საკითხავისასარგებლოუცნაური

წყალი – წონაში დაკლების საუკეთესო საშუალება

წყალი გახდომის შესანიშნავი საშუალებაა. ის აქვეითებს მადას, აჩქარებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს და ხელს უწყობს დაგროვილი ცხიმების წვას. მეცნიერების აზრით ორგანიზმი რომელიც ცოტა წყალს ღებულობს ზრდის თავისი ცხიმების მარაგს და პირიქით , თუ საკმარისი რაოდენობით ღებულობს წყალს, მაშინ ის ინტენსიურად წვავს ცხიმებს.

წყლის დიდი რაოდენობით მოხმარება ხელს უწყობს გახდომას და ორგანიმიდან ტოქსინების გამოყოფას. წყლის უკმარისობისას ორგანიზმი იწყებს სითხის ეკონომიას. ამის გამო ხდება შეშეუპება. შარდმდენი საშუალებები დროებით ეფექტს იძლევა, მაგრამ მათი დიდხანს გამოყენება არ შეიძლება, განსაკუთრებით ახალგაზრდა ასაკში. შარდმდენი აბები და ბალახები , როგორც გასახდომი საშუალება არ გამოდგება.

თუ თქვენ დარღვეული გაქვთ წყლის ცვლა, ამის მიზეზი უპირველეს ყოვლისა შეიძლება იყოს მარილის დიდი რაოდენობით მოხმარება. რაც უფრო მეტ მარილს მოიხმართ, უფრო მეტი წყალი სჭირდება ორგანიზმს მის გასახსნელად. თუ ვერ ამბობთ უარს მარილიან საკვებზე, მაშინ სვით რაც შეიძლება მეტი წყალი – თირკმელები გამოყოფს ზედმეტ ნატიუმს და თავს უკეთესადაც იგრძნობთ.

წყლის საუკეთესო თვისება კიდევ ისაა, რომ იგი უნარჩუნებს კანს ახალგაზრდობასა და სიმკვრივეს. წონაში მკვეთრად დაკლებისას მოშვებული კანის პრობლემა იჩენს თავს. გახდომის პროცესში ბევრი წყლის მიღება ამ პრობლემას მოაგვარებს.

წყლის ოპტიმალური რაოდენობა, რომელიც ორგანიზმმა უნდა მიიღოს არის 2 ლიტრამდე. ჭარბი წონის შემთხვევაში ყოველ ზედმეტ 11 კილოგრამზე დაუმატეთ ერთი ჭიქა. საერთოდ მსუქანი ადამიანი უფრო ბევრ წყალს საჭიროებს ვიდრე გამხდარი.


წყლის რაოდენობა უნდა გავზარდოთ თუ სპორტით ვართ დაკავებული, ასევე ზაფხულში როცა ცხელა. უმჯობესია დავლიოთ გრილი წყალი, მეცნიერთა აზრით გრილი წყალი ეხმარება ორგანიზმს მეტი კალორიების დაწვაში.

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close