ახალი ამბებისაკითხავიუცნაური

დედამიწაზე სიცოცხლის დასრულების 9 რეალური გზა

626827725a30t

ჰოლივუდი VS. რეალობა. უცხოპლანეტელები, გლობალური დათბობა, რაიმე დაავადება ან საერთოდაც ასტეროიდი, ესენი არიან ყველაზე ხშირად ჰოლივუდურ ფილმებში, სადაც დედამიწას აპოკალიპსი ელის.

1951 წლის “The Day the Earth Stood Still“-თა და 1968 წლის
Planet of the Apes“-ით დაწყებული, უახლესი კინოებით, როგორიცაა “2012” და “After Earth“, დამთავრებული, მრავალი კინოა, სადაც აღბეჭდილია აპოკალიპსის სხვადასხვა გზები. ჰოლივუდელებს ფანტაზია არასოდეს ამოელევათ, თუმცა რამდენად რეალურია ეს ყველაფერი?

შეიძლება ჩვენ ეს კინოები უბრალო ფანტასტიკად მივიჩნიოდ, თუმცა მეცნიერები დარდობენ დედამიწაზე ადამიანების სიცოცხლის განადგურების სხვა გზებზეც. ზოგი მათგანი იმაზე საშიშიცაა, ვიდრე კინოებში გინახავთ. აქ იხილავთ 9 რეალურ გზას, თუ როგორ შეიძლება დედამიწაზე სიცოცხლე დასრულდეს!

გლობალური დათბობა
1436d27a451dt

გლობალური დათბობა აპოკალიპსების “დედად” არის მიჩნეული და მეცნიერები საკმაოდ სერიოზულად უყურებენ ამ საშიშროებას. კლიმატის ისეთმა ცვლილებამ, რომელიც გლობალურ დათბობამდე მიგვიყვანს, შესაძლოა ამინდი საშინლად მკაცრი გახადოს, გამოიწვიოს ცხოველების გავრცელების საგრძნობი შემცირება, დედამიწის სხვადასხვა კუთხეებში გვალვები და დაავადებების გავრცელება. ასევე ოკეანეებში ყინულების გადნობა და ზღვის დონის მნიშვნელოვნად ამაღლება.

ამ ცვლილებების კასკადი კი წარმოქმნის პოლიტიკურ არასტაბილურობას, შიმშილობას, ეკოსისტემის დანგრევას და სხვა მრავალ საშინელ ფაქტს, რომლებიც დედამიწას გადააქცევენ ადგილად, სადაც ცხოვრება შეუძლებელი გახდება.

ასტეროიდი!
543d4982927et

ასტეროიდი მრავალ კინოში გვხვდება, როგორც დედამიწის გამნადგურებელი და მართლაც რომ, მეცნიერების აზრით სრულებით შესაძლებელია კოსმოსის “ქვამ” დედამიწა დაანგრიოს! როგორც ცნობილია, დინოზავრები დედამიწაზე სწორედაც რომ მეტეორმა გაანადგურა. ასევე 1908 წლის “ტუნგუსკის ფენომენი“(იგივე ტუნგუსკის მეტეორიტი) ცნობილი მოვლენაა, ამ დღეს აღმოსავლეთ ციმბირის უზარმაზარ ტერიტორიაზე 800 კმ-მდე რადიუსის მანძილზე მრავალმა ადამიანმა შენიშნა თვალისმომჭრელი სიკაშკაშის ბოლიდი. მასიურმა მეტეორიტმა 2000 კილომეტრის რადიუსზე ყველაფერი დააზიანა.

მეცნიერებს კი უზარმაზარი ასტეროიდების ეშინიათ, რომლებსაც შეუძლიათ დედამიწის განადგურება და რომლებიც უთვალავი რაოდენობით არიან სამყაროში.

პანდემია
6f1d5b9d7542t

ყოველ წელს ახალი საშინელი ვირუსები იჩენენ თავს. ერთ-ერთი ბოლო პანდემია, რომელმაც იფეთქა იყო SARS, ეს არის ფილტვების დაავადება. ასევე MERS, ესეც ფილტვების დაავადებაა და ეს პანდემია საუდის არაბეთში გაჩნდა.

