გამოგონებასაკითხავისასარგებლო

4 ჩინური გამოგონება რომელმაც მსოფლიო შეცვალა

ჩინეთის იმპერია ერთ-ერთი უძველესია მსოფლიოში. ქვეყანაში მაღალ დონეზე იდგა არქიტექტურა,კულტურა, მედიცინა და თითქმის ყველა სფერო, რითაც დღესაც იწონებენ თავს მსოფლიოს წინაშე. ბუნებრივია, რომ ყველაფერ სხვათან ერთად ჩინური მეცნიერებც ვითარდებოდა და მსოფლიოს უამრავ გამოსადეგ გამოგონებას ჩუქნიდა. დღეს წარმოგიდგენთ 4 ჩინურ გამოგონებას, რომელმაც მსოფლიო შეცვალა.

ქაღალდი

ქაღალდი პირველად სწორედ ჩინეთსი შექმნეს დაახლოებით 2000 წლის წინ, ჩვენს წელთარრიცხვამდე 105 წელს. თავდაპირველად ქაღალდი სხვადასწვა მცენარეებისაგან მზადდებოდა, მაგალითად, როგორებიცაა ბამბუკი, თუთის ხის ფოთლები და ა.შ. ასევე აბრეშუმის ბოჭკო. უკვე შემდეგში დაიწყე სხვა ნედლეულის გამოყენებაც. დღეს კი ქაღალდი ხის მერქნისაგან მზადდება. ეს არაჩვეულებრივი გამოგონება ევროპასა და დანარჩენ მსოფლიოში XIV საუკუნეში გავრცელდა. პირველი ქაღალდის ქარხანა კი საფრანგეთში დაარსდა 1350 წელს. აღსანიშნავია, რომ ჩინელები თავდაპირველად თავის არაჩვეულებრივ ქმნილებას მხოლოდ შესაფუთ მასალად იყენებდნენ, როგორც საწერი მასალა კი შემდეგში გახდა. დღესდღეობით ქაღალდი არის უველაზე მნიშვნელოვანი საბეჭდი მასალა. თავიდან წიგნებს ხელით წერდნენ, შემდეგში კი შეიქმნა გამოგონება, რამაც ეს საქმე გაცილებით გააიოლა.

ბეჭვდა

ალბათ ყველას გაგიგიათ და წაგიკითხავთ რომ პირველი საბეჭდი დაზგა იოჰან გუტენბერგმა გამოიგონა და დაბეჭდა პირველი წიგნი 1440 წელს. მგრამ ჩინელებმა მსგავსი ტექნიკით ნახატების ბეჭვდა ჯერ კიდევ 2000 წლის წინ დაიწყეს. ჩინელები ხის ბლოკზე ბასრი საგნით ჭრიდნენ  ფიგურებს. შემდეგ ასხამდნენ მასზე მელანს და გადაქონდათ ქაღალდზე, აბრეშუმზე ან სხვა ფაქტურაზე. ხის ბლოკები მრავალჯერადი გამოყენების იყო და  ხშირად იყენებდნენ მას სხვადასხვა ნივთების  გასალამაზებლად. შემდეგში ჩინელები მიხვდნენ, რომ ასე წიგნების ბეჭვდაც შეიძლებოდა და იგივე ტექნიკით ხეზე ასოებს კვეთდნენ. ეს უფრო მოსახერხებელი და იოლი იყო. ამდენად,შესალებელი გახდა რამდენიმე წიგნის ბეჭვდა მოკლე დროში. ასე უკვე გაცილებით მეტ ადამიანს ჰქონდა სახლში წიგნი. ეს ხერხი პირველად დაახლოებით 1100 წლის წინ შექმნეს.

კომპასი

დიდი ხნის წინ მეზღვაურები ვარსკვლავებს იყენებდნენ რია ძრვასი გზის გასაკვლევად. მათ შეეძლოთ გაეგოთ საით იყო ჩრდილოეთი,სამხრეთი, აღმოსავლეთი თუ დასავლეთი. თუმცა, ღრუბლიანი ამინდის დროს ისინი ვერ ახერხებდნენ ორიენტაციას. ეს პრობლება მოგვარდა ერთი პატარა არმოჩენის წყალობით, რომელიც ჩინელებს ეკუთვნით. მათ შეამჩნიეს, რომ სპეციალური მეტალით დამზადებული ნემსი ტვერს ყოველთვის ჩრდილოეთით აბრუნებდა, როდესაც წყალში ატივტივებდნენ. ეს მუშაობდა, როგორც კარგ ისე ცუდ ამინდში. შემდეგში კი შეიქმნა თანამედროვე კომოასის პრიმიტიული ანალოგი.  დღესდღეობით კომპასი არის ერთ ისრიანი მრგვალი ხელსაწყო. ისრის ერთი მხარე წითლადაა შეღებილი მეორე, კი წითლად. ლურჯი მხადე ყოველთვის ჩრდილოეთს აჩვენებს. ჭითელი, კი შესაბამისად სამხრეთს. ამ არაჩვეულებრივმა გამოგონებამ ნამდვილად უდიდესი მნიშვნელობა იქონია არორძინების ეპოქის აღმოჩენებზე და დღესავ ხშირი გამოყენების საგანია.

დენთი

ჩინელმა მეცნიერებმა დენთი პირველად 1100 წლის წინ შექმნეს. თავიდან მათ აღმოაჩინეს მარილი, რომელიც ვარდისპერი ალით იწვოდა. შემდეგში მათ ეს უცნაური ნივთიერება სხვა მარილებში აურიეს, მეტალის ყუთში ჩაყარეს და გააცხელეს. ნაზავი აფეთქდა. ჩინელი მეცნიერები მიხვდნენ, რომ ალიან ძლიერი მიხტურა შექმნეს , ეს იყო დენთი. დენთს დანიშნულება მაშინლე მოუძებნეს. ის გხდა დანგრევისა და დაბყრობის საუკეთესო საშვალება. ამ მართლაც ძლევალოსილი ნივთიერების გამოგონებას მოყვა იარაღის შექმნაც. ამ უკანასკნელმა კი გადამწყვეტი როლი ითამაშა ისტორიის განვითარებაში. დენთი ასევე გამოიყენება ფეიერვერკების დასამზადებლად. დღეს ჩინური პიროტექნიკა მსოფლიოში საუკეთესოა და ხიბლავს მნახველს. საახალწლოდ კი ფეიერვერკი უდავოდ ყველაზე აქტუალურია მთელს მსოფლოში.

loading...
თეგები

გიორგი

დავიბადე 1995 წელს. ვარ კახელი. ვსწავლობ სკოლაში
Close
Close