მისტიკასაკითხავიუცნაური

Silent Hill

79393c163ae7
Silent Hill-ის გახსენების თანავე ალბათ ბევრ თქვენგანს მაშინვე თავში მოგაგონდათ კომპიუტერული თამაში და ფილმი, მაგრამ ცოტამ თუ იცის ის ფაქტი, რომ ქალაქი სახელად Silent Hill-ი მართლა არსებობს ამერიკაში და ქალაქ ცენტრალიის მიწისქვეშ უკვე 47 წელიწადია, რაც გრძელდება ხანძარი და ამოდის მიწისქვეშეთიდან კვამლი. ყველაფერი დაიწყო 1962 წელს შტატ პენსილვანიაში ქალაქ ცენტრალიაში.

39fdbcf41bf6
ამ კატასტროფაზე პასუხიმგებლობა ეკისრებათ “მოხალისე-მეხანძრეებს” რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ ნაგავი დაეწვათ მიტოვებულ ქვანახშირის მაღაროში. გაირკვა, რომ ქალაქის ტერიტორიაზე, შესაბამისად კი ზუსტად ამ მაღაროში არის დიდი რაოდენობის ანტრაციტის საბადოებიც. დადგინდა, რომ ის დაიწვება კიდევ 250 წელი. არცერთი ჩინოვნიკი არ აქცევდა ყურადღებას ქალაქის ასეთ მდგომარეობას, მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობისაგან ბევრი საჩივარი მოდიოდა.

557fd792a115

ეს ყველაფერი უყურადღებოდ რჩებოდა 1979 წლამდე, სანამ პრობლემას პირადად თვითონ ცენტრალიის მერი არ შეეჩეხა. ის იყო ბენზინ გასამართ სადგურის მფლობელი, ხოლო ბენზინის ტემპერატურამ მიაღწია უკვე 80 გრადუს ცელსიუსს, მაგრამ 12 წლის ბიჭი 1981 წელს, კინაღამ რომ შეეწირა ამ მდგომარეობას, ამ პრობლემამ უკვე ფართო მასშტაბის ხასიათი მიიღო. ბიჭი თამაშობდა თავისი სახლის ეზოში და უეცრად გაიხსნა მიწა მისი ფეხების ქვეშ და გაკეთდა 50 მეტრის სიღრმის ორმო. საბედნიეროდ ბიჭი არ დაშავებულა და მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ხალხის ევაკუაცია მოეხდინა.

6e39c5c4843f

ამჟამად ქალაქ ცენტრალიაში ცხოვრობს 9 ადამიანი და ისინი იქ იმიტომ დარჩნენ, რომ არ სურდათ თავიანთი საყვარელი ქალაქის დატოვება.

9c43dabc55ce

Back to top button