საკითხავისასარგებლოუცნაური

უცნაური ფაქტები, რომლებიც ნამდვილად გაგაოცებენ

ცხოვრება მრავალი საოცრებებით და უცნაური ფაქტებით არის სავსე. ამ პოსტში იხილავთ უცნაური და საინტერესო ფაქტების ჩამონათვალს.

როგორც ზემოთ ვახსენე, ცხოვრებაში მრავალი უცნაური ფაქტია, მაგალითად იცოდით თუ არა, რომ ალკოჰოლური სასმელების უმრავლესობა შეიცავს 13 მინერალს, რომელიც საჭიროა ადამიანების ჯანმრთელი ცხოვრებისთვის და დედამიწაზე ყოველ წამს მოსახლეობის 1% მთვრალია.

1 სპერმატოზოიდი შეიცავს დ.ნ.მ-ის ინფორმაციას, რომელიც ზომით 37,5 მეგაბაიტის ექვივალენტია. თქვენ წარმოიდგინეთ და 1 ეუკულაციის დროს, 1500 ტერაბაიტის ექვივალენტი ინფორმაცია გადადის.

აბა ერთი ეს ინფორმაცია გააგონა კოალას, იგუანასა და კომოდოს დრაკონს, რომელთაც 2-2 პენისები აქვთ… საინტერესოა… არ გამოგვრჩეს კენგურუ, რომელსაც 3 ვაგინა აქვს!

მამრობითი სქესის რვაფეხა, თავის ერთ-ერთ “ფეხს”(სინამდვილეში მეცნიერულად ხელია), რომელზეც სპერმაა, “იჭრის”, შემდეგ ამ ხელს ათავსებს მდედრობითი სქესის რვაფეხაში და მიცურავს სადღაც შორს, სადაც თავს იკლავს.. ეჰ, რა რომანტიულია…

ახლა ცოტა გადავუხვიოთ თემას, თორემ ბავშვებისთვის ზედმეტად უცენზურო პოსტი გამოგვივა. ადამიანი ცხოვრების განმავლობაში საშუალოდ დადის იმდენს, რომ დედამიწის ირგვილივ სიარულის შემთხვევაში, 3-ჯერ შემოუვლიდა მას.

ერთ მწკრივად დაწყობილმა მთელმა ჩინეთის მოსახლეობამ რომ ჩაგიაროს წინ, ამას დასჭირდება 30 წელი.

თუმცა სულ რაღაც ორ კვირაში, მათი შარვლის წინა ნაწილზე იქნება 1000 ბაქტერია, უკანა ნაწილზე 2500, ხოლო ქამართან 10 000.

იცოდით, რომ Apple-ს iPhone ყველაზე გაყიდვადი პროდუქტია, რუბიკ-კუბიკის შემდეგ.

რაც შეეხება რუბიკ-კუბიკს, მისი შესაძლო კონფიგურაციის რიცხვი არის: 43 ქუინტილიონ 252 ქუატრილიონ 3 ტრილიონ 274 მილიარდ 489 მილიონ 856 ათასი.

ამ მხრივ რუბიკ-კუბიკი კარტის დასტას ჰგავს, რომლის არევის შემდეგ მივიღებთ კომბინაციას, რომელსაც არასოდეს უარსებია.

როგორ არის ეს შესაძლებელი?! ეს უბრალო და მარტივი მათემატიკით არის დამტკიცებული: 52(კარტის რაოდენობა დასტაში)= 52 x 51 x 50 x 49 და ა.შ.

ანუ ამ ფორმულიდან ვიღებთ, რომ კარტის აჩეხვის შემდეგ შესაძლოა მივიღოთ 80,658,175,170,943,878,571,660,636,856,403,766,975,289,505,440,883,277,824,000 სხვადასხვა კომბინაცია. ასერომ, ეს რიცხვი არის ძალიან, ძალიან დიდი და კარტის აჩეხვის შემდეგ მივიღებთ კომბინაციას, რომელიც არასოდეს არ ყოფილა აქამდე.

რას იტყვით იმ ფაქტზე, რომ ჟანგბადი აუცილებელია წვისთვის, ხოლო წყლაბადი აალებადი გაზია, ერთად კი ისინი წყალს წარმოქმნიან, რომელიც რეალურად ცეცხლს აქრობს! ოჰ, ეს ქიმია და მეცნიერება!

სანამ საშლელს გამოიგონებდნენ, ფანქრით შესრულებულ ნაწერებს/ნახატებს პურით შლიდნენ. პურზე გამახსენდა, არაქისის კარაქისგან, ექსტრემალურად მაღალი ზეწოლის შემთხვევაში, შეიძლება ბრილიანტები მივიღოთ. ბუტერბროდს ჭიქა ყავა უხდება და ჭიქა ყავასთან თუ დავდგებით და ვიყვირებთ 8 წელი, 7 თვე, 6 დღე, შევძლებთ ყავის გაცხელებას!

უცნაურია, მაგრამ ტვინმა თავის თავს “ტვინი” თვითონ დაარქვა. და ბოლოს, დღეს მეცნიერები სწავლობენ ტვინის ატომებს, რეალურად ეს არიან ატომები, რომლებიც თავიანთ თავებს სწავლობენ…

თეგები

JusT1ce

empty
Back to top button
Close
Close