერთად ვარ უკვე ბინძური ვხდები!

პასუხები:

1) 5 შვილი, 4 გოგო 1 ბიჭი და გამოდის, რომ ამ ოთხი გოგოდან თითოეულს 1 ძმა ჰყავს.

2) სიბნელე.

3) გადატანითი მნიშვნელობით თუ შევხედავთ სიტყვა “დაცემას”, მარტივად მივხვდებით რომ პასუხი არის სილამაზე.

4) ჯიმს ეფარა თეთრი ქუდი. ახსნა: თუ ტომმა კითხვას “რა ფერი ქუდი გახურავს” ვერ გასცა პასუხი, ესეიგი მის წინ მდგომ ტიმს და ჯიმს ორივეს შავი ქუდი არ ეფარა(ტიმს და ჯიმს შავი ქუდები რომ ფარებოდათ დარჩებოდა თეთრი და ტომიც მარტივად გასცემდა პასუხს). ტიმი ტომის პასუხის მერე მიხვდებოდა, რომ მას და ჯიმს ორივეს არ აფარიათ შავი ქუდები და იმ შემთხვევაში, თუ ჯიმს შავი ქუდი ეფარებოდა, ტიმი მარტივად მიხვდებოდა, რომ ეფარა თეთრი ქუდი(რადგან ორივეს შავი ვერ ეფარებოდათ ტომის პასუხიდან გამომდინარე). გამოდის რომ ჯიმს ეფარა თეთრი ქუდი! უუფფ.. იმედია მიხვდით…

5) ბენმა ბიჭებს ურჩია, რომ მანქანები გაეცვალათ.

6) პასუხი არის კომპიუტერი. ახსნა: წარსულში კომპიუტერები მართლაც რომ მაშტაბური ზომების იყო(სურათი), პერსონალურ (Desktop) კომპიუტერს ყველგან ვერ ატარებ, ლეპტოპს – კი. კომპიუტერს ვერ იხმარ Windows-ის გარეშე, ვინდოუსი კი პირდაპირ რომ გადავთარგმნოთ ქართულად “ფანჯარას” ნიშნავს. ხოლო რაც შეეხება ხილს, შეიძლება კომპიუტერი Apple-ის ბრენდის იყოს, ეს უკანასკნელი კი ვაშლს ნიშნავს.

7) მანქანა კაბრიოლეტის ტიპის იყო და მკვლელმაც კაცს ზემოდან ესროლა.

8) თუ სიტყვა “გრძელს” გადატანითი მნიშვნელობით ვიგულისხმებთ, მაშინ ყველაზე გრძელი ინგლისური სიტყვა გამოდის Smiles, ბოლოსდაბოლოს ორ “s”-ს შორის ხომ მთელი მილია და თანაც “ღიმილაკებს” ხომ ყოველდღე ვიყენებთ :)

9) ღრუბელი ფრთების გარეშე დაფრინავს და წვიმის დროს “ტირის”.

10) აქ საუბარია ასო “X”-ზე. როდესაც მას მარტო ავიღებთ, ვნახავთ რომ იგი ინგლისური ალფაბეტის 24-ე ასოა, როდესაც ორ “X”-ს ავიღებთ ეს იქნება რომაულად 20(XX). რაც შეეხება სიბინძურეს, XXX სახელით აღინიშნება ვიდეოები, რომლებიც პორნოგრაფიას შეიცავენ.

იმედია მოგეწონათ ეს გამოცანები! (ჩემი ფავორიტი იყო მე-8 და მე-10).

loading...

JusT1ce

empty

მსგავსი ამბები

Close
Close