არქივი

7 მისტერია ადამიანის შესახებ

1f4a84077414t

ადამიანის რაობაზე ყველანაირი კითხვის პასუხი სწორედ ჩვენს თავებში ინახება. ტვინი ყველაზე ამოუცნობადი და საინტერესო ორგანოა, მის მიმართ უამრავი კითხვაა: რა არის ცნობიერება? ძილის დროს რა ხდება? სიზმრები და სხვა მრავალი რამ. ამ პოსტში იქნება შვიდი საიდუმლოება ადამიანის შესახებ, რომელთა ნაწილიც მეცნიერების მიერ ამოხსნილია, ნაწილი კი ამოუხსნელი.

ცნობიერება
481d3bc81d16t

დილას იღვიძებ, შენ აღიქვამ, რომ მზე ამოდის, გესმის ჩიტების ჭიკჭიკი და ბედნიერების წამი გადაგკრავს, როდესაც დილის გრილი ნიავი შეგეხება სახეზე. სხვა სიტყვებით, შენ გარემოს აღიქვამ და აცნობიერებ ფაქტებს. ეს ყველაფერი ყოველდღიურად ხდება, ადრე მეცნიერებს სულაც არ უდარდიათ ამის შესახებ, დღეს კი ცნობიერება ამოუხსნელ ამოცანად არის ქცეული. ყველაზე მეტად მეცნიერებს უჭირთ იმ პროცესების ახსნა, რაც ტვინში მიმდინარეობს სუბიექტებზე გამოცდილების გაჩენის დროს. ჯერჯერობით მეცნიერებმა ამ მისტერიის შესახებ, მხოლოდ კითხვების გრძელი სიის დაწერა შეძლეს, რაც შეეხება ამ კითხვებზე პასუხის გაცემას, ამისგან შორს ვიმყოფებით.

დიდი საყინულე და მკვდრედით აღდგომა
c2e45ebcc252t

დიდი ალბათობით სამუდამოდ ცხოვრება და უკვდავება არ შეესაბამება რეალობას, მაგრამ არსებობს ინოვაციური საშუალება სახელად Cryonics(ბერძნ. κρύος kryos – ცივი, გაყინული, ქართულად – კრიოკონსერვაცია) და ნიშნავს ადამიანის გვამის დაბალ ტემპერატურაზე შენახვას(ორგანოების და ქსოვილების კონსერვაცია გაყინვის მეთოდით), რისი დახმარებითაც შესაძლებელი ხდება მომავალში ადამიანის გაცოცხლება. ამ მეთოდს იყენებს არიზონაში არსებული კომპანია Alcor Life Extension Foundation, ისინი მკვდარ სხეულებს თხევადი აზოტით სავსე ავზებში ინახავენ, სადაც ტემპერატურა ძვლების გამყინავია, კერძოდ კი -195° ცელსიუსია.

იდეა შემდეგში მდგომარეობს: თუკი ადამიანი გარდაიცვლება რაიმე დაავადებით, რომლის განკურნებაც დღეს შეუძლებელია, მას შეინახავენ ამ “საყინულეში” და მომავალში, როდესაც ამ დაავადების განკურნებას ისწავლიან ექიმები, მის ტანს გაალღობენ და მას გააცოცხლებენ. Alcor-ის ერთ-ერთ საყინულეში ლეგენდალური ბეისბოლის მოთამაშის, ტედ უილიამსის გვამია შენახული. ამ საყინულეებში ადამიანების გვამები თავით დაბლა არიან განთავსებული, ამის დახმარებით, თუკი ავზში გაჟონვა მოხდება, ტვინი მაინც გაყინულ სითხეში იქნება და არ გათბება. ჯერჯერობით ტექნოლოგიების უქონლობის გამო, არც ერთი კრიოკონსერვირებული სხეული არ “გაუცოცხლებიათ”. ტექნოლოგებში ვგულისხმობ იმას, რომ თუკი სხეულს ზუსტად საჭირო ტემპერატურაზე არ გავალღობთ, სხეულის უჯრდები ყინულად გადაიქცევა და ნაწილებად დაიშლება.

რატომ ვბერდებით?
b3af3198bbc3t

უბერებლად ცხოვრება, ეს ჰოლივუდის სფეროა, თუმცა რატომ ვბერდებით ადამიანები? დამახინჯებულად რომ ვთქვათ, შენ იბადები “ხელსაწყოების ყუთით, სადაც ბევრი მექანიზმია”, რომელიც გეხმარება ტრავმებისა და დაავადებების მოგერიებაში. რაც უფრო იზრდები, შენი სხეულის “შემკეთებელი მექანიზმიც” ძველდება და ფუჭდება, ძალას კარგავს. ასაკის ზრდასთან ერთად, შენი დრეკადობა ფიზიკური ტრავმებისა და მორალური სტრესის მიმართ მცირდება.

არსებობს 2 ძირითადი თეორია, თუ რატომ ბერდება ადამიანი:
1) ადამიანების სხვა ჩვეულებასთან ერთად, დაბერება შესაძლოა იყოს გენეტიკის ნაწილი და რატომღაც აუცილებელი ნაწილი, რომელიც ყველა ადამიანის დეზიქსორიბონუკლეინის მჟავაშია (დნმ).

