არქივი

მრავალფუნქციური საათი Konect Tokyo

bd38af77081f
ამ საათზე პირველივე შეხედვისას ყველა თანამედროვე ადამიანს სამეცნიერო-ფანტასტიკური ჟანრის ფილმებთან ასოციაცია გაუჩნდება. კონცეპტის Konect Tokyo ავტორია ფრანგი დიზაინერი ოლივიე დემანჟელი (Olivier Demangel), და ეს არაა მარტო საათი, არამედ მრავალფუნქციონალური მობილური მოწყობილობა.

მოწყობილობის კონსტრუქცია შესაძლებლობას იძლევა იგი  მუსიკალური ფლეერის, USB მეხსიერების, Bluetooth-გარნიტურისა და Skype-ტელეფონის სახითაც კი გამოვიყენოთ, ასეთი ფუნქციაცაა გათვალისწინებული. ავტორმა ეს კონცეპტი სტუდიისთვის Tokyoflash შექმნა, და თუ გაუმართლებს, საათი Konect Tokyo ნამდვილად გამოვა სერიულად.
d6bbf676efa4
fc5b4e98c4f4
მართალია, მთლად გასაგები არაა, როგორ მოხდება ყველა ამ უჩვეულო ფუნქციის რეალიზება სინამდვილეში. თუმცა, როგორც აბსტრაქტული კონცეპტი ეს ნამუშევარი ნამდვილად იმსახურებს ყურადღებას.
7e6c31de88d4
51f01a622165

Back to top button