გასართობისაკითხავისურათები

სურათები: 2013 წელს ზოოპარკებში დაბადებული ცხოველები

63ac5844b1det

უკვე 2013 წლის ბოლო დღეებია, ამ პოსტში იქნება წელს დაბადებული საყვარელი, უცნაური და ლამაზი ცხოველების სურათები, თავისი მოკლე აღწერით. თითო თვეზე თითო ახალშობილი ცხოველი იქნება მოცემული.

1. იანვარი – პრჟევალსკის ცხენის კვიცი
30b029a4287ct

პრჟევალსკის ცხენის კვიცი დედამიწაზე 29 იანვარს მოევლინა. იგი დაიბადა სიდნეის ტარონგას ზოოპარკში, ამ ზოოპარკში ძირითადად გადაშენების პირას მყოფი ჯიჭის ცხოველებია. ეს ცხენი არის ერთადერთი გარეული ცხენის ჯიში, რომელიც დედამიწაზე შემორჩა და ისინი აზიის ცენტრალური ველების მკვიდრნი არიან. როდესაც ეს ჯიში გადაშენების პირას მყოფ ჯიშების სიაში შეიტანეს, ზოოპარკებში გამომწყვდეული ცხენების უმრავლესობა გაანთავისუფლეს, რათა გამრავლებულიყვნენ. დღეს დაახლოებით 250 ცხენია მონღოლეთში და 1500 გამომწყვდეულია სხვადასხვა ზოოპარკებში. ჯიშს სახელი დაერქვა მკვლევარი ნიკოლაი პრჟევალსკის საპატივცემულოდ.

2. თებერვალი – კალიფორნიული კონდორის წიწილა
debc341facfct

საკმაოდ უშნო, მაგრამ საყვარელი წიწილა. იგი წიწილების გამოჩეკვის სეზონში პირველი გამოიჩეკა. ეს მოხდა 24 თებერვალს, სან დიეგოს ზოოპარკში. როდესაც იგი 2 კვირის იყო, იგი დღეში 15-ზე მეტ თაგვს ჭამდა! კალიფორნიული კონდორი გადაშენების კრიტიკულ ზღვარზეა და ამ ზოოპარკის მოშენების პროგრამა უზრუნველყოფს მათ გამრავლებას.

3. მარტი – სუმატრიის ვეფხვის ლეკვი
0a06c1309b03t

სუმატრიის ვეფხვის ლეკვი დაიბადა 3 მარტს საკრამენტოს ზოოპარკში. როგორც სურათზე ხედავთ, ისინი თვალდახუჭულები არიან და თავიდან ბოლომდე დედებზე არიან დამოკიდებულნი. ამ ლეკვის დედას ბაგია ჰქვია. სუმატრიის ვეფხვი, ვეფხვებს შორის ყველაზე იშვიათი ქვესახეობაა. ბუნებაში 500-ზე ნაკლები წარმომადგენელი ყავს ამ ქვესახეობას, ხოლო ზოოპარკებში დაახლოებით 250.

4. აპრილი – აზიური სპილოს სპლიყვი
bad19949d91et

ეს სპლიყვი 114 კილოგრამი დაიბადა. 26 აპრილს სანტ ლუისის ზოოპარკში სპილომ, სახელად ელიმ, ეს საყვარელი სპლიყვი მოავლინა ქვეყანას. მას პრაია დაარქვეს და მან ძალიან სწრაფად დაიწყო ზრდა და თავის დებთან ერთად თამაში ხორთუმის დახმარებით. აზიური სპილოც გადაშენების პირასაა, თუმცა ზემოთ ნახსენები ჯიშებისგან განსხვავებით ისინი ბუნებაში 35 ათასიდან 50 ათასამდე არიან.

5. მაისი – თეთრი მარტორქის ნაშიერი
f8d0d9077095t

თეთრი მარტორქის ნაშიერის გაჩენა განასკუთრებულად გაუხარდათ ტარონგას ზოოპარკის თანამშროლებს, რადგან ამ ქვესახეობის მარტორქის მდოგომარეობა აფრიკაში გაუარესებულია უკანონო მონადირეების წყალობით. მოპანიმ(დედის სახელი) ეს საყვარელი მარტორქა 14 მაისს გააჩინა. ასევე მისი გაჩენა განსაკუთრებით გაუხარდათ იმიტომ, რომ მის დაბადებამდე(დაახლოებით წლის დასაწყისში) რამოდენიმე თეთრი მარტორქა გარდაიცვალა ავადმყოფობის გამო.