2) ნაკლებად ოპტიმისტური აზრით, სიბერე სულაც არ არის დამოკიდებული ცხოვრების განმავლობაში მიღებულ უჯრედულ დაზიანებაზე, ანუ როგორც არ უნდა ვიცხოვროთ, მაინც დავბერდებით, თუმცა მეცნიერები მიიჩნევენ, რომ უახლოეს მომავალში ისინი შეძლებენ ადამიანების სიცოცხლის ხანგრძლივობის მინიმუმ გაორმაგებას.

ხასიათი და აღზრდა
59d4658a14e9t

რაზეა ჩვენი ხასიათი დამოკიდებული? გენეტიკაზე თუ გარემოზე? ხანგრძლივი კვლევების შემდეგ, მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ჩვენი ხასიათი გენეტიკაზე და გარემოზეც არის დამოკიდებული. გენები მაინც უფრო დიდ როლს თამაშობს ჩვენს ჩამოყალიბებაში, თუმცა სწორად აღზრდამ შეიძლება გადამწყვეტი ზეგავლენა მოახდინოს ჩვენზე. ასერომ მშობლებო, ბავშვის ხასიათის და მომავალში მისი ჩამოყალიბება, სწორედ დაბადებიდან იწყება და მასში თქვენ უნდა შეიტანოთ ყველაზე დიდი წვლილი.

სიცილი – ამოუხსნელი ამოცანა
a4bb293a3df9t

სიცილი, ეს არის მოვლენა, რომლის შესახებამც კაცობრიობამ ძალიან მცირე რამ იცის, ფაქტიურად არაფერი. მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ სიცილის დროს ტვინის 3 ნაწილი მუშაობს: აზროვნების ნაწილი, რომელიც გეხმარება შენ გაიგო რაიმე ხუმრობა(რაზეც შემდეგში გაგეცინება), მოძრაობის მაკონტროლებელი ნაწილი, რომელიც უბრძანებს საჭირო კუნთებს შეკუმშვას და ემოციის ნაწილი, რომლის დახმარებითაც გვიჩნდება სიცილის დროს ის “რაღაცნაირი” გრძნობა. მაგრამ ის მაინც გაურკვეველი რჩება, თუ რატომ იცინის ერთი ადამიანი მეორე ადამიანის უაზრო სიცილზე, ან ზოგიერთი ადამიანი რატომ იცინის საშინელებათა ჟანრის ფილმზე.

ჯონ მორეალმა, რომელიც იკვლევს იუმორს და ზოგადად სიცილს, დაასკვნა, რომ სიცილი არის ადამიანის გიჟური გამოხმაურება სრულ უაზრობაზე. იგი ხუმრობას ახასიათებს როგორც ისტორიას, რომელიც არ არის ჩვეული ადამიანის ცხოვრებისთვის, არის უცნაური და ეს უცნაურობა ხდის სასაცილოს. რაც არ უნდა იყოს, ერთი რამ მაინც ფაქტად რჩება: სიცილი ჩვენ უკეთ გვაგრძნობინებს თავს.

მახსოვრობა
d76c144b8fect

ზოგი გამოცდილება რთულია დასავიწყებლად, მაგალითად შენი პირველი კოცნა. მაგრამ როგორ ახერხებს ამ ყველაფრის დამახსოვრებას ადამიანი? რა არის ეს მახსოვრობა? მეცნიერები ტვინის დამკვირვებელი(რენტგენი და სხვა მრავალი დახვეწილი ტექნიკა) ტექნიკების საშუალებით ნელ-ნელა ხსნიან ტვინის მექანიზმს, რომლის დახმარებითაც იგი ქმნის და ინახავს ფაქტებს.

ჰიპოკამპუსი არის ტვინის ნაწილი, რომელიც “მახსოვრობის ყუთის” როლშია. ეს სტრუქტურა(იგი ტვინის სიღრმეში არის) მთავარ როლს ასრულებს რაიმე ინფორმაციის მეხსიერებაში გარდაქმნაში.

სიზმრები
c1d81fe5b088t
თუ 10 ადამიანს დაუსვამ კითხვას რა არის სიზმარი, შენ 10 სხვადასხვა პასუხს მიიღებ. ეს იმიტომ, რომ მეცნიერები ჯერ კიდევ ამ კითხვაზე პასუხის გაცემის პროცესში არიან.

ერთ-ერთი თეორიის თანახმად, ძილი ავარჯიშებს ტვინს მის უჯრედებში სინაპსების გადაადგილებაში, რის გამოც სიზმრებს ვხედავთ. მეორე თეორიის თანახმად, სიზმარი არის დავალებები და ემოციები, რომელიც მთელი დღის გამნავლბაში უყურადღებოდ დავტოვეთ და ძილის დროს ტვინში “ამოტივტივდა”. ორივე შემთხვევაში მეცნიერები აღიარებენ, რომ სიზმარს ადამიანი ხედავს მხოლოდ ძალიან ღრმა ძილის დროს.

P.S ათეისტი არ ვარ და კომენტარებში არ დამმარხოთ :)

JusT1ce

empty
Back to top button