გასართობისაკითხავისასარგებლო

10 ფილმი საუკეთესო სპეცეფექტით


10 ფილმი საუკეთესო სპეცეფექტი.

$207 მილიონიანი კინგ კონგის სპეცეფექტები დღესაც რჩება ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ ეფექტებად თანამედროვე კინემატოგრაფიაში. პიტერ ჯექსონმა კონგს ახალი სიცოცხლე აჩუქა თავისი სცენარით და მას ეხმარებოდა ენდრი სერკინსი, რომელიც ანსახიერებდა კინგ კონგს. სერკინსი იცვამდა გორილის კოსტიუმს და ცდილობდა, რომ დამსგავსებულიყო კინგ კონგს. კინგ კონგის ფანებმა პიტერ ჯექსონს ეს ყველაფერი დაუფასეს და ფილმის შემოსავალმა შეადგინა $560 მილიონი.

რეჟისორი როლანდ ემერიხი ცნობილია მაღალი დონის სპეცეფექტებით თავის ფილმებში. სწორედ, რომ როლანდ ემერიხმა გვაჩუქა ჩვენ დამოუკიდებლობის დღე უილ სმიტის მონაწილეობით. ფილმმა კრიტიკოსებისგან მიიღო უარყოფითი შეფასება, რადგან მათ არ მოეწონათ მსახიობების თამაში და სიუჟეტი, ხოლო სპეცეფექტებმა ძალიან დიდი ყურადღება მიიქცია. ფილმი მოგვითხრობს გრანდიოზულ თავდასხმაზე უცხოპლანეტური არსებების კაცობრიობაზე. მოქმედება ვითარდება უზარმაზარი კოსმიური აგრეგატების გამოჩენის შემდეგ. მაგრამ აღფრთოვანება და გაოცება საშინელ შიშში გადადის, როდესაც კოსმიური იარაღი დამანგრეველი სიძლიერის სხივებით დაიწყებს მთელი მსოფლიოს ქალაქების ნანგრევებად გადაქცევას. მთელი მსოფლიოს ბედისწერა აღმოჩნდება რჩეულთა ხელში – ამ ქაოსში ცოცხლად გადარჩენილების, გაერთიანებულების გადამწყვეტ შეტაკებისთვის დამპყრობლებთან.

ეს კი არის ცნობილი ფილმი უფსკრულთან შეჯახება, რომლის სიუჟეტის მიხედვით ცოტახანში დედამიწას დაეჯახება კომეტა, რომელიც გაანადგურებს პლანეტას. კომეტის გამანადგურებელი სპეცეფექტები უბრალოდ შთამბეჭდავია. ეს ფილმი ითვლება ჩვენი დროის ყველაზე შთამბეჭდავ ფილმათ.

ყველა ორიგინალ ვარსკვლავურ ომებს გააჩნიათ უბრლოდ თავისი დროის შთამბეჭდავი ეფექტები. ჯორჯ ლუკასმა შეეცადა, რომ შეექმნა რაც შეიძლება ყველაზე რეალისტური კოსმოსი. დღესაც კი გვაკვირვებს ვარსკვლავური ომები 4: ახალი იმედი თავისი სპეცეფექტებით.

9-ე რაიონი არის ამერიკული სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ფილმი, რომლის რეჟისორიც გახლავთ ნილ ბლომკამპი, ხოლო პროდიუსერი არის პიტერ ჯექსონი. ფილმ 9-ე რაიონის მოქმედება სამხრეთ აფრიკაში ვითარდება, სადაც უცხოპლანეტელები რამოდენიმე ათწლეულის წინ ჩამოფრინდნენ და იძლებულები არიან იცხოვრონ რაიონში და სიცოცხლისთვის იბრძოლონ. ფილმი მოგვითხრობს რასიზმზე უცხოპლანეტელების მიმართ, რაიონის თავზე კი ცაში არის გაშეშებული უზარმაზარი კოსმოსური ხომალდი და სწორედ, რომ ეს ხომალდი არის ამ ფილმის სპეცეფექტების და დიზაინის მშვენება.

კრისტოფერ ნოლანი ცნობილია თავისი შესანიშნავი, ექსცენტრიული სიუჟეტებით და გასაოცარი სცენარებით, ხოლო ფილმი დასაწყისი მისი ნამდვილი შედევრია. ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი სცენა გახლავთ, როდესაც ჯოზეფ გორდონ ლევითის პერსონაჟი მირბის მბრუნავ დერეფანში ნულოვანი გრავიტაციისას. ფილმის სიუჟეტი კი შემდეგნაირია: პატარა ფირმის აღმასრულებელი დირექტორი მართავს კანტორას, რომლის თანამშრომლებს შეუძლიათ შეაღწიონ სხვა ადამიანის გონებაში და დაავიწყონ ის ინფორმაცია რომელიც არ უნდა იცოდეს, ან პირიქით დაამახსოვროს ის რაც სინამდვილეში არ მომხდარა.

