საკითხავისასარგებლოუცნაური

საინტერესო ფაქტები Facebook-ის შესახებ


საინტერესო ფაქტები Facebook-ის შესახებ.

Facebook-ზე დარეგისტრირებულია 1 მილიარდზე მეტი ადამიანი.
საშუალოდ მომხმარებლების 50% საიტზე შედის ყოველდღიურად.
ამჟამად ყველაზე ხშირი ასაკი Facebook-ის მომხმარებლებისა არის 35 წელი.
35 მილიონზე მეტი ადამიანი ანახლებს თავის სტატუსს ყოველდღიურად.
ყოველთვიურად Facebook-ზე იტვირთება 2,5 მილიარდი ახალი ფოტო და 14 მილიონი ახალი ვიდეორგოლი.
ყოველკვირას 3.5 მილიარდ კონტენტს აზიარებენ საიტის მომხმარებლები ერთმანეთში.
Facebook-ზე 3.5 მილიონზე მეტი მოვლენა იქმნება ყოველთვიურად.
საიტზე 1.6 მილიონზე მეტი აქტიური გვერდია და თუ გვერდების ფანებს ერთად შევაჯამებთ გამოვა 5.3 მილიარდი. (ერთ მომხმარებელს შეუძლია იყოს რამდენიმე გვერდის ფანი).

საშუალოდ ერთ მომხმარებელს ჰყავს 130 მეგობარი და ყოველთვიურად აგზავნის 8 ახალ მოთხოვნას მეგობრობაზე.
საშუალოდ ერთ მომხმარებელი საიტს ახარჯავს 55 წუთს, გამოდის, რომ მთელი მსოფლიოდან მომხმარებლები ხარჯავენ 6 მილიარდ წუთს Facebook-ზე ყოველდღიურად.
საშუალოდ ერთი მომხმარებელი აწვება ღილაკ “მომწონს”-ს 9-ჯერ თვეში.
საშუალოდ ერთი მომხმარებელი თვეში წერს 25 კომენტარს და არის გაწევრიანებული 25 ჯგუფში.
საშუალოდ ერთ მომხმარებელს პატიჟებენ თვეში 3 მოვლენაზე.

Facebook-ი თარგმნილია 70 ენაზე.
დაახლოებით მომხმარებელთა 70% არ იმყოფება აშშ-ში, არამედ თვითონ Facebook-ს აქვს ოფისები შემდეგ ქალაქებში: დუბლინი, ლონდონი, პარიზი, სიდნეი, ტორონტო, ნიუ-იორკი, ჩიკაგო, ატლანტა, დალასი და დეტროიტი.
300 ათასზე მეტი მომხმარებელი ეხმარებოდა Facebook-ს, რომ საიტი თარგმნილიყო სხვადასხვა ენებზე.

70%-ზე მეტი მომხმარებლები იყენებენ სხვადასხვა აპლიკაციებს საიტზე.
Facebook-ზე 65 მილიონი მომხმარებელი შედის მობილური მოწყობილობით და ისინი 50%-ით უფრო აქტიურები არიან ვიდრე ისინი, რომლებიც შედიან კომპიუტერით.
ამერიკის შეერთებული შტატების ფსიქოლოგებმა დაასკვნეს ახალი დიაგნოზი რომელსაც ეწოდა FAD და აღნიშნავს Facebook-ზე დამოიდებულებას.
2009 წლის სექტემბერში მარკ ცუკერბერგმა პირველად აღნიშნა, რომ საიტმა შემოსავალი უფრო მეტი მოიტანა ვიდრე ხარჯი ჰქონდა.
ფლორიდაში სასამართლო ეთიკის კონსულტატიურმა კომიტეტმა მოსამაართლებს და ადვოკატებს აუკრძალა ერთმანეთის Facebook-ის მეგობრებში დამატება.
პირველი ადამიანი რომელმაც Facebook-ში ჩადო ინვესტიცია იყო PayPal-ის ერთ-ერთი დამაარსებელი პიტერ ტილი, მან Facebook-ში დააბანდა 500 000 ამერიული დოლარი 2004 წლის ივნისში.
2009 წელს შეიცვალა Facebook-ის კონფინდეციალობის წესები, მარკ ცუკერბერგის პერსონალური ფოტო რომელშიც ის იყო პერანგის გარეშე და ხელში ეჭირა პლუშის დათუნია დიდი აურზაური გამოიწვია სოციალურ ქსელში.
პროგრამა Gaydar-ი რომელიც შეიქმნა მასაჩუსეტის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში შეეძლო გაერკვია პირადი პროფილით მომხმარებელი გეი იყო თუ არა.
20 წლის IBM-ის თანამშრომელმა კანადიდან ვერ მოახერხა, რომ მიეღო სადაზღვევო თანხა თავისი სადაზღვევო კომპანიისგან, რადგან სადაზღვევო კომპანიის თანამშრომელმა აღმოუჩინა მას Facebook-ის პროფილში ისეთი ფოტო რომელშიც ის ბედნიერი იყო, ხოლო ამ დროს კი ამბობდა, რომ დეპრესია ჰქონდა.
საიტი სახელწოდებით Usocial ყიდის თავის კლიენტებს მეგობრებს და ფანებს Facebook-ზე, მიუხედავად იმისა, რომ Facebook-მა მას სთხოვა, რომ შეეწყვიტათ, მათ განაცხადეს, რომ სერვისს ბოლომდე მაინც არ დახურავდნენ.
ერთი მომხმარებლის პოსტმა Facebook-ზე, სხვა ადამიანი მიიყვანა იქამდე, რომ მან თირკმელი გასწირა.
Facebook-ზე აპლიკაციებს ქმნის 800 000-ზე მეტი ადამიანი.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Linebet
Close
Close