გასართობისაკითხავიუცნაური

ზოგიერთი რამ სანტა კლაუსის შესახებ

e08745be5c41

ახალი წლის მოახლოვებასთან ერათად ყველა ბავშვი წერილს წერს სანტა კლაუსისთვის. ისინი მოუთმენლად ელოდებიან 31 დეკემბერს სასაჩუქარს, რომლებიც სანტას დააბარეს. ბავშვებს სჯერათ, რომ თუკი წლის განმავლობაი კარგად მოიქცევიან სანატრელი ბაბუა გვიან ღამით, როცა დაიძინებენ საჩუქარს მოუტანთ. პატარები ხშირად იყურებიან ფანჯარაში გაბრწყინებული თვალებით იმ იმედით, რომ დაინახავენ მფრინავ მარხილს , რომელიც მათი სახლის სახურავზე დაჯდება. თუმცა საზოგადოების ნაწილმა არ იცის სანტა კლაუსის რეალური ისტორია.

857a1505e099

სანტა კლაუსი ანუ იგივე წმინდა ნიკოლაუსი, რომელიც რეალურად ცხოვრობდა ჩვ.წ. II საუკუნეში მირასთან ახლოს, დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე. როგორც ცნობილია იგი ეხმარებოდა გაჭირვებულებს, ავადმყოფებს და ყველას ვისაც ჭირდებოდა შემწეობა. მას განსაკუთრებით ყვარებია ბავშვები და ამიტომაც შემდგომში მის შეახებ უამრავი ლეგენდა და ისტორია გავრცელდა. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ამბავია თუ როგორ გადაარჩინა სამი ქალიშვილი პროსტიტუციას. ლეგენდის მიხედვით ერთ ღარიბ კაცს სამი ქალიშვილი ყოლია, მაგრამ იმდენად ღარიბი ყოფილა, რომ შვილებისათვის გასატანებელი მზითევიც კი არ ჰქონდა. მამამ გადაწყვიტა შვილებისათვის სხეულის გაყიდვა დაეძალებინა და ასე ეშოვა მზითვის ფული. როდესაც ეს ნიკოლაუსმა გაიგო აძვრა მათ სახურავზე და ბუხრის საკვამურში სამი ქისა ოქრო ჩააგდო. გოგოებს ბუხრისპირას გარეცხილი წინდები ქონიათ გაფენილი და ფული სწორედ ამ წინდებში ჩაცვივდა. სწორედ აქედან მოდის ბუხართან წინდების დაკიდების ტრადიციაც. ასე გადაარჩინა კეთილმა წმინდანმა გოგონები. შუა საუკუნეებში ნიკლაუსი ყველაზე ძლიერი წმინდანი ყოფილა, თუმცა რენესანსის ეპოქაში მისი რეპუტაცია ნეგატიური გამხდარა, განსაკუთრებით კი ჰოლანდიაში.

cd554aac0c9c

დღესდღეობით სანტა ბავშვების უაყვარლესი გამოგონილი პერსონაჟია,რომლის არსებობაც გარკვეულ ასაკამდე ყველა ბავშვს ჯერა. თანამედროვე მსოფლიოში სანტა კლაუსი უამრავი ფილმისა და მულთფილმის პერსონაჟი გახდა. ასევე ძალიან ხშირად წერენ მასზე სიმღერებს და იღებენ კლიპებს.
d751af377172
აღსანიშნავია რომ ჩვენ, ქართველებსაც გვყავს ჩვენი საშობაო გმირი, რომელიც ბავშვებისათვის შობა-ახალი წლის მოსალოცად და საჩუქრების დასარიგებლად სვანეთის მთებიდან ჩამოდის. მართალია მისი თბილისში ჩამოყვანის ტრადიცია რამდენიმე წლის წინ დამკვიდრდა, ქართველ ბავშვებს დიდი ხნის წინაც სჯეროდათ ისტორია ნაბადში გახვეული, წვერიანი კაცისა , რომელიც საჩუქრებს ურიგებს კარგ პატარებს.

შეუნარჩუნეთ თქვენს შვილებს ბავშვობა რაც შეიძლება დიფხანს. აჩუქეთ მას საჩუქრები სანტა კლაუსის სახელით და გაუბედნიერეთ კიდევ ერთი დღე.

დამდეგ შობა-ახალ წელს გილოცავთ . მრავალს დაესწარით და გისურვებთ თქვენს პირად სანტას სანატრელი საჩუქარი მოერთმიოს.

თეგები

გიორგი

დავიბადე 1995 წელს. ვარ კახელი. ვსწავლობ სკოლაში
Back to top button
Close
Close