ახალი ამბებისაკითხავიუცნაური

ანტარქტიკა – ბრილიანტების საბადო?!

2e8c5db67758t

ახალმა გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ შესაძლოა ანტარქტიკის ყინულში ბრილიანტები იმალებოდეს.
17 დეკემბერს, ჟურნალ “Nature Communications”-ში დაწერეს, რომ ბრილიანტები შეიძლება ყველა კონტინეტზე ვიპოვნოთ. ბრილიანტები ჩნდება დედამიწის ზედაპირიდან 160 კილომეტრ სიღრმეზე, დედამიწის მანტიასთან, ანუ ბრილიანტები თავდაპირველად არიან ქერქსა და გულს შორის, მაღალ ტემპერატურისა და ზეწოლის ქვეშ. ვულკანის ამოფრქვევებს ეს ძვირფასი ქვები დედამიწის ზედაპირზე ამოაქვთ, სადაც ისინი კიმბერლიტების სახით არიან. შემდეგ მათ კიმბერლიტებისგან დაცალკევება და დამუშავება სჭირდებათ. ბრილიანტიანი კიმბერლიტი ასე გამოიყურება:

6b22dcd3e989t

კიმბერლიტები ძლებენ 10 ათასიდან 2,1 მილიარდ წლამდე და მათ ქვებს შორის ყველაზე ღრმა სათავე აქვთ.

“კიმბერლიტები დიდ ინფორმაციას გვაწვდიან დედამიწის შიგნეულობის შესახებ. მათი გეოქიმია გვიჩვენებს იმ ქვების ხასიათს, რომლებიც დედამიწის მანტიიდან იღებენ სათავეს.” – ამბობს გრეგორი ალექსეი, გეოლოგი. დღემდე კიმბერლიტები ნაპოვნია ყველა კონტინეტზე ანტაქრტიკის გარდა.

კიმბერლიტები ყველა კონტინენტზე

მკვლევარებმა გაანალიზეს ქვების ნიმუში, რომელიც მათ მოიპოვეს ანტაქრტიკის აღმოსავლეთით, მთა მერედითზე. მეცნიერებმა კიმბერლიტების 3 ნიმუში იპოვეს, რომელთა ასაკი დაახლოებით 120 მილიონი წელი იყო. ეს ქვები შეიქმნენ მაშინ, როდესაც დღევანდელი ინდოეთი, ცილდებოდა ავსტრალიისა და ანტაქრტიკის გაერთიანებულ მასებს. როგორც იცით დედამიწა ერთ დროს ასე გამოიყურებოდა.:

3739cf9fcbf5t

კიმბერლიტები ლამბერტის ნაპრალის მიდამოებზეა, ეს ტრანსკონტინენტალური ნაპრალი თითქმის მთელს ანტარქტიკაზეა.

“ეს ნაპრალი კიმბერლიტების შექმნის კრიტიკული ადგილი იყო მაშინ, როდესაც ავსტრალია და ანტქარტიკა ინდოეთს ცილდებოდნენ.” – ამბობს გრეგორი.

ანტარქტიკის კიმბერლიტების ასაკი, ქიმიური შედგენილობა, მისი მინერალები და ფიზიკური მდგომარეობა მიგვითითებს, რომ ისინი ნაწილები არიან ცარცული პერიოდის დროს წარმოქმნილი უზარმაზარი კიმბერლატების “პროვინციის”.

არანაირი საბადოები ანტაქრტიკაზე

კიმბერლიტების მხოლოდ 1-2% თუ შეიცავს ძვირფას ბრილიანტებს. ალექსეის თქმით “თითო ტონა კიმბერლიტზე 1 კარატზე ბევრად ნაკლები ბრილიანტი მოდის.”

სამწუხაროდ ანტაქრტიკა ვერ გახდება ბრილიანტების საბადო, იმდენად, რამდენადაც ანტაქრტიკაზე საკმაოდ მკაცრი პირობებია, თანაც ძალიან ბევრი კიმბერლიტის მოპოვება მოუწევთ, თუკი ხარისხიანი საბადოს გაკეთება სურთ.

ბრილიანტები დედამიწაზე მოპოვებად მატერიებს შორის, ყველაზე რთულად მოსაპოვებლად მიიჩნევა. ის lonsdaleite-ზე რთულად მოსაპოვებლად მიიჩნევა, lonsdaleite კი წარმოიქმნება მაშინ, როდესაც დედამიწაზე მეტეორიტი დაეცემა.

JusT1ce

empty

მსგავსი ამბები

Back to top button