ბეჭდების მბრძანებელი 3: მეფის დაბრუნება არის პიტერ ჯქსონის კიდევ ერთი ნამუშევარი რეჟისორის სავარძელიდან. ბეჭდების მბრძანებელი გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე დამამახსოვრებელი ეპიკური ტრილოგია, რომელსაც ყველა დროის შემოსავლიან ფილმთა სიაში მეხუთე ადგილი უკავია.

რიგითი რაიანის გადასარჩენად გახლავთ ყველა დროის საუკეთესო რეჟისორის – სტივენ სპილბერგის ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო ნამუშევარი. ფილმში მთავარ როლს ასრულებს ჰოლივუდის ვარსკვლავი ტომ ჰენქსი. ფილმმა – რიგითი რაიანის გადასარჩენად გამოიწვია ძალიან დიდი ემოცია მაყურებლების მხრიდან, რადგან მასში ზუსტად იყო აღწერილი ის სისასტიკე და სცენარი, რაც ხდებოდა ჩვენს არცთუ ძალიან შორეულ წარსულში. ფილმის სიუჟეტის მიხედვით კი კაპიტანი ჯონ მილერი უნდა გაემგზავროს ნორმანდიაში მის მცირერიცხოვან რაზმთან ერთად, რომ გადაარჩინოს რიგითი ჯეიმს რაიანი, მაგრამ იმისთვის, რომ კაპიტანმა ჯონ მილერმა გადაარჩინოს რიგითი რაიანი, მან მის რაზმთან ერთად უნდა გაიაროს რთული გზა.

ეს კი გახლავთ ჩემი საყვარელი ფილმი ფანტასტიკის ჟანრში – ტრანსფორმერები. ტრანსფორმერების პირველი ნაწილი გამოვიდა 2007 წელს და მთავარ როლებს ასრულებდნენ შაია ლაბაფი და მეგან ფოქსი. ფილმი გადაიღო ცნობილმა რეჟისორმა მაიკლ ბეიმ კომპანია Hasbro-ს სათამაშო სერიების და ამავე სახელწოდების მულტფილმის მიხედვით. ტრანსფორმერებმა დაიმსახურეს კრიტიკოსებისგან დადებითი შეფასებები და ბევრი ადამიანის გულიც დაიპყრო, მათ შორის ჩემიც. ტრანსფორმერებს აქვთ უბრალოდ შესანიშნავი სპეცეფექტები და დიზაინი. 9 მეტრიანი ოფტიმუს პრაიმმა გააკვირვა პუბლიკა თავისი რეალიზმითა და ზუსტად დამუშავებული დეტალებით, ხოლო ოფტიმუსის ნაირი რობოტები კიდევ არის 6-7 ცალი. ტრანსფორმერები ნომინირებული იქნა ოსკარზე 4-ჯერ საუკეთესო სპეცეფექტებისთვის და ალბათ მარტივი მისახვედრიცაა რატომ, ფილმის ბიუჯეტი იყო $150 მილიონი, ფილმის შემოსავლებმა კი გადააჭარბა $709 მილიონს, ხოლო ფილმის სიუჟეტი კი შემდეგნაირია: უამრავი ასწლეულის განმავლობაში უცხოპლანეტელთა ორი რასა ავტობოტები და დეცეპტიკონები აწარმოებდნენ ომს, რომლის ფსონიც იყო მთელი სამყარო. იმ დროს, როდესაც ბოროტების ძალები ეძებენ გასაღებს ძალაუფლებისთვის, ჩვენი გადარჩენის ბოლო შანსი ერთი ახალგაზრდა დედამიწის მაცხოვრებელის ხელშია. ერთადერთი, რაც ბოროტების მატარებელი დესეპტიკონების და უმაღლეს ძალაუფლებსის შორის დგას – ეს გასაღებია, რომელიც უბრალო ბიჭის ხელშია.

ავატარი კი გახლავთ ერთადერთი ფილმი რომლის შემოსავლებმა გადააჭარბეს $2 მილიარდს. ფილმის რეჟისორი – ლეგენდარული ჯეიმს კამერონი ელოდა შესაბამის ტექნოლოგიას 7 წლის მანძილზე. ავატარმა შეუცვალა ხედვა კინემატოგრაფიას და მოახდინა დიდი ტექნოლოგიური გარღვევა. კამერონი არ აპირებს, რომ მარტო ამაზე შეჩერდეს. ფილმის ბიუჯეტი იყო $237 მილიონი, ხოლო შემოსავლებმა კი როგორც ვთქვით გადააჭარბა $2 მილიარდს. ავატარის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევა გახლავთ ოსკარის სამ ნომინაციაში და ოქროს გლობუსის ორ ნომინაციაში გამარჯვება.

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close