ადამიანების მსოფლიოს მაშტაბით კონტაქტმა და გლობალურმა ეკონომიკამ კი შესაძლოა ესეთი მომაკვდინებელი დაავადება “ბერძნული ცეცხლივით” გაავრცელოს მთელს დედამიწაზე.

“გლობალური პანდემია საკმაოდ საშიში და საკმაოდ რეალურია.” – ამბობს ბიოლოგი ჯოზეფ მილერი.

ინჟინერული დაავადება
238de7a2f410t

ბუნებრივად გაჩენილი დაავადებები არ არის ერთადერთი, რისიც უნდა გვეშინოდეს.

2011 წელს მეცნიერებმა ფრინველის გრიპის მუტანტური ვერსია, H5N1 შეიმუშავეს, რომელიც მომაკვდინებელი იყო და ჰაერით გადადიოდა. რეზულტატებმა შიში გამოიწვია იმისა, რომ ვირუსი ლაბორატორიიდან გაიპარებოდა, თუმცა საბედნიეროდ ჯერ-ჯერობით ასეთი რამ არ მომხდარა და თუკი ასეთ რამეს გადავეყარეთ გლობალური პანდემია გარდაუვალია, რაც დედამიწაზე ადამიანების გადაგვარებას გამოიწვევს.

სოკოები
fc39fbb31c18t
ბაქტერიული დაავადებები ძალიან საშიშია, თუმცა მათზე საშიშია სოკოები.
დღესდღეობით ბაყაყებში გავრცელებულია ქიტრიდიომიცეტების სამეფოს წარმომადგენელი სოკოები. ამ სოკოებზე ბიოლოგი დევიდ უეიქი გვეუბნება:

“ჩვენ ახალი წყალხმელეთა სოკოები აღმოვაჩინეთ, რომლებსაც მომაკვდინებელი ეფექტები აქვთ.”

საბედნიეროდ ესეთი სოკოები ადამიანებში ჯერ-ჯერობით არ არის გავრცელებული, თუმცა თუკი გავრცელდა ეს გამოიწვევს ადამიანების გადაშენებას იმდენად, რამდენაცადაც ბაქტერიებისაგან განსხვავებით(რომელთა განკურნებისთვის ათასობით ანტიბიოტიკია გამოგონილი), მეცნიერებმა ბევრად ნაკლები იციან სოკოების განკურნებაზე.

ატომური ომი
afd339f9b10ft

მეცნიერები დედამიწაზე სიცოცხლის დასრულების ყველაზე კლასიკურ გზად ატომურ მსოფლიო ომს მიიჩნევენ. ჩრდილო კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის მთავარი იარაღიდან დაწყებული, ირანში მიმდინარე საიდუმლო ქმედებებით გაგრძელებული, რომლებიც ატომურ ბომბს უკავშირდება, მსოფლიოში არცთუ ისე ცოტა ძლიერ სახელმწიფოს აქვთ ატომური ბომბი თავიანთ არსენალში. თუნდაც ერთი მათგანის ბოროტ ხელებში ჩავარდნის შემთხვევაში, შესაძლოა დედამიწაზე სიცოცხლე გაწყდეს.

რობოტების გამეფება
1057c62abb21t

“ტერმინატორი” შესაძლოა Sci-Fi(მეცნიერული ფანტასტიკა) ჟანრის კინო იყოს, თუმცა მომაკვდინებელი რობოტები სულაც არ არიან ჩვენი რეალობიდან შორს. ა.შ.შ-მ ახლახანს კანონგარეშედ გამოაცხადა მკვლელი რობოტების შექმნა – სავარაუდოდ მიზეზი სწორედ ექსპერტების ვარაუდია, რომ რამოდენიმე სახელმწიფოს მიზნად აქვს დასახული მსგავსი რობოტების შექმნა.

