ვითელ-მწვანე მდინარე -ლი გარშემორტყმულია ულამაზესი, თვალწარმტაცი და ამავე დროს მისტიკური პეიზაჟებით. მდინარეზე გასეირნებისას, თქვენ ჩაეფლობით ნისლიან პეიზაჟში, ნისლი ხომ იგივე ღრუბლებია, რომლებიც დაბლა, დედამიწასთან ახლოს ეშვებიან.
მდინარე ლის სანაპიროზე გაშენებულია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი ჩინეთის ისტორიაში გულინი. ერთ-ერთი რამ, რითაც ეს ადგილი ხალხს იზიდავს, კარსტული ტოპოგრაფიაა…
მდინარის გასწვრივ, თქვენ შეგიძლიათ დაინახოთ ბორცვების უცნაური ფორმები, დამაინტრიგებელი სახელებით: „მფრინავი ღამურა“, „მხატვრის ფუნჯი“, „ხუთი ვეფხვი, რომლებიც თიკანს ედევნებიან“ და სხვ.
მდინარე „ლი“ არის ერთ-ერთი სუფთა მდინარე ჩინეთში. მისი სიგრძე შეადგენს 428 კილომეტრს. მდინარე ლის გარს ერტყმის ტროპიკული ნოტიო ტყეები, ხოლო ნავით გასეირნებისას მდინარე ლის გასწვრივ არსებული ულამაზესი ბუნების ხედებით ტკბობა შეიძლება.