გართობაკულტურაუცნაური

გოგონა, რომელიც თავის ტყუპისცალ ძმაზე “ერთი წლით” უფროსია

1557603 492191070900713 108570867 n

ამერიკის შეერთებული შტატები მრავალი განსაკუთრებულობითა და უცნაურობებით  გამოირჩევა. ა.შ.შ-ში 2013 წლის მიწურულს მოხდა საინტერესო მოვლენა, რომელმაც არამხოლოდ  ამერიკა, არამედ მთელი მსოფლიო აალაპარაკა, კერძოდ ამერიკელ ცოლ-ქმარს შეეძინათ ტყუპები. ერთი შეხედვით ეს ჩვეულებრივი მოვლეაა, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ტყუპისცალი ჰანა თავის ტყუპისცალ ძმაზე, დანიელზე „ერთი წლით“ უფროსი დაიბადა, ეს უკვე მართლაც გამორჩეული მოვლენაა.

ტექსასის შტატში 2013 წლის 31 დეკემბერს, 23 საათზე და 50 წთ-ზე სამყაროს პატარა ჰანა რიდი მოევლინა,ხოლო (საახალწლო ფეიერვეკების,  მილოცვებისა და 10 წამიანი უკუთვლის შემდეგ) 2014 წლის 00:02 წთ-ზე დანიელის ჯერიც დადგა. და-ძმა სამყაროს სხვადასხვა წელს მოევლინა და ამით ისინი მსოფლიო ყურადღების ეპიცენტრში მოექცნენ.

მშობლების თქმით, ისინი არ ელოდნენ ამგვარ საჩუქარს. ქმრის განცხადებით მისმა მეუღლემ მას უდიდესი საჩუქარი გაუკეთა, თანაც ორი. ცოლ-ქმარი ტყუპების  დაბადების დღს აღნიშვნას  სხვადასხვა წელს აპირებენ.

ეს ტყუპები პირველები არ იყვნენ, ვინც ქვეყანას სხვასხვა წელს მოევლინეს, 2011-2012წელს ასევე აშშ-ს შტატ მიჩიგანში მოხდა მსგავსი, რამ როდესაც ქვეყანას ერთი წლს სხვაობით ტყუპები მოევლინა.

იხილეთ ვიდეო:

მსგავსი ამბები

Back to top button