ახალი ამბებისაკითხავიუცნაური

ქირურგებმა ჰიდროცეფალიით დაავადებულ გოგონას სიცოცხლე აჩუქეს

1540537 488653451254475 603318744 o

ორი წლის რუნას მდგომარეობა ამ დროისთვის  სტაბილურია და ის სხვა, მრავალი ჯანმრთელი ბავშვისგან დღევანდელი მდგომარეობით არაფრით გამოირჩევა. თუმცა ეს პატარა უცოდველი არსება დაბადებიდანვე „ჩვეულებრივი“ როდი იყო, როგორც სხვა დანარჩენი ბავშვები, ის იყო დასნეულებული მძიმე ჰიდროცეფალიის დაავადებით , რომელიც სტატისტიკის მიხედვით ყოველი 1000 ახალშობილიდან ერთს აღენიშნება.

ჰიდროცეფალია(ანუ წყალმანკი) ეს არის პათოლოგიური მდგომარეობა, რომლის დროსაც თავის ქალაში მომატებულია თავ-ზურგ-ტვინის სითხის (ლიქვორი) რაოდენობა. ჰიდროცეფალია შეიძლება იყოს თანდაყოლილი და შეძენილი. ჰიდროცეფალიის დროს ფართოვდება ტვინის პარკუჭები და თხელდება ტვინის ნივთიერება.

ეს პატარა გოგონა ინდოეთის აღმოსავლეთ ნაწილში ცხოვრობს, მისი ოჯახი, როგორც ინდოეთის მკვიდრთა უმეტესობა, ღარიბია და პატარა რუნას მშობლებს ყოველდღიურად უწევს მუხლჩაუხრელი მუშაობა ოჯახისთვის მინიმალური პირობების შესაქმნელად.

1005014 488653427921144 642109074 n

რუნა დაავადებულია ღია (შემაერთებელი) ჰიდროცეფალიით, რომლის დროსაც ფართოვდება ყველა პარკუჭი, ლიქვორი იმატებს როგორც პარკუჭებში, ასევე ტვინის სუბარაქნოიდულ სივრცეში. ამის გამო პატარა გოგონას ზრდასთან ერთად თავის ქალის ზრდა და ფორმის ცვლა შეენიშნებოდა, ვინაიდან რუნას მშობლებს არ ჰქონდათ საშუალება ამ დაავადებსთვის დროულად ემკურნალათ, ამის გამო მათ მიიღეს პატოლოგიური მდგომარეობა, რომლის დროსაც პატარა გოგონას ტავის გარშემოწერილობა 94 სმ მიაღწია. მისი მდგომარეობა ქირურგების ჩარევამდე მძიმე იყო და საჭიროებდა გადაუდებელ ოპერაციას.

ნიუ-დელის სამეცნიერო-ტექნიკური ინსტიტუტის წამყვანმა მკვლევარებმა ამ სიტუაციის გაგების შემდეგ, გადაწყვიტეს გოგონასთვის უფასო ოპერაცია გაეკეთებინათ და მათვის სისცოცხლე ეჩუქებინათ.  ეს მართლაც დასაფასებელი გადაწყვეტილება მშობლებისთვისაც სტიმულის მომცემი გახდა და ყველას ჩაესახა იმედი ამ ახალშობილის გადარჩენისა.

1526730 488653484587805 1657954733 n

„ჩვენთვის ჩვენი პატარა რუნას მდგომარეობა დაუჯერებელი გახლდათ, ჩვენ გვიჭირდა იმის გააზრებაც კი, ის გაიზრდებოდა და აღმოაჩენდა, რომ ის განსხვავებულია სხვებისგან და რომ მას დიდი ხნის სიცოცხლე არ უწერია. თუმცა მოხდა სასწაული და დაგვიკავშირდნენ და გვითხრეს თქვენ ქალიშვილს ქვეყნის საუკეთესო ექიმები უმკურნალებენ და სრულიად განკურნავენო“.

მას შემდეგ, რაც ნიუ-დელის ქირურგებმა გოგონას ოპერაცია გაუკეთეს გავიდა რამდენიმე თვე, გოგონას თავის ქალას მოაშორეს ზედმეტი ნაწილი და მისმა ორგანიზმაც ნორმალურად დაიწყო ფუნქციონირება.

თანასოფლელებმა რუნას საზეიმო დახვედრა მოუწყვეს და მიულოცეს, მას ახალი ცხოვრების დაწყება, რომელიც მრავალ სიახლესა და სასიამოვნო შემთვევებს შესთავაზებს.

1504182 488653464587807 806595392 o

 

ჩვენი,კაცობრიობის მთავარი პრობლემა არის გაუცხოება და სხვა ადამიანის მდგომარეობის გაუთვალისწინებლობა. ჩვენ მხოლოდ ჩვენ თავზე ვზრუნავთ და არ გვესმის, რომ არიან სხვები, ვისაც ჩვენი თანადგომა სჭირდებათ, ჩვენ ამას მაშინ ვხვდებით, როცა ჩვენ გვჭირდება ეს დახმარება. იმედია ჩვენც შევძლებთ  და დავეხმარებით სხვებს, იმით რითაც შეგვეძლება და ჩვნ ვაჩუქებთ სხვებს სიცოცხლეს, როგორც ამას ბევრი ადამიანი აკეთებს დღესაც.
იხილეთ ვიდეო:
http://youtu.be/yVNqlSXvb50

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close