არქივი

The Kelly Family

6e021248c93c

ამ ჯგუფის ისტორია ერთ-ერთი ყველაზე განსხვავებულია და განსაკითრებულია თავად ეს  ჯგუფიც. ისტორია 1965 წლის მაისიდან იწყება, როცა დანიელ კელიმ პირველ ცოლთან და 4 შვილთან ( დანი, კაროლინი, ქეთი და პაული) ერთად დატოვა მშობლიური შეერთებული შტატები და ევროპაში გადავიდა. მალე რატომღაც ცოლ-ქმარი დაშორდა ერთმანეთს და ქალი სამშობლოში დაბრუნდა. დანიელს კი ბარბარა შეუყვარდა, რომელიც მასთან ერთად წავიდა ესპანეთში. ეს ერთი ნახვით შეყვარება იყო. მათ პირველი შვილი, მიშელი 1967 წლის 8 მარტს დაიბადა. დანი ყოველთვის ოცნებობდა დიდ ოჯახსა და მარტივ ცხოვრებაზე. ერთად მას და ბარბარას კიდევ 7 შვილი ეყოლათ: მარია პატრიცია 1969 წლი 25 ნოემბერს, ჯეიმს ვიქტორი 1971 წლის 18 თებერვალს, ჯოზეფ მარია 1972 წლის 21 დეკემბერს, ბარბარა ანა 1975 წლის 28 აპრილს, მიშელ პატრიკი 1977 წლის 5 დეკემბერს, მაიტა სთარი 1979 წლის 4 დეკემბერს და ანჯელო გაბრიელი 1981 წლის 23 დეკემბერს.

0744070f1d4c

ბარბარა და დენი პატარაობიდანვე ასწავლიდნენ შვილებს სიმღერასა და ცეკვას. 1974 წელს ოთხმა უფროსმა შვილმა ჩამოაყალიბა ბენდი სახელად ”The Kelly Kids” და თავდაპირველად ისინი მხოლოდ პატარა წვეულებებზე ჩნდებოდნენ. მელე ისინი იმდენად პოპულარულები გახდნენ, რომ 1975 წელს ესპანურ ტელევიზიაშიც გამოჩნდნენ. არც ისე კომფორტული პირობების მოუხედავად, მშობლებმა პატარებს სახლშივე ასწავლეს ცეკვა, სიმღერა, სხვადასხვა ინსტრუმენტზე დაკვრა და 6  ენა. როგორც ჩანს მათი ნიჭი განუსაძღვრელი იყო.
a28f384f8e30
1978 წელს ბავშვებს მშობლებიც შეუერთდნენ, მიუხედავდა იმისა რომ ბარბარას ჯერ კიდევ ჩვილი ბავშვით ხელში უხდებოდა წვეულებებზე გამოჩენა.1980 წლს მათ გამოუშვეს პირველი და ძალიან პოპულარული სიმღერა ”Who”ll come with me” 12 წლის ჯონის შესრულებით.

1982 წელს მათ გადაიღეს საშობაო ვიდეო კლიპი სადაც ყველანი ერთად მღერიან, ბარბარაც კი რომელიც უკვე მძიმედ იყო კიბოთი ავად. კლიპის გამოშვებიდან 2 კვირაში ბარბარა გარდაიცვალა. ბოლო დღეებში ბავშვები მთელ დროს დედის საწოლთან ატარებდნენ. ბარბარამ ასწავლა მათ რომ სიკვდილიც ცხოვრების ნაწილია, მისი ბოლო სიტყვები იყო: ”გააგრძელეთ სიმღერა”. ამ სურვილის შესაბამისად მათ გააგრძელეს სიმღერა როგორც ერთად, ასევე ცალ-ცალკეც და მალე მთელი ევროპა დაიპყრეს.

66788c08a9ba

ჯგუფმა უდიდესი პოპულარობა 10 წლის შემდეგ მოიპოვა. 1994 წელს გაიყიდა მათი ალბომის ”Over The Hump” 3.5 მილიონი ეგზემპლარი. იგი გერმანიის ისტორიაში ყველაზე გაყიდვადი ალბომის სახელით შევიდა. ესეც სიმღერა მათი პირველი ალბომიდან:

იმედია მოგეწონათ. თუ კი, მაშინ გავაგრძელებ მათ ისტორიას, რომელიც ახლა იწყება.

M.N.888

davibade 1995 wlis 22 dekembers. var 16 wlis miyvars ucnauri.com

მსგავსი ამბები

Back to top button