6. ივნისი – გედის ბარტყები
5587f244d9bft

5 ივნისს ჩიკაგოს ლინკოლნის სახელობის ზოოპარკში 6 უსაყვარლესი გედის ბარტყი დაიბადა. როდესაც ისინი გაიზრდებიან, მათ გაუშვებენ ბუნებაში, რათა გაამრავლდნენ. ისინი ჯერ კიდევ რამოდენიმე ათწლეულის წინ იყვნენ გადაშენების პირას, თუმცა დღეს სიტუაცია ამ მხრივ გაუმჯობესებულია.

7. ივლისი – პანდას ტყუპი ბელები
e1d5aad99914t

ა.შ.შ-ში პანდების დაბადების ბუმი იშვიათი მოვლენით, ტყუპების დაბადებით დაიწყო. ლუნ-ლუნმა 15 ივლისს ატლანტას ზოოპარკში ორი ულამაზესი ბელი ერთდროულად მოავლინა ქვეყანას. ბუნებაში თუ დედამ 2 შვილი გააჩინა, იგი მხოლოდ ერთს გაზრდის და მეორეს “მიაგდებს”, თუმცა ზოოპარკის მომვლელებმა რა თქმა უნდა ეს უზრუნველყვეს. ორივე ბელი ბიჭია, ერთს მეი ლუნი და მეორეს მეი ჰუანი ჰქვია.

8. აგვისტო – პანდას ბელი
14769182c4e4t

პანდების დაბადების ბუმი აგვისტოშიც გაგრძელდა. ნაციონალურ ზოოპარკში 23 აგვისტოს დაიბადა პატარა მდედრობითი სქესის ბელი, სახელად ბაო ბაო. მის დედას მეი ჰიანგი ქვია.

9. სექტემბერი – თეთრი ანტილოპას (ადაქსი) ნაშიერი
fd3ade0bb072t

ადაქსის შესახებ სავარაუდოდ აქამდე არაფერი არ გაგიგია, მაგრამ როგორც ცხოველების შვილების უმრავლესობა, მისი ნუკრიც ულამაზესია. ეს მამრობითი ნუკრი დაიბადა ჩიკაგოს ბრუკფილდის ზოოპარკში 4 სექტემბერს. მისი დედა 15 წლის მონა(სახელია “მონა”, Mona) არის. ანტილოპის ეს ქვესახეობა გადაშენების პირას არის, მათი რაოდენობის კრიტიკულ რიცხვამდე მიყვანა უკანონო ნადირობების ბრალია. ისინი საჰარაში ბინადრობენ.

10. ოქტომბერი – ორანგუტანგის შვილი
7b73b3951cd1t

სურათზე ხედავთ დედა-შვილ ორანგუტანგებს. დედა თავის 2 კვირის შვილს უთვალიერებს თითებს. ეს პატარა ორანგუტანგი, რომელიც მდედრია, დაიბადა 25 ოქტომბერს სან დიეგოს ზოოპარკში. მას დაბადებიდანვე აქვს ნატურალური ინსტიქტი – არ მოშორდეს დედამისს. ორანგუტანგები სუმატრასა და ბორნეოში ბინადრობენ და არიან გადაშენების პირას.

11. ნოემბერი – პიგმეი ანთარი
bba86a3df6b1t

ტყუპი პიგმეი ანთრები დაიბადნენ ბელფასტის ზოოპარკში, ჩრდილოეთ ირლანდიაში 14 ნოემბერს. ისინი ყოველთვის მშობლების ზურგზე არიან(გაზრდამდე). ისინი გადაშენების პირას არ არიან, თუმცა მაინც სჭირდებათ გაფრთხილება.

12. დეკემბერი – მასაი ჟირაფის ნაშიერი
961d99775c23t

ჟირაფის ეს უსაყვარლესი ნაშიერი დაიბადა 13 დეკემბერს. მის დედას მარგარიტა ქვია. ჟირაფი 80 კილოგრამი იყო დაბადებისას. ეს მარგარიტას მესამე შვილია. მასაის ჟირაფები ცნობილები არიან თავიანთი მუხის ფოთლის მაგვარი ლაქებით.

JusT1ce

empty

მსგავსი ამბები

Back to top button