მისტიკასაკითხავიუცნაური

ინდოეთში არის სოფელი, სადაც ფრინველები თავს იკლავენ

8b9e14eba443
ინდოეთში არის სოფელი, სადაც ფრინველები მასიურად თავს იკლავენ.

ჯატინგა – ეს არის ერთი პატარა სოფელი ინდოეთის პროვინციაში სახელად ასა. სოფელი შემოკრულია გარშემო მწვანე ტყეებით და ენით აუღწერელი ბორცვებით, მაგრამ ჯატინგა ცნობილია სულ სხვა რამის გამო, სოფელს მეორენაირად ეძახიან “ფრინველების საიდუმლოს”.

უნიკალური მოვლენა ჯატინგაში ხდება ყოველწლიურად სექტემბერ-ოქტომბერში – მუსონების დროს. გადამფრენი და ადგილობრივი ფრინველები ახდენენ მასიურ თვითმკვლელობებს: მაშინ როცა მზე ჩადის საღამოს 7 საათიდან 10 საათამდე ციდან ცვივა ასობით ფრინველი და სასიკვდილოდ ეჯახებიან კედლებს და ხეებს. ფრინველების ასეთ ქცევას ჩიხში შეყავს როგორც ადგილობრივი მცხოვრებლები ასევე მეცნიერები, მაგრამ ადგილობრივი მაცხოვრებლები ამტკიცებენ, რომ ეს მოვლენა ბოროტი სულების ბრალია.

ეს ყოველივე რათქმაუნდა სულების ბრალი არ არის და რამდენიმე მეცნიერული კვლევის შედეგად ფრინველების დეზორენტირებას იწვევს ნისლი, რომელსაც წარმოქმნიან მუსონები. ფრინველებს იზიდავს ცეცხლი სოფლიდან, მაგრამ გზაში ისინი ეჯახებიან ხეებს და კედლებს. ზოგიერთი ჩიტი კვდება, ხოლო ზოგიც ცოცხალი რჩება და სოფლის მაცხოვრებლების ხელში ტყვედ ვარდება, ისინი იმდენად არიან დამტვრეულები, რომ წინააღმდეგობას ვერ უწევენ სოფლის მაცხოვრებლებს, როდესაც მათ ხელში იღებენ.

ასევე კვლევები აჩვენებს, რომ ფრინველები მოფრინავენ მხოლოდ ჩრდილოეთიდან და ეჯახებიან მკაფიოდ გამოხატულ ხაზებს და აღნიშვნებს. ცეცხლი სამხრეთით მათ არ იზიდავთ.

თვითმკვლელი ფრინველების უმეტესობა – ადგილობრივი ალკუნები და ყანჩები არიან. მეცნიერების აზრით ფრინველები წყალდიდობის დროს კარგავენ თავიანთ საცხოვრებელ, ამ დროს ისინი იწყებენ უცხო მხარეში გადაფრენას და ჯასტინგაც მათ გზაზე ხვდებათ. საინტერესოა ფრინველები რატომ დაფრინავენ საღამოთი(ფრინველების უმეტესობა დღე დაფრინავს) და ყოველწელს ერთიდაიგივე მახეში რატომ ებმებიან.

სოფლის მაცხოვრებლებს ფრინველების დაღუპვა არ აწუხებთ და თან ჯასტინგა ცნობილია მხოლოდ ამ მოვლენით. ყოველწელს აქ მოდიან ტურისტები ამ მოვლენის სანახავად და მათ გარდა კიდევ ჩამოდიან მეცნიერები, რომ უფრო მეტი შეისწავლონ ფრინველების ასეთი მოვლენის შესახებ. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ფრინველებს კარგი გემო აქვთ და სოფლის მაცხოვრებლები სპეციალურად ანთებენ დიდ ცეცხლს, რომ ფრინველების ყურადღება მიიქციონ.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close