გასართობიკრეატივისურათები

დაამზადეთ თოვლის ბაბუ ძველი წინდებისგან

ეს შეუდარებლი, მარტივი დეკორაცია თქვენს სახლს კიდევ უფრო მხიარულსა და ლამაზს გახდის. თქვენი ხელით გაკეთებული დეკორაციები ამ წელს ძალიან სასიამოვნო განწყობას მოგიტანთ.

ძალიან კარგი იქნება თუ მოახერხებთ, რომ თქვენი ძველი წინდა თეთრი ფერის იყოს, მაგრამ შეზღუდული ნამდვილად არ ხართ.

აიღეთ დაახლოებით 3/4 ჭიქა ბრინჯი და ორ ნ აწილად გაყავით. ნახევარი წინდაში ჩაყარეთ და შემდეგ თავი მოუკარით. დარჩენილი ნაწილი ისევ ჩაყარეთ და თავი ისევ მოუკარით.


თოვლის ბაბუს თავისთვის თქვენ ბამბა დაგჭირდებათ, რათა მასზე ცხვირისა და პირის მიმაგრება უფრო მარტივად შეძლოთ.

სანამ პროცესს დაასრულებთ დარწმუნდით, რომ ამ სათამაშოს სწორად დადგომა შეუძლია.

წინდის მორჩენილი ნაწილი კი შეეცადოთ ქუდს დაამსგავსოთ. (სურათის ინსტრუქციების გათვალისწინებით).



ახლა აიღეთ ნაჭრის სხვადასხვა ფერის პატარა ბურთები და გააფორმეთ თოვლის ბაბუ. გაუკეთეთ თვალები, პირი, ცხვირი რა რამდენიმე ღილი მთელ სხეულზე.

ძალიან კარგი იქნება თუ კისერთან ფერად ლენტსაც მოაბამთ, კაშნეს ინტერპრეტაციით.


გააფორმეთ ის თქვენი სურვილისამებრ. შეზღუდული არაფერში ხართ. რაც უფრო პერადი და მხიარული იქნება მით უკეთესი. სხვადასხვა ქსოვილითა თუ ლენტით შეგიძლიათ ქუდით გაულამაზოთ. პატარა ჯოხის ჩხირებისგან ხელებიც გაუკეთეთ.


წყარო: lollipop.ge

gundavri

me vswavlob komarovshi.

მსგავსი ამბები

Close
Close