გასართობიკრეატივიუცნაური

გამოცანების კრებული!


ამ პოსტში წარმოგიდგენთ ჩემს მიერ მოძიებულ სახალისო და საინტერესო გამოცანებს!.. 

გამოცანები:

1) ღარიბი კაცი სამიკიტნოში ზის და შეამჩნევს, რომ მის გვერდზე მჯდომი კაცი ძალიან მდიდარია.

ღარიბი: – მე გასაოცარი ნიჭი მაქვს, თითქმის ყველა მუსიკა ვიცი, რაც კი დედამიწაზე არსებობს.

მდიდარი კაცი იცინის.

ღარიბი: – მოდით ნიძლავი დავდოთ, თუ მე შევასრულებ სიმღერას, რომელიც შეიცავს თქვენს მიერ დასახელებული ქალბატონის სახელს, თქვენ მომცემთ თქვენს საფულეში არსებულ თანხას.

მდიდარი კაცი კვალვ იცინის
მდიდარი: – დიდი სიამოვნებით! რას იტყვით ჩემი ქალიშვილის სახელზე? მისი სახელია ჯოანა-ამსტრონგ მილერი.

ამის შემდეგ ღარიბი კაცი სახლში მდიდარი დაბრუნდა.

რა სიმღერა შეასრულა ღარიბმა კაცმა?!

2) სიკვდილმისჯილს დააყენებენ 3 კარის წინ და ეტყვიან, რომ შევიდეს რომელ ოთახშიც უნდა იქ, თან დაურთეს, რომ პირველ ოთახი ცეცხლისგან იწვის, მეორეში არიან 3 წელი ნაშიმშილები ლომები, ხოლო მესამეში კი გადატენილი იარაღებით დგანან სადისტი მკვლელები!

რომელ ოთახში უნდა შევიდეს სიკვდილმისჯილი, რომ გადარჩეს?

3) მე შემიძლია გავხდე ნახევარი, წონაში დაკლების გარეშე.
მე შემიძლია გავანათო ცეცხლის გარეშე.
მე შემიძლია ჩავიდე ზღვაში, ისე რომ არ დავსველდე.
ვინ ან რა ვარ მე?

4) იყო ერთი მეფე, რომელსაც არ ჰყავდა არც ცოლი და არც შვილები. მან გადაწყვიტა სიკვდილამდე გამოევლინა, თუ ვინ იქნებოდა მისი მემკვიდრე. ამის გამოსავლენად მან მთელი სამეფოს ბავშვებს დაურიგა მარცვლები და გამარჯვებული იქნებოდა ის, ვინც შეძლებისდაგვარად ყველაზე ლამაზ და დიდ მცენარეს გახრდიდა ამ მარცვლიდან.

გამარჯვებულის გამოვლენის დღეს უამრავი ბავშვი იდგა მეფის წინაშე უზარმაზარი და ლამაზი ყვავილებით, მეფემ კი მემკვიდრედ აირჩია ერთი მოწყენილი, პატარა გოგონა რომელსაც ხელში მეფის მიერ მიცემული მარცვალი ეკავა(უცვლელი).

რატომ აირჩია მეფემ გოგო, რომელსაც მარცვლიდან მცენარე სულაც არ გაეზარდა?!

5) ახალგაზრდა ბიჭი ტყეში სეირნობდა. უეცრად დაინახა ხიდი, რომლის იქითაც უთვალავი ოქრო იყო, ხიდზე კი იდგა კაცი ნაჯახით ხელში. ნაჯახიანმა კაცმა უთხრა ახალგაზრდას:”თუ შენ მეტყვი რაიმე ფრაზას, მტკიცებულებას, რომელიც სიმართლე იქნება, მე შენ თავს არ მოგჭრი და ეს ოქროულობაც შენი იქნება.”

რამოდენიმე წამში ახალგაზრდა გადავიდა ხიდზე, ნაჯახიანი კაცი კი გაკვირვებული იყურებოდა. ასეთი რა უთხრა ახალგაზრდამ?

