გასართობისაკითხავიუცნაური

ადამიანის ცხოვრებისათვის ყველაზე რთული ადგილები დედამიწაზე

image

ჟურნალმა “ამინდი” (Weatherwise) გააანალიზა დედამიწის რამოდენიმე რეგიონი, სადაც ექტრემალური კლიმატური პირობებია და შეადგინა ასეთი ადგილების ათეული, რომლებსაც სჯობია ადამიანებმა გვერდი აუარონ. ამინდი ამ წერტილებში იმდენად საშინელია, რომ ადამიანის სიცოცხლეს რისკის ქვეს აყენებს.

 

10.ოიმიაკონი. რესპუბლიკა სახა, რუსეთი.

image

 

პატარა სოფელი ოიმიაკონი წარმოადგენს ყველაზე ცივ ადგილს დედამიწაზე. მონაცემების მიხედვით, 500 ადამიანს, რომლებიც აქ ცხოვრობენ, უხდებათ საშუალოდ -45 გრადუსი სიცივის ატანა ზამთარში, თუმცა სამაგიეროდ ზაფხულობით ტემპერატურა 30 გრადუსს აღწევს.ზამთარში მიწა ისე გაყინულია, როგორც რკინა და საფლავის გაჭრას ადგილობრივი მცხოვრებელები 3 დღეს ანდომებენ. ერთადერთი სკოლა ამ სოფელში მხოლოდ მაშინ იხურება, როცა ტემპერატურა -52 გრადუსზე დაბლა ეცემა.

 

9.კუნძული ბუვე (Bouvet), ნორვეგია.

image

 

ბუვე ყველაზე განცალკევებული კუნძულია დედამიწაზე, მისი უახლოესი მეზობელი ანტარქტიდაა და დაშორებულია მისგან 1500 კმ-ის მანძილზე. კუნძულის 90% მუდმივი ყინულითაა დაფარული. აქ სწორი ადგილიც კი არ მოიძებნება, რომ ვერტმფრენი დაჯდეს. ბუვე დაუსახლებელი კუნძულია, რადგან ადამიანს არ ძალუძს ამ პირობებში ცხოვრება. აქ მხოლოდ პინგვინები ცხოვრობენ კლდეებს შორის.

 

8.ცენტრალური საჰარა.

image

 

მსოფლიოს ამ უდიდესი უდაბნოს განაპირა მხარეებში მოიძებნება ადგილები, სადაც წყალია და სიცოცხლე არსებობს, მაგრამ საჰარის ცენტრი-ეს სულ სხვა საქმეა. აქ ფაქტიურად არ არსებობს არანაირი მცენარე, ხოლო ქვიშის და მტვრის ქარიშხალი მუდმივადაა.ზაფხულობით ტემპერატურა 50 გრადუსამდე ადის დღისით, ხოლო ღამით შეიძლება 0-ს ქვემოთ ჩამოვიდეს.

 

7.სამხრეთი პატაგონია, ანდები.

image

 

სურათზე თქვენ ხედავთ მთას სერო ტონე (Cerro Torre). ესაა ზონა ურაგენების და მუდმივი გამყინვარების, შტორმებისა და გაუთავებელი თოვლისა.

 

6.განდომ-ე ბერიანი (Gandom-е Beryan), ირანი.

 

image

ეს ადგილი ითვლება ყველაზე ცხელ წერტილად დედამიწაზე. მისი სახელი სპარსულიდან ნიშნავს “უდაბნოების უდაბნოს” და ზაფხულობით აქ ტემპერატურა 70 გრადუსს აღწევს.

 

5.ბანაკი “სამიტი” (Summit), გრენლანდია.

image

 

 

სადგურ სამიტის ყინულის სახლი აშშ-ის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს წარმოადგენს. აქ გამეფებულია მუდმივი ყინვები და ტემპერატურა 0 გრადუსს ზემოთ არასოდეს ადის. მუდმივი ქარბუქების სამფლობელოში ძალზე იოლია გზა დაგებნეს და გაიყინო.

 

4.რაიონი К2, ყარაყორუმი.

image

 

პიკი К2, რომელიც მდებარეობს ჰიმალაიში პაკისტან-ჩინეთის საზღვარზე 8614 მეტრის სიმაღლეზე. მძვინვარე ქარიშხლები მთამსვლელებს საშუალებას არ აძლევს ავიდნენ მთაზე ზამთრის პერიოდში. სულ 250-მა ალპინისტმა შეძლო ამ მწვერვალის დაპყრობა და უამრავი მათგანი დაიღუპა მთაზე ასვლის დროს.

 

3.ანტარქტიდის სანაპირო ზოლი.

image

 

ანტარქტიდის სანაპიროს ზოლის დიდი ნაწილი გამოირჩევა ტემპერატურით, რომელიც სიცოცხლესთან შეუთავსებელია. საშინელი ურაგანი დაქრის მთელ სანაპიროზე და მისი სიჩქარე 200 კილომეტრს აღწევს საათში.

 

2.იუკონის და ალიასკის მაღალი ყინულოვანი ქედები.

image

 

კანადისა და აშშ-ის ჩრდილოეთით მდებარე მთების ჯაჭვს უწოდებენ ჩრდილოამერიკის ჰიმალაის. ზოგიერთი ქედის სიმაღლე 6000 მეტრს აღწევს. ეს უდაბური ადგილი საშინელია იმის გამო, რომ აქ მუდმივი ყინულოვანი ქარბუქებია. კლიმატი აქ ისე მკაცრია, რომ მეტეოროლოგიური სადგურებიც კი არ არსებობს.

 

1.სადგური “ვოსტოკი” (Восток), ანტარქტიდა.

image

 

ეს სამეცნიერო-კვლევითი სადგური მდებარეობს ანტარქტიდის ყინულოვანი საფარის ჩრდილო-აღმოსავლეთით. დიდი ხნის განმავლობაში ის ითვლებოდა ყველაზე ცივ ადგილად დედამიწაზე, რადგან აქ დაფიქსირებული იყო -88 გრადუსი ყინვა. თუმცა ცოტაოდენი ხნის წინათ ანტარქტიდის აღმოსავლეთ პლატოზე დაფიქსირებული იქნა -93 გრადუსი. მუდმივი ქარები, რომელთა სიჩქარე 100 კილომეტრს აღწევს საათში, უტევენ შენობას და მხოლოდ თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით ის დგას და აგრძელებს ფუნქციონირებას.

 

წყარო : intermedia.ge

თეგები
Close
Close