გასართობისურათებიუცნაური

მრავალ აზრიანი სარეკლამო კოლაჟი, რამაც არაერთხელ იმოქმედა საზოგადოებაზე

image

სარეკლამო- ფოტომანიპულაციებს, ფოტოკრეატივს, სამგანზომილებიან შტრიხებს და სხვათას ვაწყდებით ინტერნეტ სივრცეში, რომელიც წარმოადგენს მრავალი დიზაინერისა თუ ფირმების კრეატივთა იდეათა ავტორების შრომის ნაყოფს რეკლამასთან დაკავშირებით, მაგრამ ცოტა თუ გვხვდება რეკლამები, რომლებიც მრავალი აზრის, უჩვეულო და საინტერესო მასალათა კომბინაციას წარმოადგენს. სწორედ ამ სტატიაში მინდა წარმოგიდგინოთ ჰოლანდიელი ფოტოგრაფისა და რეჟისორის, ვინმე Arjan Benning-ის ნაშრომები, რომელიც დასტურია მისი არაჩვეულებრივი ნიჭისა და შესაძლებლობების, რამაც არაერთხელ დააფიქრა და იმოქმედა საზოგადოებაზე დადებითად.

გთავაზობთ არჟანის მრავალაზრიან სარეკლამო კოლაჟს:

1. სარეკლამო ფოტო, რომელიც ასახავს გონებრივი შესაძლებლობების მქონე ადამიანს.

image

2. სარეკლამო ფოტო, სადაც ადამიანი იცლება ქვიშისგან დასტური იმისა, რომ მას შეუძლია დაბერება.

image

3. სარეკლამო ფოტო დასტური იმისა, რომ ხშირად ვეპოტინებით ერთდროულად ბევრ საქმეს იმ იმედით, რომ ყველას წარმატებით დავაგვირგვინებთ.

image

4. სარეკლამო ფოტო – კრიზისი: შუა ხნის ასაკის ადამიანის დეპრესიული დამოკიდებულება დაბერებასთან.

image

5. სარეკლამო ფოტო – “თუ გინდა გადარჩე, უნდა იბრძოლო”, რაც დღევანდელი გადმოსახედით თუ ვიმსჯელებთ ბევრ ჩვენგანს პირდაპირი მნიშვნელობით ესმის და ცხოველს ვემსგავსებით.

image

6. სარეკლამო ფოტო საკუთარი ფიზიკური კრიტერიუმების უკმაყოფილების დასტური, უბრალოდ იყავით ის, რაც ხართ.

image

7. სარეკლამო ფოტო “კომპიუტერზე დამოკიდებული ადამიანი”.გახლეჩილ მონიტორში ჩანს ნათლად, რომ შიგნით არაფერი განსაკუთრებული არ არის, ასეა მასზე დამოკიდებული ადამიანიც. იქნებ უფრო აზრიანი რამ ეძიოთ?

image

8. აბორტის საწინააღმდეგო სოციალური რეკლამა.

image

9. სარეკლამო ფოტო – “ყველას თავისი ტარაკანა ჰყავს”, ანუ ზოგი უბერავს ასე-ს უცხოური ვარიანტი.

image

10. სარეკლამო ფოტო, სადაც ასახულია ქალის სიბერე, ყველაზე უარესი ხომ ეს არის ქალის ცხოვრებაში, ვინაიდან მიაჩნიათ რომ სიბერე ხელს უშლის მათ პირად ცხოვრებას, სიყვარულს, სამსახურსა და ბედნიერებას, ოხ ეს პესიმიზმი.

image

 

წყარო : intermedia.ge

თეგები
Close
Close