TECH & მეცნიერებაგართობა

2013 წლის საუკეთესო ფოტოები National Geographic-გან

86e0d6b5d10b
დამთავრდა კონკურსი საუკეთესო ფოტოს გამოვლენაზე, რომელსაც ყოველწლიურად აწყობს პოპულარული გამოცემა National Geographic. 7,000 ნამუშევარიდან, რომელიც გამოაგზავნა პროფესიონალ ფოტოგრაფებმა და ფოტოგრაფ-მოყვარულებმა 150 ქვეყნიდან, კონკურსის ჟიურიმ ამოარჩია 12 გამარჯვებული ფოტო. წარმოგიდგენთ წლის საუკეთესო ფოტოსურათებს National Geographic-გან, რომელიც დაიბეჭდება ჟურნალში:
de4756c22cb3
1. ინდური მარტორქა -გადაღებული ქალაქ ტორონტოს (Toronto) ზოოპარკში, კანადა.
26dd9be7628f
2. 15 წლის იდენტური ტყუპი-ფრანგები.
ამ ფოტოზე წარმოდგენილი იდენტურ ტყუპებს (ბიჭებს) -ერთნაირი გემოვნება, ჩვევები და მისწრაფებები აქვთ. იმ შემთხვევაში თუ მათ დაბადებისთანავე ერთმანეთს დააშორებენ და ცალ-ცალკე გაიზრდებიან ხშირად ერთსა და იმავე პროფესიას ირჩევენ, ერთი და იმავე დაავადებით და თითქმის ერთდროულად ავადდებიან.
ცნობილია ის ფაქტი, რომ იდენტური ტყუპები ჩნდება მაშინ, როდესაც კვერცხუჯრედი განაყოფიერების შემდეგ ორ დამოუკიდებელ ნახევრად იყოფა და თითოეულიდან ერთმანეთის მსგავსი ნაყოფი ვითარდება. ამ შემთხვევაში ტყუპებს საერთო პლაცენტა აქვთ, და კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი, რომ იდენტური ტყუპები ყოველთვის ერთ სქესიანი არიან და ერთმანეთს გაჭრილი ვაშლივით ჰგვანან !!!

29711404bace
3. მეხის გავარდნამ გამოიწვია ბუნებრივი მოვლენა, რაც გახდა რძისფერი-მომწვანო წყლის ფერის მიზეზი.
575bf5924ed8
4. ხარები ისვენებენ ძალიან მშრალ (ექსტრა-არიდული) უდაბნოში, სადაც ნალექების რაოდენნობა 100 მმ-ზე ნაკლებია. ასეთი უდაბნო წარმოიქმნება მუდმივად ან სეზონურად ცხელ ჰავიან მხარეებში.
9e8fcb969364
5. პოლარული დათვი
კონკურსის გრან-პრი, 10.000 ამერიკული დოლარი და მიწვევა „National Geographic“ სათავო ოფისში ვაშინგტონში- წილად ხვდა წყალქვეშ პოლარული დათვის ფოტოსურათების ავტორს: პოლ სოუდერსის (Paul Souders) , რომელმაც დაამზადა ფოტოები მანიტობაში (Manitoba), კანადა.
f6c59596e86d
6. თეთრი ყანჩების გუნდი დუნაიზე (Danube), უნგრეთი.
768058896bda
7. ადრეული დილით, დედას მიჰყავს თავისი ბავშვი კალათაში; პროვინცია ჰენანი (Henan), ჩინეთი.
cb2197e41eb5
8. ბიჭი საჰაერო ბურთებით – ნაგვის ნარჩენებით დაბინძურებული მდინარის სანაპიროზე ; ბანგლადეში (Bangladesh).
ff1700d66220
9. ბიჭი, რომლის ოჯახი ცხოვრობს ქოხში, რკინიგზასთან ახლოს, რუმინეთი (Romania).
dd174c2793bc
10. 7 წლის იდა, გრელანდიიდან დედასთან ერთად გადავიდა საცხოვრებლად დანიაში უკეთესი ცხოვრების იმედით, მაგრამ დანიაში გრელანდიელები (Greenlanders) ითვლება მეორეხარისხოვან მოქალაქეებად.
659ee3d0e346
11. სურათის ავტორმა გადაიღო თავისი შეყვარებულის -ფრანჩესკას (Francesca) ფოტო-სურათი მანქანაში.
8942b7ad985f
12. ტოკიოში მცხოვრები ყვავები, რომლებსაც არ შეუძლიათ იშოვონ ბუნებრივი სამშენებლო მასალა, იძულებულნი არიან ააგონ თავიანთი ბუდეები საკიდარებზე.

blogerlady

age: 14
იხილეთ ასევე
Close
Back to top button