გასართობისაკითხავისასარგებლო

ლეგენდები ნაძვის ხის მორთვასთან დაკავშირებით


ალბათ ბევრმა არ იცის რატომ ვრთავთ საახალწლოდ მაინც და მაინც ნაძვის ხეს, რომელსაც კათოლიკურ სამყაროში საშობაო ხეს უწოდებენ.

ლეგენდის თანახმად, მე-7 საუკუნეში ინგლისელი მღვდელი გაემგზავრა გერმანიაში ქრისტეს სჯულის გასავრცელებლად. ადგილზე მისულმა მოძღვარმა მრევლს ნაძვის ხის სამკუთხოვან ფორმაზე აუხსნა სამების (მამა, ძე და სულიწმინდის კავშირი) არსი. ამგვარად, მრევლმა სწორედ ნაძვის ხესთან მოახდინა წმინდა სამების დაკავშირება. ასე იქცა ნაძვის ხე შობის სიმბოლოდ ევროპაში, შემდეგ კი მთელს ქრისტიანულ სამყაროში.

ნაძვის ხის, როგორც ქრისტიანული შობის სიმბოლოს გამოჩენის კიდევ ერთი ვერსია უკავშირდება გერმანელი მისიონერის, წმინდა ბონიფაცის სახელს. VI სუკუნეში, წარმართებთან ქრისტიანობის ქადაგების დროს მისიონერმა მოჭრა მათი ღვთაების, ტორისადმი მიძღვნილი უზარმაზარი მუხა. წმინდა ბონიფაცის ამით უნდოდა ეჩვენებინა წარმარტული ღმერთების უძლურება. დაცემისას მუხამ ყველა ხე წააქცია, გადარჩა მხოლოდ ერთი ნაძვი. აქედან მოყოლებული, იქცა ნაძვი შობის სიმბოლოდ ცენტრალური ევროპის ტომებში.

არის კიდევ ერთი ლამაზი ლეგენდა, რომლის მიხედვით, როდესაც იესო დაიბადა, ყველა ხემ მიართვა ძღვენი ახალშობილ უფალს: ბლის ხემ – ბალი, ვაშლის ხემ – ვაშლი და ა.შ. მხოლოდ ნაძვი იდგა და ჩუმად ტიროდა, ვერ ბედავდა ახალშობილთან მიკარებას, რადგან ეშინოდა არ დაეკაწრა. იესომ შეიწყალა საბრალო ნაძვი და ტკბილეულით და სათამაშოებით დაამშვენა. ამიტომაც ვრთავთ ნაძვის ხეს შობის აღსანიშნად.

ერთ-ერათი ლეგენდა პროტესტანტული ქრისტიანობის სულის ჩამდგმელს მარტინ ლუთერსაც უკავშირდება. ლეგენდის მიხედვით მარტინ ლუთერი დათოვლილ ნაძვნარში მიდიოდა, თოვლს მთვარის შუქი ეცემოდა და ისე ბრწყინავდა, როგორც მოლივლივე ზღვა მზის ჩასვლისას. ლუთერი აღაფრთოვანა პეიზაჟის მშვენიერებამ. მან მარადმწვანე ხე მოჭრა სახლში წაიღო და სანთლებით მორთო. ამის შემდეგ კი, ლუთერანულ ეკლესიაშიც დადგეს წინასაშობაოდ და წარმოიშვა საახალწლოდ ნაძვის მორთვის ლამაზი ტრადიცია.

ნაძვის ხეს ჯერ თხილით, კამფეტებითა და მორთული კვერცხებით ამშვენებდნენ. პირველი მინის ბურთულა კი XVII-ის დასაწყისში შექმნეს თიურინგიაში (გერმანია).

მაგრამ ისიცაა ცნობილი, რომ ნაძვამდე სხვადასხვა ქვეყნებში სხვა ხეებს რთავდნენ. არსებობდა მუხის მორთვის ტრადიციაც. ტყეში ერთ დიდ მუხას აარჩევდნენ და იმას ამშვევებდნენ ფერად ფერადი მოართავებით. ტროპიკულ ქვეყნებში კი არსებობდა პალმის მორთვის ტრადიცია. ცხელ ქვეყნებში სადაც ნაძვი ვერ ხარობს გაქრისტიანებული მოსახლეობა, როგორც ზემოთ აღვნიშნე, პალმას რთავდნენ. მაგრამ ეს პრობლემა დღეისათვის მოგვარებულია, რადგან მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაშია ხელმისაწვდომი  ხელოვნური ნაძვის ხე.

ბოლოს კი მოგიყვებით ქართულ ტრადიციულ საახალწლო ატრიბუტზე .ეს  არის ჩიჩილაკი. წმინდა ბასილი დიდს ,,ქართული ნაძვის ხე” – ჩიჩილაკი უკავშირებდა. ჩიჩილაკი ნედლი თხილის ტოტისგან ითლება და თავისივე ნათალი ჩამოუყვება ვერტიკალურად. ხალხში ჩიჩილაკს ,,ბასილას წვერს” ეძახიან. ჩირითა და სუროს ფოთლებით მორთულ ჩიჩილაკს მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა სადღესასწაულო ხონჩაზე, რომელიც ახალი წლის ღამეს იშლებოდა. ნათლისცემის წინა დღეს კი ,,ბასილას წვერებს” აუცილებლად წვავდნენ და მის ფერფლს ატანდნენ გასული წლის უსიამოვნებებს.
ჩიჩილაკი დღესდღეობით ევროპიდან შემოსული ნაძვის ხის გვერდით იმკვიდრებს ადგილს და კარგავს რიტუალური ნივთის ფუნქციას. იგი ახალი წლის დეკორატიულ სამშვენისს წარმოადგენს.

წყარო: intermedia.ge

თეგები

გიორგი

დავიბადე 1995 წელს. ვარ კახელი. ვსწავლობ სკოლაში
Close
Close