მეცნიერების აზრით, მომენტი, როდესაც ხელოვნური ინტელექტი ადამიანის ინტელექტს გადაუსწრებს მალე დადგება, ამ მომენტს Singularity ეწოდება.

გადამეტდასახლებულობა
93e82689a222t

გადამეტდასახლებულობის საშიშროება მეთვრამეტე საუკუნიდან არის, როდესაც თომას რობერტ მალთუსმა იწინასწარმეტყველა, რომ სულ მალე დადგებოდა დრო, როდესაც მოსახლეობის ძალიან დიდი რაოდენობის გამო მსოფლიოში დაიწყებოდა შიმშილი. დღეს დაახლოებით 7 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს დედამიწაზე და მრავალი სტატისტიკოსი ფიქრობს, რომ მოსახლეობის ასეთმა ზრდამ შესაძლოა პლანეტა ზედმეტად დატვირთული და სიცოცხლისთვის შეუსაბამო ადგილად აქციოს.

ბევრი ფიქრობს, რომ მომდევნო 50 წელიწადში კაცობრიობა იპოვის რაიმე გზას, რათა მოსახლეობის ზრდის პრობლემამ აღარ იარსებობს. თუმცა შეიძლება დედამიწაზე სიცოცხლე არ გაწყდეს გადამეტდასახლებულობით, თუმცა დედამიწა გახდება ადგილი, სადაც მხოლოდ მდიდრებს და შეძლებულებს შეეძლებათ ცხოვრება, სავარაუდოდ რაც უფრო სუსტი იქნები ფინანსურად, მით უფრო ნაკლები შანსი გექნება გადარჩე მსგავს შემთხვევაში. შესაძლოა მთელს მსოფლიოში დამკვიდრდეს კანონი, რის მიხედვითაც არ შეგეძლებათ 1 შვილზე მეტის გაჩენა. მოკლედ ფაქტია, რომ მოსახლეობის ასეთი ტემპით ზრდა დიდ პრობლემებს გამოიწვევს მომავალში.

თოვლის გუნდის ეფექტი
24b1205926e4t

აქ მოცემული 9 გზიდან, თუ როგორ შეიძლება დედამიწაზე სიცოცხლე განადგურდეს, ყველაზე რეალურად მეცნიერები სწორედ ე.წ-ულ “თოვლის გუნდის ეფექტს” მიიჩნევენ. ეს ეფექტი მოიცავს გლობალურ დათბობასაც. მოვლენები დაახლოებით ასე განვითარდება:
გლობალური დათბობა გამოიწვევს კლიმატის ცვლილებასთან ერთად მრავალი ბაქტერიის გავრცელებას, ეკოსისტემის განადგურება რთულს გახდის საჭმლის წარმოებას, ფუტკრების გარეშე დარჩება დაუმტვერავი მცენარეები. ეს მიზეზები აგორდება და საბოლოოდ დედამიწაზე სიცოცხლეს ბოლოს მოუღებს საშინლად ცივი ამინდები. მოკლედ დედამიწაზე სიცოცხლე სწრაფად და დრამატიკულად კი არ გაწყდება, არამედ პირიქით, ნელ-ნელა მცირე ფაქტორები გამოიწვევს ადამიანების გადაშენებას.

ბიოლოგი მილერი ამბობს:

“დედამიწაზე სიცოცხლის გაწყვეტა არ იქნება ადამიანზე ხმალ-კბილა ვეფხვის თავდასხმის მსგავსი, არამედ ეს იქნება ადამიანის იხვების მიერ ნელ-ნელა, ლუკმებად შეჭმის მაგვარი.”

 

გლობალური დათბობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი დანაგვიანებაა(ქარხნებზე და მანქანის გამონაბოლქვზე ხომ ზედმეტია საუბარი), მოვუფრთხილდეთ გარემოს, ანუ ამავდროულად ჩვენს სიცოცხლეს, თორემ შემდეგში შეიძლება გვიანი აღმოჩნდეს!

 

JusT1ce

empty

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close