გართობაუცნაური

,,Mercedes-Benz ”-ი კომპიუტერული თამაშის ცნობილ ავტომობილს აცოცხლებს

a4e93d262e4d

ავტომობილს, რომელიც Mercedes-Benz-მა და მისმა შტო AMG-მ, სპეციალურად კომპიუტერულ თამაშ „გრან ტურიზმოსთვის“ შეიმუშავეს, ამერიკული კომპანია J&S World Wide Holdings-ი ხუთ ცალს დაამზადებს.

ამასთან დაკავშირებით, Red Bull-მა მის მიერვე, იმავე თემაზე შემუშავებული X1 გადააკეთა, Citroen-მა კონცეპტუალური GT ვირტუალურ ფორმატშიც გადაიტანა. ,,მერსედესის” წარმომადგენლებმა კი სრულიად ახალი ავტომობილის შექმნა გადაწყვიტეს. და ეს ავტომობილი, სახელად Mercedes-Benz AMG Vision Gran Turismo, მაშინვე ავტოსამყაროს ჰიტი გახდა.
d2296c5af8a6

ჰიტობა, ამ ავტომობილის ძალიან აგრესიულმა და გარსშემოდენილმა გარეგნობამ განაპირობა. მისმა ავტორებმა შთაგონების წყაროდ, 30-აინი წლების ლეგენდარული ვერცხლისფერი ისრებისგან მიიღეს შთაგონება. გრძელი კაპოტის, დაბერილი საბორბლე ღაღების და პატარა კაბინის გარდა, ეს ავტომობილი თავისი ზორბა რადიატორითაც გამოირჩევა. მისი ცხაური ათობით შუქდიოდური ელემენტითაა აღჭურვილი, რომლებიც სხვადასხვა ფერით და კომბინაციით ანათებს.
98f11e359a73

ამ ავტომობილის შემუშავებაში მონაწილეობა Mercedes-Benz-ის ზინდელფინგენის (გერმანია), კომოს (იტალია) და კარლსბადის (აშშ, კალიფორნია) დიზაინის სტუდიების თანამშრომლებმა მიიღეს. 1:1-ზე ზომის მოდელის პრეზენტაცია Mercedes-Benz-ის კვლევისა და განვითარების სანივეილის (აშშ, კალიფორნია) ცენტრის გახსნას დაამთხვიეს.
507cb291aa12

J&S World Wide Holdings-ი ვირტუალური ავტომობილის რეალური ვარიანტის განსახორციელებლად, დონორად გერმანული კომპანიის სუპერ ავტომობილ SLS AMG GT-ს გამოიყენებს. მისგანვე აიღებს ძრავს – 6.3-ლიტრიან V8-ს, რომელიც 591 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ძრავს რობოტიზებული ტრანსმისია უკავშირდება. გავრცელებული ინფორმაციით, იმ ხუთი ეგზემპლარიდან, რომელთა დამზადებასაც ამერიკული კომპანია აპირებს, ორი ევროპაში გაიყიდება, ორიც ახლო აღმოსავლეთში, ერთი კი ამერიკაში. თითოეული ავტომობილის საორიენტაციო ფასი 1.5 მილიონი დოლარია.
7f17597a0992

მსგავსი ამბები

Back to top button