ჩვეულებრივ ითვლება, რომ ფეხით მოსიარულეთა ხიდების განკუთვნილია იმისათვის, რომ რაც შეიძლება მალე მიხვიდე დანიშნულების ერთი პუნქტიდან მეორე პუნქტამდე, მაგრამ ზოგიერთი მათგანი, რომ გაიარო საჭიროა დიდი გამბედაობა. წარმოგიდგენთ 5 ხიდს, რომლებზე ყოფნის დროსაც თავბრუ ნებისმიერს დაეხვევა.
ციური ხიდი ლანგკავიში(მალაიზია)
შესანიშნავი ხიდი მდებარეობს ლანგკავიში, მალაიზიაში. ამ კონსტრუქციას აქვს 8 თოლი, რომლებიც მას აწონასწორებენ. ხიდზე გადასვლისას, რომელიც მდებარეობს ზღვის დონიდან 660 მეტრზე ფეხით მოსიარულეებს ექმნებათ წარმოდგენა, რომ ისინი დასეირნობენ ღრუბლებში.
შუშის ბილიკი პროვინცია ხუნანში(მალაიზია)
პროვინცია ხუნანში 1430 მეტრზე გაკეთებულია ტურისტული გზა Glass Skywalk-ის მინისგან. მისი სიგრძე არის 60 მეტრი, ხოლო სიგანე 1,6 მეტრი. მიუხედავად იმისა, რომ მინის კონსტრუქცია გამოიყურება საშინლად, მასზე გავლის მსურველების რიცხვი არ კლებულობს.
დაკიდული ხიდი კოლორადოში(აშშ)
ამაღელვებელი ხედი იხსნება ხიდიდან Royal Gorge Bridge შტატ კოლორადოში. ეს ამერიკაში არის ყველაზე მაღალი დაკიდული ხიდი, რომელიც მდებარეობს 956 მეტრზე, მდინარე არკანზასზე. ის გაკეთდა 1929 წელს 1000 ფიცრისგან და გამოიყენებოდა ავტომობილებისთვის, როდესაც ტრანსპორტი მოძრაობდა Royal Gorge Bridge-ის ზედაპირზე, ხიდი იწყებდა რწევას, რაც იწვევდა მძღოლების სისხლში ადრენალინის სტიმულირებას.
ხიდი ფრანგულ ალპებში
ეს სიგრძით მცირე ზომის, მაგრამ თავბრუ დამხვევ სიმაღლეზე მყოფი ხიდი მდებარეობს ფრანგულ ალპებში. ხიდი მდებარეობს 3482 მეტრზე და აერთებს მთა მონბლანის ორ კლდოვან მასივს. ხიდზე გავლისას მთავარი არ ჩაიხედო ძირს, თორემ თავბრუს ხვევა გარდაუვალია.
დაკიდული ხიდი ვანკუვერში(კანადა)
საუკუნოვან მწვანე ტყეებს შორის პარკ Capilano Suspension Bridge Park-ში მდებარეობს 140 მეტრიანი დაკიდული ხიდი. ტურისტები დიდი სიამოვნებით გადიან ამ ადგილობრივ ატრაქციონს, რადგან იქიდან იხსნება შთამბეჭდავი ხედი პარკზე.