6) შენ შეგიძლია გადმომაგდო მსოფლიოში ყველაზე მაღალი შენობიდან, მაგრამ მე გადავრჩები.
თუმცა თუ შენ გადმომაგდებ თუნდაც ყველაზე პატარა გემიდან, მე ვეღარ გადაგვრჩები.

ვინ ვარ მე?

7) ეს არის უძველესი გამოგონება, რომლის დახმარებითაც შეგიძლია კედელში გაიხედო და რომელსაც დღეს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა იყენებს, მათ შორის შენც.

8) კაცი შავი მანქანით მიდიოდა ქუჩაში. მანქანას ფარები არ ენთო და მთვარეც არ ანათებდა, თუმცა მძღოლმა კარგად დაინახა შუა ქუჩაში მდგარი შავი კატა და მანქანა გააჩერა. როგორ დაინახა ეს კატა მძღოლმა?

9) წიგნს აქვს 500 გვერდი.

პირველ გვერდზე წერია “ამ წიგნში ზუსტად 1 გვერდზე წერია სიცრუე”
მეორე გვერდზე წერია “ამ წიგნში ზუსტად 2 გვერდზე წერია სიცრუე”
….
მე-500 გვერდზე წერია “ამ წიგნში ზუსტად 500 გვერდზე წერია სიცრუე”

მოკლედ ასე არის ყველა გვერდზე. და მაინც შეიძლება თუ არა, რომ რომელიმე გვერდზე სიმართლე ეწეროს და თუ კი, რომელზე?

10) ღარიბებს ის აქვთ, ხოლო მდიდრებს – არა. თუ მას შეჭამ შენ მოკვდები!
რა არის “ის”?

პასუხები:

1) ეს არის სიმღერა “Happy Birthday”, რომელშიც შეგიძლია ჩასვა ნებისმიერი ადამიანის სახელი.

2) რა თქმა უნდა თუ სიკვდილმისჯილს გადარჩენა სურს, იგი მეორე ოთახში უნდა შევიდეს, რადგან 3 წელი ნაშიმშილები ლომები ხომ მკვდრები იქნებიან.

3) მთვარე.

4) მეფემ ყველას დაურიგა ყალბი მარცვლები, რომლისგანაც შეუძლებელი იყო მცენარის გაზრდა, ყველამ მოგების გულისთვის იცრუა და სხვა მარცვლებიდან გაზრდილი მცენარეები მიიტანა მეფესთან, ხოლო გოგონა ერთადერთი პატიოსანი და ალალმართალი იყო, ამიტომაც აირჩია მეფემ იგი მემკვიდრედ.

5) ახალგაზრდამ ცულიან კაცს უთხრა “მე შენ თავს მომჭრი”. ამის შემდეგ მან თავისუფლად გაიარა ხიდზე.

6) ეს არის ქაღალდის ფურცელი.

7) ფანჯარა.

8) უბრალოდ მზიანი და ნათელი დღე იყო, ამიტომ კარგად დაინახა მძღოლმა კატა.

9) დიახ შესაძლებელია, 499-ე გვერდზე ეწერება სიმართლე “ამ წიგნში ზუსტად 499 გვერდზე წერია სიცრუე”. (თუ ვერ მიხვდით: ანუ ამ გვერდზე რაც წერია იმის მიხედვით, წიგნის 500 გვერდიდან 499-ზე წერია სიცრუე, ხოლო ამ გვერდზე სიმართლე. თუ დავუკვირდებით ეს მართლა ასე გამოდის.)

10) “ის” არის – “არაფერი”.

იმედია მოგეწონათ ეს გამოცანები და იმედი მაქვს აქამდე არ იცოდით.. მოკლედ კომენტარებში დაწერეთ რამდენს გაეცით პასუხი და თუ მოგეწონათ(ანუ დავდო თუ არა კიდევ ასეთები..).

loading...
თეგები

JusT1ce

empty
Close
Close