გასართობისაკითხავისასარგებლო

ეიფელის კოშკის მშენებლობა

45c7bc70d901

ლითონის ეს კონსტრუქცია შენდებოდა 1887-1889 წლებში, როგორც ექსპო-იუნივერსელის შესასვლელი (1889), მსოფლიო გამოფენა, რომელიც საფრანგეთის რევოლუციის 100 წლისთავის აღსანიშნავად იგეგმებოდა. იგი მდებარეობს პარიზში, მარსის ველზე, სენასთან. კოშკის ინაუგურაცია მოხდა 1889 წლის 31 მარტს, ხოლო საზოგადოებისთვის კი ის 6 მაისს გაიხსნა. სახელი დაერქვა პროექტის ავტორის ინჟინერი გუსტავ ეიფელის პატივსაცემად და ის ქალაქის ყველაზე პოპულარული ტურისტული ღირშესანიშნაობაა, რომელსაც წელიწადში 5,5 მილიონზე მეტი დამთვალიერებელი ჰყავს. კოშკის რემონტი მოიცავს ყოველ შვიდ წელიწადში 50 ტონა სამი ფენა საღებავის წასმას, კონსტრუქციის ლითონის ზედაპირის ჟანგისგან დასაცავად. დროგამოშვებით საღებავის ფერი იცვლება—ამჟამად კოშკი მოყავისფროდაა შეღებილი. პირველ სართულზე ინტერაქტიული კონსოლებია დამონტაჟებული, რომელშიც მსურველებს შეუძლიათ კენჭი ჰყარონ კოშკის მომავალი შეფერილობის შესარჩევად.
300-მა მუშამ ააწყო 18.038 ლითონის (სუფთა სტრუქტურული ფოლადის ფორმა) ნახვრეტებიანი კონსოლი, გამოიყენეს რა 2.5 მილიონი ჭანჭიკი, მორის კოხლინის სტრუქტურის პროექტით.
კოშკის სიმაღლე 300 მეტრია, რაც დაახლოებით 75 სართულს უდრის. მის თავზე 24 მეტრის სიმაღლის ანტენაა, რაც სტრუქტურის საერთო სიმაღლეს 324 მ ნიშნულზე სწევს. აშენების დროს, 1889 წელს, ეიფელის კოშკი ყველაზე მაღალი სტრუქტურა იყო მსოფლიოში (ამჟამად ეიფელის კოშკი საფრანგეთში სიმაღლით მეორე სტრუქტურაა, 350 მ სიმაღლის ალუის გრძელი ტალღების გადამცემი ანძის (1939) აგების შემდეგ). კოშკის ლითონის სტრუქტურა 7.300 ტონას იწონის, მისი საერთო წონა კი 10.100 ტონაა.
თავდაპირველად ეიფელს უფლება ჰქონდა აგებული კოშკი 20 წლით მდგარიყო, საკუთარი ხარჯების ამოსაღებად, თუმცა მოგვიანებით კოშკმა საკომუნიკაციო დანიშნულებაც მიიღო და ვადის გასვლის შემდეგაც გადაწყდა მისი დატოვება.
ბევრისთვის ალბათ საინტერესო იქნებოდა იმის ნახვა თუ როგორ იწყებოდა პარიზის ცნობილი კოშკის მშნებლობა, მისი პროექტები , ნახაზები. ვნახოთ ეს პროცესი ფოტოებში:

3996e02fc4a5

573dcceb5ddc

249edd678e20

28e40d2e8910

e2be19504a4a

de2dac69d018

2f44d275beba

bcac0490463d

9b4de0efae75

2df4ee2d5df7

bffb60efb86b

cc69233df084

2d2a0f51b0b0

cbec592e82f5

37b763beefb3

75eadbb20bc5

44785df30835

 

წყარო : ka.wikipedia.org

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close