საკითხავისურათებიუცნაური

სად გაქრა სფინქსის ცხვირი?


მოსაზრებები იმის შესახებ თუ სად გაქრა სფინქსის ცხვირი?

როგორც შეამჩნიეთ სფინქსის გიგანტური ქანდაკება უზარმაზარი პირამიდების წინ დგას უკვე 6500 წელიწადია, მაგრამ იგი დგას ცხვირის გარეშე. სფინქსის ცხვირის მოტეხვაში უამრავი საუკუნეები ადანაშაულებდნენ სხვადასხვა ომებს და არმიებს – ზოგჯერ გერმანელებს, ზოგჯერ ფრანგებს, ზოგჯერ იტალიელებს, ხოლო ზოგჯერაც კი არაბებს, მაგრამ საბოლოოდ “დანაშაულზე პასუხისმგებლობა ეკისრება” საფრანგეთის იმპერატორს ნაპოლეონ ბანაპარტს.

თითქმის არცერთ ბრალდებას არ გააჩნია თავისი ნამდვილი საფუძველი, მაგრამ ერთადერთი ვისზეც შეიძლება მართლა ითქვას, რომ სფინქსის გაფუჭებაში მისი ხელი ურევია არის სუფიის ფანატიკოსი მუჰამედ საიმ ალ დაჰი, რომელიც ადგილობრივმა ხალხმა სასიკვდილოდ გაასამართლა 1378 წელს ვანდალიზმისთვის, მაგრამ ალბათ ესეც დაუჯერებელია, რომ ერთმა ადამიანმა მოახერხა და რამდენიმე მეტრიანი ცხვირი მოწყვიტა ათ მეტრზე მაღალ ქანდაკებას.

არც ბრიტანული და არც გერმანული არმიაა დამნაშავე სფინქსს, რომ ცხვირი არ აქვს, რადგან არსებობს 1886 წლით დათარიღებული სფინქსის ფოტო, რომელშიც მას უკვე ცხვირი აღარ აქვს.

რაც შეეხება ნაპოლეონს, არსებობს ისეთი ნახატებიც, რომლებშიც სფინქსს ცხვირი არ აქვს, ეს სურათები გაკეთებულია ევროპელი მოგზაურების მიერ 1737 წელს, ხოლო ამ თარიღიდან 32 წლის შემდეგ დაიბადა საფრანგეთის იმპერატორი – ნაპოლეონ ბონაპარტი. როდესაც 29 წლის ნაპოლეონმა ეგვიპტეს და ამ უზარმაზარ ქანდაკებას, სფინქსს ცხვირი არ ქონდა, თან რამდენიმე ასწლეული.

ნაპოლეონის ლაშქრობის მიზეზი ეგვიპტეში იყო ის, რომ მას უნდოდა, რომ ინგლისს გაეწყვიტა კავშირი ინდოეთთან. ეგვიპტეს ფრანგულმა არმიამ აჩუქა ორი უზარმაზარი ბრძოლა. პირველი იყო ბრძოლა პირამიდებთან, ხოლო სინამდვილეში პირამიდებთან სულაც არ მომხდარა ეს შეტაკება, მეორე კი იყო ბრძოლა ნილოსთან და აქაც გაუგებარია რა შუაშია ნილოსი, რადგან ნილოსთან სულ არ მომხდარა ეს ბრძოლა. 55 ათასიან ჯართან ერთად ნაპოლეონმა ეგვიპტეში თან ჩაიყვანა 155 სამოქალაქო სპეციალისტი ანუ ეგრეთ წოდებული savants(სწავლულები). ეს იყო პირველი პროფესიონალური ექსპედიცია ეგვიპტეში.

როდესაც ნელსონმა ჩაძირა ნაპოლეონის ფლოტი, იმპერატორი დაბრუნდა საფრანგეთში და მიატოვა არმია და მეცნიერები ეგვიპტეში, ხოლო მეცნიერები მაინც აგრძელებდნენ მუშაობას თავიანთი ხელმძღვანელის გარეშე. საბოლოო ჯამში გაჩნდა «Description de I’Egypte»(ეგვიპტის აღწერა) – ქვეყნის სურათის პირველი აღწერა, რომელიც მოაღწია ევროპამდე.

მიუხედავად ამისა ექსკურსიამძღოლები მაინც აგრძელებენ მოყოლას იმის შესახებ, რომ ნაპოლეონის არმიასა და თურქების არმიას შორის შეტაკების დროს პირამიდებთან დაზიანდა სფინქსის ცხვირი.

ყველაზე მართალი თეორიაა ალბათ ის, რომ 6000 წლის განმავლობაში ბუნებამ ცხვირი გაუნდაგურა სფინქსს.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close