TECH & მეცნიერებაგართობაუცნაური

10 ცნობილი სელებრითის სასაცილო ჰობი

cb3958c5dabf
მსოფლიოში უამრავი უცნაური ადამიანია, უამრავ ადამიანს აქვს უცნაური ჰობი. მეცნიერული თვალსაზრისით ჰობი ადამიანის აქტივობა და ინტერესია, რომელთა კეთება ინდივიდს თავისუფალ დროს უყვარს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ის, რაც ერთი ადამიანისთვის პროფესიაა, შეიძლება მეორე ადამიანისთვის იყოს ჰობი, მაგალითად შოპინგებზე სიარული , ან მურაბების კეთება…
ყველა ადამიანი და ყველა ადამიანის ცხოვრება ინდივიდუალურია, ყველას აქვს საკუთარი აზრი, საკუთარი შეხედულებები და საკუთარი ჰობი; ამ პოსტში წარმოგიდგენთ ცნობილ ადამიანებს სასაცილო ჰობით:

21f220f86945
1. ჯგუფი «The Who»-ის წევრი როჯერ დოლტრის (Roger Daltre) უყვარს კალმახების ჭერა.

1970 წლებში პოპულარულმა ბრიტანულმა როკ–ჯგუფმა – „The Who“ დიდი გავლენა მოახდინა როკ–მუსიკის განვითარებაზე. როჯერმა ჯგუფში მისი სკოლის მეგობარი პიტ ტაუნშენდი მოიყვანა, მალევე ჯგუფის ლიდერი გახდა გიტარისტი და კომპოზიტორი პიტ ტაუნშენდი.
ჯგუფმა „The who“ კიდევ ერთხელ გაახარა თაყვანისმცემლები ახალი ალბომით: „Endless Wire“.
აქ წარმოგიდგენთ ვიდეოს: „Wont Get Fooled Again“

b9db4b7497d7
2. Red Hot Chili Peppers -ძალიან კარგად თამაშობენ შახმატს (განსაკუთრებით ფლი (Flea), ბას გიტარა).
Red Hot Chili Peppers , ამერიკული როკ-ჯგუფია , რომელიც ჩამოყალიბდა ლოს-ანჯელესში; ამჟამად მასში შედიან – ენტონი კიდისი (ვოკალი), ფლი (ბას გიტარა), ჩედ სმითი (დასარტყმელი საკრავები) და ჯოშ კლინჰოფერი (გიტარა). ჯგუფის მუსიკალური სტილი მოიცავს პანკ როკის და ფსიქოდელიურ როკს.
7048420b88bb
3. არტ გარფანკელი (Art Garfunkel) ყველგან დადის ფეხით…
ამერიკელმა მუსიკოსმა არტ გარფანკელმა (Art Garfunkel) განაცხადა, რომ სიხარულით ჩაწერდა რამდენიმე ახალ სიმღერას თავის მეგობარ პოლ საიმონთან (Paul Simon) ერთად.
389711a160e3
4. სლეში (Slash) არის პინბოლის (სამაგიდო თამაშის) ფანატი.

სლეში (Slash) -ის ნამდვილი სახელია სოლ ჰადსონი. ბრიტანელ-ამერიკელი მუსიკოსი უფრო მეტაც ცნობილია, როგორც ჯგუფის Guns N’ Roses ყოფილი გიტარისტი.
სლეშმა გადაწყვიტა საკუთარ სახლში სათამაშო ოთახის მოწყობა რამდენიმე Pinball-ის ავტომატით, რომლებზეც ყველა რეკორდი ეკუთვნის მხოლოდ მას. როკერმა, რომელიც თაყვანს სცემს ქუდს-ცილინდრს, პირველად დაიწყო პინბოლის თამაში 90-იან წლებში…

