ახალი ამბებისაკითხავისასარგებლო

მიხაელ შუმახერი შესაძლოა პარალიზებული დარჩეს

“ფორმულა 1″-ის შვიდგზის ჩემპიონი მიხაელ შუმახერი, შესაძლოა პარალიზებული დარჩეს. მრბოლელი ამ დრომდე რჩება საავადმყოფოში, უგონო მდგომარეობაში. შეგახსენებთ, რომ შუმახერი თხილამურებზე სრიალის დროს დავარდა, რის შედეგადაც მძიმედ დაშავდა.

44 წლის მრბოლელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, საავადმყოფოსთან შეკრებილ ჟურნალისტებს დაშავებულის მეგობარმა, ყოფილმა მრბოლელმა ფილიპ შტრაიფმა შეატყობინა. როგორც ირკვევა ფილიპი შუმახერის ოჯახის მეგობარს და ქირურგს, ჟერარ სალიანს ესაუბრა.

 Michael Schumacher skis in the winter resort of Madonna di Campiglio, in the Dolomites area, Northern Italy, 11 January 2005

“მე არ ვარ ექიმი. უბრალოდ გეუბნებით იმას, რაც სალიანმა მითხრა. ის ამბობს, რომ მდგომარეობა სერიოზულია, მაგრამ საბედნიეროდ მიხაელის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება” – განაცხადა შტრაიფმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

შტრაიფის თქმით ექიმები არ გამორიცხავენ, რომ უბედურ შემთხვევას მიხაეილისთვის ბევრი გართულება მოჰყვება. უფრო კონკრეტულად კი მრბოლელს სხეულის მარჯვენა ნაწილის პარალიჩი და ხმის დაკარგვა ემუქრება.

წყარო: lollipop.ge

gundavri

me vswavlob komarovshi.

მსგავსი ამბები

Close
Close