გართობაუცნაური

საინტერესო ფაქტები იაპონიის შესახებ

f26867af7309

– როგორც ამბობდა იაპონელი პოეტი ქალი მურაკასი სიკიბუ, რომელიც ცხოვრობდა IX საუკუნეში, «ძნელია იპოვო ადამიანი, რომელიც მარლა გაგიგებს შენ. ჩვეულებრივ ადამიანები თავისი საზომით საზღვრავენ». ყველაზე რთულია გაუგოთ თვით იაპონელებს.

– ოდესღაც თევზის ჭერაში იაპონელებს ეხმარებოდნენ ბაკლანები (წყლის ფრინველი), რომელტაც მეთევზეები უჭერდნენ ყელზე ბაწარს. ფრინველები იჭერდნენ თევზს, მაგრამ ვერ ყლაპავდნენ მას. თევზჭერა მიმდინარეობდა ღამით ნავებზე, რომელზედაც ანთებდნენ ჭრაქებს.

– იაპონიაში შუქნიშნის მწვანე ფერი არის ცისფერი, ვინაიდან ადრე ნებისდამრთავი ფერი იყო სწორედ ეს ფერი. მოგვიანებით ის შეცვალეს მწვანეთი, მაგრამ ტრადიცია აღმოჩნდა უფრო ძლიერი.

– იაპონელი მძღოლები შუნიაშანზე გაჩერებისას რთავენ ფარებს, რათა თვალებში არ შეუჭყიტონ არ შემხვედრი ავტომანქანების მძღოლებს.

– თავიანთ ფულს აიპონელები ეძახიან «ენ»-ს. მთელი მსოფლიოსათვის ცნობილი სიტყვა «იენა» – ეს უცხოური გამოთქმაა.

– მიხედავად იმისა, რომ იაპონელ მამაკაცებს ეზრდებათ მეჩხერი წვერი, იაპონურ ბანკნოტებზე მამაკაცები გამოსახული არიან ხშირი წვერით. ითვლება, რომ ასეთი გამოსახულებით ბანკნოტების გაყალბება უფრო რთულია.

– ფინჯანი ყავა იაპონიაში ღირს 400 იენი, ანუ დაახლოებით 7,5 ლარი. თუმცა ითვლება, რომ თქვენ იხდით არა ყავისთვის არამედ ადგილისთვის, რომელსაც იკავებთ კაფეში.

– სასურსათო მაღაზიას იაპონიაში ეძახიან «იაოია», რაც ნიშნავს: «800 საქონელის მაღაზია». ციფრი – 800 იაპონელებისათვის ნიშნავს “უამრავს”. ადრე ასეთ მაღაზიებში ყიდდნენ მხოლოდ ბოსტნეულს და მწვანილს.

– ჩვენთვის ტრადიციული “ალო”-ს მაგივრად, ტელეფონით საუბრისას იაპონელები ერთმანეთს მიმართავენ სიტყვებით «მოსი-მოსი», რაც ნიშნავს – «ვლაპარაკობ, ვლაპარაკობ».

– იაპონურ ენაში არსებობს გამოთქმა «მთის ვეშაპი» (იამა-კუძირა). ოდესღაც როცა აკრძალული იყო გარეული ცხოველების ხორცი, ასე ეძახდნენ გარეულ ტახს. გარეული ცხოველების ხორცს კრზალავდა ბუდიზმი.

– იაპონიაში სპორტის ყველაზე უფრო პოპულარული სახეობა – ეს რა თქმა უნდა სუმოა. სუმოისტების შეჯიბრებას მთელი ქვეყანა ადევნებს თვალ-ყურს. სუმოს ტურნირის გამარჯვებული იღებს უცნაურ ჯილდოს კომპლექტს: ათას სოკო სიიტაკეს, ბენზინის წლის მარაგს, ძროხის ხორცს რომელიც იწონის ერთი ძროხის წონას და კოკა-კოლის წლის მარაგს.

მსგავსი ამბები

Back to top button