უცნაური

10 მითიური მონსტრი

7c7d09dcfb36
10 მითიური მონსტრი. როდესაც გადაწყვეტთ, რომ მეგობარი შეაშინოთ საშინელი მონსტრის კოსტიუმით გაითვალისწინეთ ეს პოსტი.
7c7d09dcfb36

გულები ესენი არიან მონსტრები ძველი არაბული ფოლკლრიდან, რომლებიც ბინადრობენ სასაფლაოზე და სხვა უკაცრიელ ადგილებზე. არაბულ მითოლოგიაში გულები მიეკუთვნებოდნენ ჯინების ეშმაკისებურ კლასს. გულებს მუდამ შეეძლოთ, რომ ფორმა შეეცვალათ, მაგრამ მათი მოსვლის შემჩნევა შესაძლებელი იყო ერთი პატარა ნიშნით: ვირის ჩლიქებით.

c6f79dcc2e23

ვამპირები არიან მითიური ან ფოლკლოლური არსებები, ცნობილები არიან ადამიანის სისხლისადმი მიდრეკილებით, მაგრამ შეუძლიათ ცხოველბზეც ნადირობა. ხშირად ვამპირებს აღწერენ როგორც მიცვალებულებს, რომლებიც იკვებებიან სისხლით. ვამპირები პირველად ნახსენები არიან სლავი ხალხების მიერ.
0b37ddb7e170

ოგრები არიან დიდი, საშინელი და ამაზრზენი ადამიანის მსგავსი არსებები. ისინი ხშირად არიან ნახსენები ზღაპრებში და ფოლკლორებში, როგორც მონსტრები რომლებიც აწამებენ ადამიანებს. ოგრებს ასახავენ როგორც დიდ თავიან, წვერიან, მსუქან და ძლიერ არსებათ. ოგრები ნახსენები არიან ფრანგი ხალხების მიერ.
4f398e6db081

მუმია ეს არის ორგანიზმი, რომელიც კარგად არის შენახული ბალზამის ან სხვა რამით. არსებობს ბევრი ლეგენდა და ზღაპარი წყევლის შესახებ რომელიც მოაქვს მუმიას. მუმიები აღმოჩენილნი არიან ეგვიპტეში.
321fe5d030e7

გობლინი არის ბოროტი, გამაღიზიანებელი და მავნე არსება, რომელიც ხშირად აღწერილია როგორც ჯუჯის მსგავსი არსება. გობლინები განსხვავდებიან სიმაღლით. უმეტეს შემთხვევაში გობლინების კლასიფიკაცია ხდებოდა როგორც პატარა შემაწუხებელი არსების, რომელიც დაკავშირებულია კელტურ ანგელოზებთან. გობლინები მოხსენიებულნი არიან ანგლო-საქსონურ მოთხრობებში.
eaf62b0e9c73

ონები ერთმანეთისგან განსხვავდებიან, ძირითად შემთხვევაში ისინი გვანან ადამიანებს, მაგრამ აქვთ ორი დიდი ეშვი და ორი დიდი რქა თავზე, ასევე არსებობენ ისეთი ონებიც რომლებსაც აქვთ ბევრი თვალი და ბევრი თითი. ონების უმეტესობას აქვთ ხელში გრძელი რკინის ხელკეტი. ონები ნახსენები არიან იაპონელი ხალხის მიერ.

39e876f36552

ლეგენდის თანახმად ბანშები ღმუიან სახლის ფანჯრების ქვემოდან, ეს ნიშნავდა იმას, რომ ამ სახლის რომელიმე წევრს სიკვდილი მალე მოაკითხავდა და თუ ბევრი ბანში ღმუოდა ერთად ეს ნიშნავდა იმას, რომ ესეიგი მალე გარდაიცვლებოდა ვიღაც დიდებული ან წმინდა პიროვნება. ასევე ლეგენდის თანახმად ბანშები იყვნენ მოკლული ან მშობიარობის დროს დაღუპული ქალები, ისინი იყვნენ თეთრი ან ნაცრისფერი ფერისები და ქონდათ გრძელი ღია ფერის თმები. ბანშები მოხსენიებულნი არიან კელტი ხალხების მიერ.
455c2080ba4c

მაქციები არიან მითოლოგიური ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ, რომ მაგიის ან წყევლის ზემოქმედებით გადაიქცნენ მგელათ ან მგლის მსგავს არსებათ. ზოგიერთი თანამედროვე თეორიის თანახმად მაქციების მსგავსი დაავადებებით ბევრი ადამიანი მოხვედრილა საავადმყოფოში. მაქციები პირველად მოხსენიებულია გერმანულ მითოლოგიაში.
d4c9c3ae00bc

ზომბები არიან ადამიანები, რომლებსაც არ გააჩნიათ აზროვნება. ზომბების ისტორია დაიბადა აფროკარიბულ ლეგენდებში ვუდუს შესახებ. დღეს ზომბების შესახებ იღებენ უამრავ საშინელებათა ფილმებს. ისინი აღწერილები არიან როგორც მკვდრეთით აღმდგარი არსებები და არ გააჩნიათ ინტელექტი.
501b077553af

ბერძნულ მითოლოგიებში მედუზა გორგონა იყო ბრაზით აღსავსე ქალი, რომელსაც თავზე თმის ნაცვლად ჰქონდა შხამიანი გველები. ხშირად გორგონას გამოსახავენ ფრთებით და ტახის ეშვებით. ლეგენდის თანახმად მედუზა გორგონას თუ შეხედავთ თვალებში გადაიქცევით ქვათ.

მსგავსი ამბები

Back to top button