არქივი

სექსოლოგია [+ 16]

undefined

ყოველთვის არსებობდნენ და ახლაც არსებობენ სექსუალური მანიაკები, მ ა გ რ ა მ!!! ეეს უკვე მეტისმეტია..! :wtf:

წარმოგიდგენთ სექსუალური მიდრეკილებების ანომალიებსა და პათოლოგიებს.. 

ავტოგინეფილია – არის პარაფილია, რომელშიც კაცი სექსუალურად აღიგზნება საკუთარი თავის ქალად წარმოდგენით.

აბასიოფილია – არის ფსიქოსექსუალური მიზიდულობა მოძრაობაშეზღუდული ადამიანების მიმართ, განსაკუთრებით ვინც იყენებს ორთოპედიულ ხელსაწყოებს: ხელ-ჯოხებს, გიფსის სახვევებს და ინვალიდის ეტლს.

აგალმატოფილია – არის სექსუალური მიზიდულობა ქანდაკების, თოჯინის, მანეკენის, ან სხვა ფიგურული ფორმის ობიექტის მიმართ.

ანდრომიმეტოფილია – არის მიზიდულობა ქალის მიმართ, ვინც კაცს ბაძავს ან ტრანსსექსუალი კაცის მიმართ, რომელიც თავდაპირველად ქალი იყო.

ასფიქსიოფილია – იგივე ავტოასფიქსიოფილია, ან სექსუალური ასფიქსია არის პარაფილია, სადაც ადამიანი განზრახ უკეტავს ტვინს ჟანგბადის მიწოდებას, სექსუალური გრძნობის გასამძაფრებლად. ეს სერიოზულ საფრთხეს უქმნის ადამიანს. აშშ-ში ყოველდღიურად 200-დან 1000-მდე მსგავსი სახის მკვლელობა ფიქსირდება.

დაკრიფილია – პარაფილიის ფორმა, რომლის დროსაც ადამიანი სექსუალურ აღგზნებას განიცდის ცრემლების ან ტირილის დანახვისას. როგორც წესი, დაკრიფილია მამაკაცებთან ასოცირდება.

დენდროფილია – არის პარაფილია, სადაც ადამიანი სექსუალურ ლტოლვას განიცდის ხეების მიმართ. ეს შეიძლება მოიცავდეს სექსუალურ კონტაქტს, ან თაყვანისცემას როგორც ფალოსის სიმბოლოს, ან/და ორივეს ერთად.

დიპოლდიზმი — პარაფილია, რომელიც ვლინდება ბავშვების გატყეპვით ან სხვაგვარი სხეულის დაზიანებით მიღებულ სექსუალურ აღგზნებაში. დაავადების სახელწოდება მომდინარეობს, გერმანელი სკოლის მასწავლებლის, ანდრეას დიპოლდის სახელიდან, რომელიც იმავდროულად სადისტი იყო და 1903 წელს, თავისი მოსწავლე — ჰაინც კოხი სიკვდილამდე სცემა.

ემეტოფილია – არის სექსუალური ფეტიშიზმი, როდესაც ადამიანი აღიგზნება პირღებინებისას ან სხვათა პირღებინების დაკვირვებისას :wtf: :wtf: :wtf: (ვგიჟდები გოგოს რო გული ერევა!!! :aaa: :guli: :wtf: ) ამ აქტის გახორციელებას პარტნიორებს შორის, რაც გამოიხატება ერთმანეთზე პირის ღებინებით :no: , ეწოდება რომაული წვიმა (სახელი მოდის რომაულ ლხინზე ხშირი პირღებინების შედეგად).

ექსჰიბიციონიზმი – არის გვერდითი სექსუალური ქმედება, როდესაც ადამიანი სექსუალურ კმაყოფილებას იღებს უცხო პირთ თავისი გენეტალიების დემონსტირებისას. ექსჰიბიციონისტი, ძირითადად, შიშვლდება საპირისპირო სქესის ადამიანის წინ საზოგადოებრივ ადგილას. როგორც წესი, ის არ ფიქრობს სექსუალური კონტაქტის გაგრძელებაზე ან ურთიერთობის დამყარებაზე, გენეტალიების ჩვენებას თან სდევს სექსუალური აღზნებადობა და მასტურბაცია.

ვოროფილია — არის სექსულაური ფეტიშიზმი და პარაფილია, რომლის დროსაც ადამიანი სექსუალურ აღზნებას აღწევს იმის წარმოდგენით, რომ მას შეჭამენ, იგი შეჭამს ვინმეს, ან ამ პროცესის თვითმხილველი გახდება.

ვუაიერიზმი – არის სექსუალური აღზნებადობის ფორმა, როდესაც ადამიანი სექსუალურ კმაყოფილებას იღებს სხვა ადამიანთა სექსის აქტის, ადამიანის გახდის ან და სხვა სახის ინტიმური ქმედების თვალთვალისას.

ზოოფილია – სექსუალური ლტოლვა ცხოველების მიმართ

კატოპტრონოფილია — პარაფილია, რომელის დროსაც ადამიანი სექსუალურ აღგზნებას სარკის წინ აღწევს.

კლიზმოფილია — პარაფილია, რომლის დროსაც სექსუალური აღგზნება ოყნის გაკეთების პროცესში მიიღწევა.

კოპროფილია – არის პარაფილია, სადაც ადამიანს ფეკალები სექსუაურად აღაგზნებს.

ლაქტოფილია – არის ეროტიული მიზნით მოზარდის მკერდით კვება. ლაქტოფილია, ასევე რძის ფეტიშიზმი წარმოადგენს პარაფილიის სახეს.

