გართობაუცნაური

თუ რატომ ამბობს უარს ლატარიაში მოგებულ 40 მილიონზე პენსიონერი მამაკაცი

image

დღეს მემგონი არ არსებობს ადამიანი, ვინც ლატარიაში მოგებულ 40 მილიონ $-ზე უარს იტყოდა, თუმცა კანადაში მცხოვრები 65 წლის პენსიონერი მამაკაცი Tom Crist-ი ამ თანხაზე უარს აცხადებს და გაიგო რა მოგების შესახებ, წამში გადაწყვიტა მთლიანი თანხა ქველმოქმედებას მოახმაროს.

თითქმის 2 წელია რაც მეუღლე გარდამეცვალა, იგი კიბოს მსხვერპლია. საკმაოდ ახალგაზრდა, მთელი 6 წელი ებრძოდა ამ საშინელ დაავადებას, თუმცა 2012 წლის თებერვლაში კიბომ თავისი გაიტანა და იგი ხელიდან გამოგვაცალა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე სრული თანხა ქველმოქმედებას მოვახმარო, ფული სნეულებს უფრო გამოადგებათ. მოგებული თანხის შესახებ შვილებმაც არ იცოდნენ, მე მათ ვუმალავდი– განაცხადა ტომმა CBC News-ის ჟურნალისტთან.

image

(ტომი მეუღლესთან ერთად).
მოგებისთანავე ვიფიქრე, რომ თანხა ავტომატურად ჩამერიცხებოდა საკუთარ ანგარიშზე და სურვილისამებრ გამოვიყენებდი ყოველგვარი ჟურნალისტების ჩარევისა და პუბლიკის წინაშე წარდგენის გარეშე, თუმცა როდესაც ვიყიდე ლატარიის ბილეთი, ავტომატურად მისი წესების ზეგავლენის ქვეშ მოვექეცი. ახლობლებმაც სწორედ ჟურნალისტების მეშვეობით გაიგეს ეს ამბავი, მოიწონეს ჩემი საქველმოქმედო გადაწყვეტილება, თუმცა მისაყვედურეს აქამდე რომ დავუმალე– ამბობს ტომი ინტერვიუს დროს.

image

 

წამითაც არ ვნანობ ჩემს ამგვარ გადაწყვეტილებას და მეტიც, მე ამითი უზრუნველვყავი ჩემი სიბერე და შვილების მომავალი – ამბობს ტომი.

 

ტომმა სრული თანხა, ანუ 40 მილიონი$-ი ონკოლოგიურ მედ ცენტრს გადაურიცხა.

image

 

წყარო : intermedia.ge

მსგავსი ამბები

Back to top button