არქივი

ყველაზე ხანმოკლე ომი

63cdf9fde594
რომელია ყველაზე ხანმოკლე ომი?

უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში არაერთხელ შეიძლებოდა დაწყებულიყო მესამე მსოფლიო ომი ატომური იარაღის გამოყენებით, მხოლოდ ჩვეულებრივი კომპიუტერული შეცდომის გამო, რომლითაც შეიძლებოდა გაშვებულიყო რაკეტები. მაგრამ ყველაფერმა კარგად ჩაიარა და არ მოხდა მესამე მსოფლიო ომი, ხოლო ისტორიამ კი დაგვიტოვა ერთი პატარა საინტერესო ფაქტი ომის შესახებ.

გინესის რეკორდების წიგნში შეტანილია რეკორდი – ყველაზე ხანმოკლე ომის სახელწოდებით. ეს ომი გაგრძელდა დაახლოებით 45 წუთი. ეს მოვლენა მოხდა XIX საუკუნეში – ზანზიბარში, რომელიც მიჩნეული იყო ბრიტანეთის ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილად. 1896 წელს ზანზიბარის სულთანმა – ჰალიბ იბნ ბარგაშმა მოინდომა, რომ მოეპოვებინა დამოუკიდებლობა. სულთანმა სულ ჯამში შეკრიბა 2.5 ათასი ჯარისკაცი, აი რაც შეეხებოდა არსენალს, არსენალში მათ პრობლემები ქონდათ, რადგან ზანზიბარელებს გააჩნდათ მხოლოდ ერთი ძველი საზენიტო დანადგარი. ბრიტანელებმა სულთანს წარუდგინეს შემდეგი ულტიმატუმი: მტრის არმიამ უნდა მოახდინოს კაპიტულირება 27 აგვისტოს დილის 9 საათისთვის.

სულთანის არმიამ თავისი იარაღი დატვირთა ერთადერთ ხომალდზე რომელიც გააჩნდათ – გლაზგოზე და გაემგზავრნენ ზღვაში. ზუსტად დათქმულ დროს ბრიტანელებმაც გახსნეს ცეცხლი, მაგრამ არც მცირე რიცხოვანი არმია ჩამორჩათ მათ და ზანზიბარელებმაც გახსნეს საპასუხო ცეცხლი. ბრიტანელებმა მალევე ჩაძირეს ხომალდი, დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად ხომალდი ჩაძირეს სულ რაღაც ნახევარსაათში, როდესაც გლაზგო იძირებოდა ბრიტანელები სროლას მაინც არ წყვეტდნენ. გლაზგოს ჩაძირვის მიუხედავად სასახლის თავზე მაინც ფრიალებდა ზანზიბარის დროშა. ოთხი საათის მიწურულს არც სულთანის სასახლიდან ისმოდა სროლის ხმა და როდესაც სულთანის ყურამდეც მივიდა ის ამბავი, რომ მისი არმია დამარცხდა, მან უბრძანა თავის ჯარისკაცებს, რომ სროლა შეეწყვიტათ და ბრძოლის ველი დაეტოვებინათ. სულთანმა თავშესაფარი სთხოვა გერმანიის საკონსულოს და 1916 წლამდე იქ ცხოვრობდა, სანამ ბრიტანელებმა ის არ შეიპყრეს. სულთანი ჰალიბ იბნ ბარგაში გარდაიცვალა 1927 წელს.

ყველაზე ხანმოკლე ომის შედეგები შემდეგნაირი იყო: ომი გაგრძელდა 38 წუთი და დაიღუპა 570 კაცი ზანზიბარის მხრიდან.

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button