გართობაუცნაური

უთავო ქათამი მაიკი

b379ef9ef522
ქათამი თავის გარეშე, საოცრება მაიკი, უთავო ქათამი მაიკი – მას ბევრი ზედმეტსახელი აქვს, ეს ხომ მსოფლიოში ცნობილი ქათამი მაიკია, რომელმაც თავის გარეშე იცოცხლა 18 თვე, ხოლო მაიკის ცნობილი ისტორია იწყება 1945 წლის 10 სექტემბრიდან, როდესაც დიასახლისმა კლარა ოლსენმა გადაწყვიტა, რომ მოემზადებინა გემრიელი ვახშამი და თავის ქმარს სთხოვა, რომ აერჩია ქათამი.

c65ca8dde33b

ფერმერი ლლოოიდ ოლსენი შევიდა ეზოში და აარჩია 5.5 თვის ქათამი სახელად მაიკი და მოაჭრა თავი ნაჯახით, მაგრამ აი საოცრება, ქათამი არ კვდებოდა!!! ის აგრძელებდა გაჭირვებულად სიარულს, ცდილობდა დაეყივლა და იწმენდდა ბუმბულს, რაც მაიკს არ გამოსდიოდა, მერე მან დაიძინა თავის ქანდარაში და დაიმალა კისერი ფრთის ქვეშ. მომდევნო დღესაც არაფერი არ შეცვლილა და ლლოიდმა გადაწყვიტა, რომ მაიკზე ეზრუნა.

6e3fab837c38

ლლოიდი იღებდა პიპეტს და შპრიცს და აჭმევდა მაიკს ყოველდღიურად რძეს, ასევე ის მას აჭმევდა ძალიან პატარა სიმინდის მარცვლებს და უსუფთავებდა საყლაპავ მილს, როდესაც ის ივსებოდა ლორწოთი. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ “წარუმატებელი ვახშამის” მომენტში მაიკი იწონიდა დაახლოებით 1 კილოგრამს, ხოლო მისი გარდაცვალების მომენტში მაიკის წონა იყო 3.5 კილოგრამი. მოვლენამ მაიკის შესახებ მალევე გაითქვა სახელი და მოიხვეჭა პოპულარობა. მფლობელმა წაიყვანა მაიკი იუტას შტატ ქალაქ სოლტ ლეიკ სიტის უნივერსიტეტში, რომ დაემტკიცებინა, რომ ისტორია მაიკის შესახებ არ იყო გამოგონებული, რადგან მეცნიერები მიიჩნევდნენ, რომ ამბავი იყო გამოგონებული.

c23bbb365f92

უცნობი მოვლენა მეცნიერებმა შემდეგნაირად აღწერეს: ნაჯახმა არ გადაჭრა საძილე არტერია (სისხლი არ ყოფილა) და მიუხედავად იმისა, რომ თავი არ ქონდა მაიკს, ტვინის უმეტესი ნაწილი და ერთი ყური მაიკთან მაინც რჩებოდა და ეს ორი ორგანო იყო დაუზიანებელი. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფუნქციები როგორებიცაა სუნთქვა, პულსი, ვესტიბულური აპარატი და რეფლექსური ქმედებები განკარგავს ტვინი.

433d55c9bec9

ლლოიდმა და მაიკმა დაიწყეს მთელი ქვეყნის გარშემო საგასტროლო ტურები და მნახველებს ლლოიდი მაიკს აჩვენებდა 25 ცენტად, ხოლო ლლოიდის თვიური შემოსავალი მაიკის საშუალებით გაიზარდა 4500 ამერიკულ დოლარამდე, რაც დღევანდელ კურსზე ნიშნავს 50 000 ამერიკულ დოლარს. 1947 წლის მარტი მაიკისთვის საბედისწერო აღმოჩნდა – ის გაიგუდა და გარდაიცვალა, ხოლო ლლოიდმა ვერ მოახერხა მისი გადარჩენა. 1999 წლიდან ქალაქ ფრუტაში აღინიშნება დღესასწაული – “მაიკის დღე – უთავო ქათმისა”.

c4b218810a65

მსგავსი ამბები

Back to top button