f65276267eab
5. ტერმინატორი „X“ და ჯგუფი „Public Enem“ ზრდიან სირაქლემებს.
3701e8d527f9
6. სტივ ვაი (Steve Vai) არის მეფუტკრე-მოყვარული.
სტივენ „სტივ“ სირო ვაი არის გრემის ნომინანტი გიტარისტი , ვირტუოზი, კომპოზიტორი, ვოკალისტი და პროდიუსერი, რომელიც თანამედროვე მუსიკის სინამდვილეში გამორჩეულია თავისი იშვიათი ინდივიდუალურობით;
ზოგიერთი ექსპერტის შეფასებით, სტივ ვაი ერთის ნაცვლად ორი მუსიკოსია: ერთი მხრივ, ის არის გიტარისტი–ვირტუოზი, რომელიც თავის ხელოვნებას აახლოებს მისტიციზმთან, მეორე მხრივ კი ვირტუოზი სტივ ვაი- ჰევი მეტალის როკერია.
ის 13 ჯერ წარდგენილი იქნა გრემის ნომინაციაზე და 3 ჯერ მოიპოვა ეს საპატიო სახელი.
გარდა ამისა, სტივი არის მსახიობი და საკუთარი ლეიბლის, Favored Nations–ის მფლობელი.

f5d2399aa063
7. „Grandmaster Flash“ აგროვებს სასაცილო კათხებს და ჭიქებს.

ჯოსეფ სედლერი (ცნობილი როგორც Grandmaster Flash) არის ამერიკელი ჰიპ ჰოპის (hip hop) მომღერალი. ნიუ იორკის რაიონი ბრონქსი ითვლება ჰიპ–ჰოპ–ის ჩასახვის ადგილად, ემიგრანტებს იამაიკიდან ჩამოქონდათ ჩანაწერები,
და ჰიპ ჰოპი მთლიანობაში განიცდიდა სწრაფ ევოლუციას…
1974 წელს გამოჩნდა ტერმინი Hip-Hop. ტერმინთან ერთად გამოჩნდა ხალხი რომელიც უკვე პროფესიულ დონეზე იყო ჩათრეული ამ საქმეში, ერთ ერთი ამათგანი იყო ჯოსეფ სედლერი (ცნობილი როგორც Grandmaster Flash), მისი დამსახურებაა ორ ფირფიტაზე დაკვრა, მიქშერის და სხვადასხვა სპეციალური ტექნიკის გამოყენება.
ყოველთვის , როცა სენდლერს აქვს კონცერტები სხვადასხვა ქალაქებსა და გარეუბნებში, ის ჩერდება ადგილობრივ ტურისტულ მაღაზიასთან და ყიდულობს კათხებს და ჭიქებს.
2009 წლისათვის სენდლერს მოგროვილი აქვს 5 000 კათხა და ჭიქა იმ ქალაქის ღირშესანიშნაობების გამოსახულებებით , სადაც მას ქონდა კონცერტები.

1b1afe3279f0
8. “Rolling Stones” -ის წევრი ბილ უამენი არასდროს გამოდის სახლიდან მეტალის დეტექტორის გარეშე.
უამენი, ყოველთვის იყო არქეოლოგიის და გათხრების ფანატი და 1990 წელს შეიძინა მეტალის დეტექტორი. სადაც არ უნდა წავიდეს, მას ყოველთვის თან დააქვს დეტექტორი.

ff9dc021f4df
9. გოლფის თამაში როკ-მომღერალი ელის კუპერისათვის (Alice Cooper) გამაჯანსაღებელი ჰობია.
ელის კუპერის ნამდვილი სახელია – ვინსენტ დეიმონ ფურნიე. ის ამერიკელი როკ-მომღერალი, სიმღერების ავტორი და მუსიკოსია, რომლის კარიერა რამდენიმე ათეულ წელიწადს მოიცავს. ცნობილია თავისი სასცენო იმიჯით, რომელიც გამოიხატებოდა ხელოვნური სისხლის, ელექტროსკამების გამოყენებაში.
ef556eef5b1b
10. კაილი მინოუგი (Kylie Minogue) ბრწყინვალედ თამაშობს “Scrabble”.
კაილი ენ მინოუგი — გრემის ჯილდოს მფლობელია, ის აგრეთვე არისს ავსტრალიელი პოპ მომღერალი და სიმღერების ტექსტების ავტორი. ხანდახან ფილმებშიც იღებს მონაწილეობას და გამორჩეულია მისი მონაწილეობა ავსტრალიურ ტელესერიალში”მეზობლები”. Warner Music Australia-ზე დაყრდნობით, მონოუგს მსოფლიო მასშტაბით 35 მილიონი ჩანაწერი აქვს გაყიდული.

blogerlady

age: 14
Back to top button