არქივი

5 რამ, რასაც ძაღლები გრძნობენ თქვენ შესახებ

dogchildsad

უკვე ძალიან დიდი ხანია ადამიანი ძაღლს თავის უახლოეს მეგობრად აღიქვამს. ამის მიზეზი კი შეიძლება ისიც იყოს, რომ ძაღლები ძალიან ინტელექტუალური არსებები არიან. ისინი ყოველთვის გრძნობენ ყოველდღიური ცხოვრების ნებისმიერ დეტალს, ძაღლებს შესანიშნავი უნარი აქვთ გამოიცნონ რა გსურთ. უკვე ფაქტია, რომ ადამიანი და ძაღლი საუკეთესო მეგობრები არიან.

დღეს წარმოგიდგენთ 5  რამეს, რასაც ძაღლები გრძნობენ თქვენს შესახებ.

1- ისინი გრძნობენ, როდესაც გეშინიათ– ისინი არა მხოლოდ საქციელზე, არამედ სუნზეც კი გრძნობენ, რომ მათი გეშინიათ. თუ გსურთ ეს დამოკიდებულება შეამსუბუქოთ, აუცილებლად უნდა მოიქცეთ მასთან სხვანაირად. არვითარ შემთხევაში მას თქვენი შიში არ უნდა აგრძნობინოთ, რადგან ისინი ძალიან მეგობრულები არიან.

dogscared

2- უნდა დააბალანსოთ მათთან ურთიერთობა– თუ თქვენ ორი ძაღლი გყავთ და ორი ძაღლის გარემოცვაში მოხვდით, ეცადეთ მათ თანაბარი ყურადღება დაუთმოთ. თუ ერთ მათგანს გარკვეული კარგი ქცევისთვის წაახალისებთ, აუცილებლად დააჯილდოვეთ მეორეც და გული მას არასდროს დაწყვიტოთ. ძაღლები ძნელად პატიობენ უყურადღებობას.

pugpuppies

 

3- მათ შესანიშნავად იციან როგორ მიიქციონ ყურადღება- ამ საკითხთან დაკავშირებით დღემდე უამრავი კვლევა ტარდება. ნაწილმა კი უკვე დაადასტურა, რომ ძაღლების ქმედება ადამიანების გარემოცვაში აბსოლუტრურად განსხვავდება მათი ქმედებისგან მაშინ, როდესაც მარტონი არიან. ახალ გარემოზე ძაღლიც შესაბამისად რეაგირებს, დაბნეულია, ცქმუტავს და ა.შ. ამიტომ მისი დასჯდა მსგავს სიტუაციებში არ შეიძლება მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება არაადეკვატური ქმედებები ჩაიდინოს.

dogfridge

 

4- მათ შეუძლიათ გითხრან, ხართ თუ არა ავად- დიდი ხანია აღიარებულია, რომ ძაღლებს შესანიშნავი ყნოსვა აქვთ. მათი ცხვირი ათასჯერ უფრო მგრძნობიარეა, ვიდრე ჩვეულებრივი ადამიანის. სწორედ ამიტომ იყენებე მათ, როგორც მაძებარ ძაღლებს, წვრთნიან პოლიციელებად და ა.შ. გაირკვა, რომ ისინი შესანიშნავად გრძნობენ ადამიანში სიმსივნის საწყისებს. თუ ძაღლი თქვენს ერთ, კონკრეტულ ორგანოსთან განსაკუთრებულად დიდ დროს ატარეთ, იყავით ყურადღებით.

dogbedsick

 

5- ისინი გრძობენ, როდესაც მოწყენილი ხართ- ძაღლმა ზუსტად იცის რა უნდა გააკეთოს მაშინ, როდესაც ხასიათზე არა ხართ. რამდენიმე კვლევამ უკვე დაადასტურა, რომ ძაღლები გრძნობენ თქვენს უარყოფით აურას და მათი მხიარული მოძრაობებით ცდილობენ პოზიტიური განწყობა შეგიქმნან.

dogchildsad

 

წყარო : lollipop.ge

Back to top button