არქივი

пкм ლეგენდა “კალაშნიკოვისგან”

844e176736ea
დანგრეულ გროზნოში მყოფმა ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ჩეჩენ მებრძოლს ჰკითხა რომ კმაყიფილი იყო თუ არა იქი საკუთარი ტყვიამფრქვევით ჩეჩენმა კი უპასუხა. -“брат это мой красавчик, и не на что его не променяю”.

“კრასავჩიკის”სახელით ცნობილ ამ მართლაც მრისხანე ტყვიამფრქვევს პოსტსაბჭოური სხვა შეიარაღებული კონფლიქტების მონაწილეებიც მოიხსენიებენ, пкм-სა და მის შესაძლებლობებზე არაკებს ჰყვებიან.

1961 წელს შეიქმნა ტყვიამფრქვევი пк დღეს, შესაძლოა მოძველებულ იარაღად ჩაითვალოს
მაგრამ მაინც უმნიშვნელოვანესი ჯგუფური იარაღია. საბჭოთა არმიაში მე2 მსოფლიო ომის დროს ეფექტური ტყვიამფრქვევის მწვავე დეფიციტი იყო. იმ დროინდელი “მაქსიმი”, დეგტიარევის ДП-ს , გორიუნოვის смг-ს და დეგტიარევის Pп 46 ს ბევრი ნაკლი აღმოაჩნდა. ასე რომ საჭირო იყო ახალი ტყვიამფრქვევის შექმნა საბჭოთა ჯარისათვის.

1958-61 წლებში მიხეილ კალაშნიკოვმა ცნობილი ავტომატის კონსტრუქტორმა ერთიანი ტყვიამფრქვევი შექმნა, რომელიც  7,62X54 ტიპის ვაზნების  მოხმარებაზე იყო გათვლილი. ეს სწორედ ის ნახევარსაუკუნოვანი ვაზნა გალდათ, რომელიც ადრე სამხაზიანი შაშხანებისათვის და “მაქსიმის” ტყვიამფრქვევისათვის გამოიყენებოდა (სხვათაშორის ეს ვაზნა უკვე საუკუნეზე მეტია რაც შეიარაღებაშია).

пк ტიპის ტყვიამფრქვევსა და 1969 წელს მისი მოდერნიზებული ვარიანტის пкм ის დაყენება შეიძლება როგორც გასაშლელ ფეხებზე, ასევე სტეპანოვის უნივერსალურ დაზგაზეც. ამ დაზგაზე დამაგრებული пкм-იდან შეიძლება დამიზნებით სროლა მოწინააღმდეგის ქვეითების მიმართულებით ასევე საჰაერო ობიექტების მხარესაც. არსებობს ტყვიამფრქვევის ის მოდიფიკაციები, რომლებიც ტანკებისა და ჯავშანმანქანების შესაიარაღებლად გამოიყენება. пкм-ის ვაზნებით უზრუნველყოფა ხდება მეტალიზებული ლენტიდან. ლენტში 100, 200 ან 250 ვაზნის მოთავსება შეიძლება.

d8585f880f54

არსებობს пкм – ის სპეციალური ვარიანტები რომლზებზეც მძლავრი ოპტიკური სამიზნეები და ღამის ხედვის მოწყობილობები მონტაჟდება. ასევე არსებობს მცირე გბარიტიანი სადაზვერვო რადიოლოკაციური სადგურიც რომლის გამოყენებითაც пкм-დან იმ სამიზნის დაზიანებაა შესაძლებელი რომელიც თვალით არ მოსჩანს, მაგრამ მის მოძრაობას არეკლილი რადიოსხივები აფიქსირებენ.

пкм-ის ტაქტიკურ ტექნიკური მონაცემები: ვაზნების გარეშე ტყვიამფრქვევი იწონის 7,5 კგ-ს, ასვაზნიან ლენტასთან ერთად 11,4 კგ-ს, 200 ვაზნიან ლენტასთან ერთად კი 15,5 კგ-ს. пкм-ის სიგრძე 1,17 მ-ს აღწევს, აქედან 66 სმ ლულაზე მოდის. ტყვიის საწყისი სიჩქარე 825 მ/წმ-ს შეადგენს. სროლის ტემპი წუთში 650 გასროლაა. დამიზნებით სროლა 1,5 კილომეტრის მანძილზეც კი შეიძლება.

წყარო: სამხედრო ჟურნალები.

მსგავსი ამბები

Back to top button