მაკროფილია – არის სექსუალური ლტოლვა გამოგონილ გიგანტ ადამიანის, ძირითადად ქალის, მიმართ.

ნეკროფილია – არის სექსუალური ლტოლვა მკვრდების მიმართ. შეიძლება განიხილოს, როგორც ფეტიშიზმის ნაერსახეობა ან თვითნებური დარღვევა სექსობრივი უპირატესობისა.

ობიექტოფილია -არის სექსუალური ლტოლვა უსულო ობიექტების მიმართ

ოდაქსელაგნია – არის პარაფილია, როდესაც ადამიანი განიცდის სექსუალურ მიზიდულობას კბენის დროს, ან როცა მას კბენენ.

ოლფაქტოფილია – პარაფილია რომლის დროსაც ადამიანები განიცდიან სექსუალურ ლტოლვას ან/და სექსულაურ აღგზნებას სუნისა თუ სურნელის მიმართ, რომელსაც მეორე ადამიანის სხეული გამოყოფს, განსაკუთრებით ინტიმურ ადგილებიდან.

პედოფილია – არის ფსიქოლოგიური დარღვევა, რომელიც ვლინდება სექსუალური ლტოლვით ბავშვების მიმართ

პიროლაგნია – ფორმა, რომლის დროსაც ადამიანი სიმოვნებას იღებს ცეცხლისგან და მისი გასაჩაღებელი ღონისძიებებისგან. სიამოვნება სექსუალური ხასიათისაა.
ტერმინმა — სადიზმი, რომელიც სხვისი ტკივილით ან ტანჯვით სექსუალურ თუ სოციალურ დაკმაყოფილებას ან სიამოვნებას აღნიშნავს

საკვებით თამაში — სექსუალური ფეტიშიზმის ფორმა, რომლის დროსაც პარტნიორები ისეთ ეროტიკულ ვითარებაში აღიგზნებიან, სადაც მთავარი ელემენტი საკვებია. ზოგიერთი საკვები და მცენარე თავისთავად მოიაზრება, როგორც სექსუალურად აღმგზნები საშუალება. საკვებით თამაში ფეტიშიზმის სხვა სახეობებსაც მოიცავს, მათ შორის, სველ და ბინძურ ფეტიშიზმს, ფიდერიზმს, ნიოტაიმორის და ვაკამეზაკეს. ვოროფილიისგან განსხვავებით, სადაც სექსუალური აღგზნების მთავარი ელემენტი ჭამის აქტია, სადაც საკვებით თამაშში უპირატესობა თვითონ საკვებს ენიჭება.

სალიროფილია – არის პარაფილია, სადაც ადამიანი სექსუალურ სიამოვნებას იღებს, როდესაც თვითნებურად უჭუჭყიანებს ან უთელავს, როგორც წესი მიმზიდველ ადამიანს რამე საგანს. ეს შეიძლება იყოს მათი ტანსაცმელის დაგლეჯვა, მათი ტალახში ამოსვრა, ან მათი თმის ან გრიმის არევდარევა. ეს ფეტიშიზმი არ მოიცავს ადამიანის დასახიჩრებას, მარტო მათი გარეგნობის

სთენოლაგნია – არის სექსუალური ფეტიშიზმი, როდესაც ადამიანი აღიგზნება თავისი სიძლიერისა, თუ კუნთების დემონსტრირებისას.

სომნიოფილია – ან მძინარა მზეთუნახავის სინდრომი არის პარაფილია, სადაც სექსუალური აღგზნება ან/და ორგაზმი მიიღწევა, როდესაც ადამიანი უეცრად შევარდება და ეროტიული ალერსით გააღვიძებს მძინარე უცნობს, მაგრამ არა ძალის გამოყენებით. თვით თვალის ხამხამმა გაღვიძებისას შეიძლება გამოიწვიოს აღგზნება. სომნოფილია შეიძლება ასევე გულისხმობდეს სექსის ქონას მძინარე პარტნიორთან ან ხახუნს მძინარის სხეულზე ინტიმური ნაწილით, ან ხელებით.

ტერატოფილია – არის სექსუალური მიზიდულობა „დეფორმირებულ“ ან „საშინელ“ ადამიანების მიმართ.

ტრიქოფილია – ანუ თმის ფეტიშიზმი — პარაფილიის ერთ-ერთი სახე, როდესაც ადამიანი სექსუალურ აღგზნება ან მოჭარბებულ ლტოლვას თმის მიმართ განიცდის. ხშირ შემთხვევაში, თავზე თმის მიმართ <<< :D

უროლაგნია – არის სექსუალური ფეტიშიზმი, სადაც წყვილი განიცდის სექსუალურ კმაყოფილებას შარდისგან ან მოშარდვისგან.

ჰიბრისტოფილია – არის პარაფილია, სადაც ადამიანი სექსუალურად იგზნება, ან იზიდავს ხალხი, ვინც არღვევს კანონს ან ჩადის საშინელ დანაშაულს.

ჰომეოვესტიზმი — სექსუალური აღზნება, რომელიც ვლინდება სხვა კაცის ან ქალის სამოსის ჩაცმისას. გავრცელებულია სახეა ფეტიშური ტრანსვესტიზმი, სადაც ადამიანი აღიგზნება საწიააღმდეგო სქესის ადამიანის სამოსის ჩაცმისას.

P. S. თუ რომელიმეში საკუთარ თავს აღმოაჩენთ, მაინც და მაინც არ გინდათ თქმა.. :D ხო ხედავთ, მე არ ვამბობ.. :D

მსგავსი ამბები

Back to top button