არქივი

Lamborghini -ის ახალი მოდელი ,,Huracan”

0e90c71cc3f2
Gallardo-ს შემცვლელ Huracan-ზე ინფორმაციის საკუთარ ვებ გვერდზე დადება და შემდეგ იქიდან გაქრობა იმის მომასწავებელი იყო, რომ ინფორმაციის გაჟონვა თვითონ Lamborghini-მ მოაწყო და ამას მალე ოფიციალური რელიზის გამოქვეყნება უნდა მოჰყოლოდა. ზუსტად ასე მოხდა – Lamborghini-მ თავისი მომავალი ბესტ სელერის აღწერილობა გამოაქვეყნა.

„Huracan“ მსოფლიო პრემიერა ჟენევის მოტორ შოუზეა დაგეგმილი, რომელიც მარტის დასაწყისში გაიმართება. თუმცა მანამდე იტალიური კომპანია მის ჩვენებას 130-ზე მეტ პრივატულ პრეზენტაციაზე გეგმავს, რომლებსაც მსოფლიოს 60-ზე მეტ ქალაქში გამართავს. ამ პრეზენტაციებზე „Lamborghini“ თავის ერთგულ კლიენტებს მიიწვევს, რომლებსაც ადრე ერთხელ მაინც შეუძენიათ ამ კომპანიის სუპერ ავტომობილი.
78334193d361
Huracan-ი ტიპიური „Lamborghini“, თავისი წახნაგოვანი ფორმებით. პირველივე შეხედვით მასში Aventador-ის ახლო ნათესავს ამოიცნობთ. თუმცა, არც ისე ძალიან ჰგავს, რომ მასში აგერიოთ. განსაკუთრებით საინტერესოდაა გადაწყვეტილი ავტომობილის უკანა საყრდენი და საერთოდ, უკანა ნაწილი. წახნაგოვანი სტილი კაბინაშიც გრძელდება. მაჩვენებლების დაფა TFT-LCD (თხელ-ლენტოვან ტრანზისტორული თხევადკრისტალური) ეკრანია, რომელზეც ჩვეულებრივ დაფასთან შედარებით, გაცილებით მეტი ინფორმაციის გამოტანაა შესაძლებელი. ამასთან, მასვე სანავიგაციო სისტემის ეკრანად და ინფოტაინმენტ სისტემისთვისაც გამოიყენებთ. მძღოლს მისი სრულიად განსხვავებულად მომართვა შეუძლია. სავარძლები, კარის პანლები და ცენტრალური დაფა, ტყავითა და ალკანტარითაა გაწყობილი და საერთოდაც, როგორც „Lamborghini“ გვამცნობს, სალონი უმაღლესი ოსტატობითა  შესრულებული.
99a7eed8274a
მანქანის ყველაზე საინტერესო ნაწილი, მისი სიამაყე  კაპოტის ქვეშ მდებარეობს. ესაა 5.2-ლიტრიანი V10 ატმოსფერული ძრავი, რომელიც 610 ცხენის ძალას (8 250 ბრ/წთ-ზე) და 560 ნიუტონმეტრს (6 500 ბრ/წთ-ზე) გამოიმუშავებს. ძრავი აღჭურვილია სისტემით „ინიეციონე დირეტა სტრატიფიკატა“, რაც პირდაპირი თარგმნით, საწვავის უშუალოდ წვის კამერაში შეფრქვევას ნიშნავს, თუმცა ის იმით გამოირჩევა, რომ საჭიროების ნაკლებად დატვირთულ რეჟიმში მუშაობისას, საწვავი ნარევის არაპირდაპირი შეფრქვევაც შეუძლია. ამის შედეგი ისაა, რომ ძრავის სიმძლავრე და მომენტი გაზრდილია, საწვავის მოხმარება და გამონაბოლქვი კი – შემცირებული (გალარდოსთან შედარებით).

64b7e9f31b25
სრულ ამძრავიანი სისტემა ელექტრონულად კონტროლირებადია. მძღოლს მართვის სამი რეჟიმიდან ერთ-ერთის არჩევა შეუძლია, რაშიც საჭის რგოლზე არსებული გადამრთველი ეხმარება. ესენია სტრადა, სპორტ და კორსა (საგზაო, სპრტული და სარბოლი).

 

147b9baffc70
ამ ავლა-დიდებით, Huracan-ს ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის ასაკრეფად 3.2 წამი ჰყოფნის, 200 კმ/სთ-ს 9.9 წამში ავითარებს, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 325 კმ/სთ-ია. ასეთი შესანიშნავი მონაცემების მქონე ავტომობილისთვის, ას კილომეტრზე საწვავის ხარჯი 12.5 ლიტრი ბევრი სულაც არაა და ასეთ მოკრძალებულ აპეტიტში თავისი წვლილი სისტემა „სტოპ ენდ სტარტს“ შეაქვს. ყველა სიკეთესთან ერთად, ყოველი კილომეტრის გავლისას, ძრავი ატმოსფეროში მხოლოდ 290 გრამ ნახშირორჟანგს ტოვებს და ევრო 6 სტანდარტს შეესაბამება.

6c8875492b43
97b1564d5452
იტალიური ავტომწარმოებელი  კლიენტებისთვის Huracan-ის მიწოდებას ჟენევური პრემიერიდან ცოტა ხანში დაიწყებს.

 

მსგავსი ამბები

Back to top button