გასართობისაკითხავიუცნაური

საინტერესო ფაქტები ანტარქტიდის შესახებ

6c270b8f0ae5
საინტერესო ფაქტები ანტარქტიდის შესახებ.

208d81e2128f
ყველამ ალბათ კარგად იცის, რომ ანტარქტიდა არცერთი ქვეყნის საკუთრება არაა. ამ ფაქტს ამტკიცებს კონვენცია ანტარქტიდის შესახებ, რომელიც ძალაში შევიდა 1961 წლის 23 ივნისს.

ანტარქტიდაზე ყველაზე თბილ თვედ ითვლება თებერვალი. სწორედ ამ თვეს ხდება ანტარქტიდაზე მომუშავე პერსონალის ცვლა. ანტარქტიდის ტერიტორიაზე მდებარეობს ორმოცი კვლევის სადგური, რომლებიც მუშაობენ მთელი წელი გაუჩერებლად.

f525b7fe102c
როგორც ცნობილია ანტარქტიდაზე არ ცხოვრობენ ადამიანები, გარდა მეცნიერებისა. მაგრამ ანტარქტიდას აქვს თავისი სატელეფონო კოდი – +682, ასევე გააჩნია თავისი დომეინი საიტებისთვის – .aq. ანტარქტიდას ასევე გააჩნია თავისი საკუთარი დროშა რომელზეც გამოსახულია ცისფერი ფონი და შუაში თეთრად კონტინენტი.

მიჩნეულია, რომ პირველები ვინც აღმოაჩინეს ანტარქტიდა იყვნენ სწავლული კარსტენ ბორჰრევინკი და ასევე ხომალდ “ანტარქიკის” კაპიტანი ნორვეგიიდან, მაგრამ ოფიციალურად მიჩნეულია, რომ ანტარქტიდა აღმოაჩინეს ლაზარევმა და ბელინსჰაუზენმა. ანტარქტიდა აღმოჩენილი იქნა 1820 წლის 28 იანვარს.

11904f1abf74
არავისთვისაა საიდუმლო ის ფაქტი, რომ ანტარქტიდა არის ყველაზე ცივი კონტინენტი. კონტინენტის ისტორიაში ყველაზე დაბალი ტემპერატურა, რაც კი დაფიქსირებულა იყო -89.2 ცელსიუსი გრადუსი, მაგრამ ცოტახნისწინ ეს რეკორდიც იქნა დამხობილი და დაფიქსირდა -91.2 ცელსიუსი გრადუსი სიცივე.

იცოდით, რომ ანტარქტიდაზე არის უედელის ზღვა? უედელის ზღვა არის მსოფლიოში ყველაზე სუფთა ზღვა.

1999 წლის ოქტომბერში მოხდა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა კონტინენტის ისტორიაში. ანტარქტიდას მოსწყდა უზარმაზარი აისბერგი. აისბერგის ზომა უდრიდა ლონდონის ზომას.

c3e0fdb4340e
იმ მუშებისთვის, რომლებიც მუშაობენ ანტარქტიდაზე არის შედგენილი კვების სპეციალური რაციონი და რაციონში აუცილებლად შედის ერთი ბოთლი ლუდი.

ადრე ამ ცივი კონტინენტის მოსანახულებლად უნდა ყოფილიყავი ექსპედიციის წევრი ახლა კი ყველაფერი უფრო მარტივადაა, შეიძინეთ ექსპედიციური ტური და იმოგზაურეთ ანტარქტიდაზე. პირველად ესეთი ტური კაცობრიობის ისტორიაში შემოვიდა 1980 წელს.

თეგები

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button
Close
Close