არქივი

მწვანე ჩაი ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად

60b2ff01c5bb

მწვანე ჩაი – ერთ-ერთი გავრცელებული სასმელია მთელს მსოფლიოში. მისი სამკურნალო თვისებები წარმატებით გამოიყენება ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად. თავდაპირველად მისი ფოთლების ნაყენი როგორც წამალი ისე გამოიყენებოდა , ხოლო შემდგომში მწვანე ჩაი ყოველდღიური მოხმარების სასმელი გახდა.

მწვანე ჩაი მოჰყავთ აზიის, აფრიკის და ამერიკის ქვეყნებში. ჩაის ყველა სახეობა ერთი მცენარისაგან წარმოდგება, განსხვავება იმაშია რომ, მწვანე თეთრი და ყვითელი ჩაის წარმოებისას ფოთლების ფერმენტაცია არ გამოიყენება.
e81aa558193e

მწვანე ჩაის მიღება ახალი ფოთლების მაღალ ტემპერატურაზე განუწყვეტელი არევით ხდება. ასეთი ტექნოლოგიის წყალობით თავიდან ავიცილებთ მჟანგავი ფერმენტების აქტივაციას. ამიტომ მწვანე ჩაი , სხვებს შორის, ყველაზე სასარგებლოა.
ab6b2538c6f9

ჩაის დაყენების დროს ხდება ცხელი წყლის ანტიოქსიდანტებით გაჯერება, რის გამოც ის სამკურნალო თვისებებს იძენს. გამოკვლევების შედეგად დადგინდა, რომ მწვანე ჩაის მოხმარებასა და გულ-სისხლძარღვთა სისტემას შორის კავშირი არსებობს. დადგენილია რომ მწვანე ჩაის ექსტრაქტი, სისხლში ქოლესტერინის დონეს ამცირებს.
f8977a9ad0d5

მწვანე ჩაი აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას დახელს უწყობს ორგანიზმის გაწმენდას. რეგულარულად მოხმარების შემთხვევაში მატულობს ელასტინის დონე, რაც ხელს უწყობს კანის სიმკვრივეს და ელასტიურობის აღდგენას. მწვანე ჩაი ამაღლებს იმუნიტეტს, ხელს უწყობს ზედმეტი წონის მოშორებას და სასურველი ფორმის შენარჩუნებას.
6eb550e10ba8
მწვანე ჩაის სამკურნალო თვისებები განპირობებულია იმით, რომ ის შეიცავს 300-ზე მეტ სხვადასხვა ნივთიერებას, რომელიც აუცილებელია ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისათვის: ცილები, ნახშირწყლები, მიკროელემენტები, ვიტამინები, კალციუმი, მაგნიუმი, რკინა, ნატრიუმი, ფოსფორი და მანგანუმი.

Back to top button