გასართობისაკითხავისასარგებლო

როგორ გავიგოთ ვისკი ყალბია თუ ნამდვილი

7a2b80aecfb1

ვისკი – კეთილშობილი და ძვირადღირებული ალკოჰოლური სასმელია. თუმცა მაღაზიების დახლებზე ხშირად შემხვდებით ყალბ შემცვლელებს. შოტლანდიელმა მეცნიერებმა შეიმუშავეს სასმელის ხარისხის შემამოწმებელი მოწყობილობა, მაგრამ ჯერჯერობით ის არ იყიდება თავისუფლად, მაგრამ ვისკის ორიგინალობის ან სიყალბის დადგენა შეგიძლიათ რამდენიმე მარტივი საშუალებით.

ყურადღებით დაათვალიერეთ ბოთლი
მასზე აუცილებლად უნდა იყოს აქციზური მარკა. ყურადღებით შეისწავლეთ ეტიკეტი. თუ  იგი ბოთლზე მიწებებულია დახრილად  და მოჩანს წებოს კვალი- მისმა ნამდვილობამ მაშინვე ეჭვი უნდა გამოიწვიოს თქვენში. წარწერა “შოტლანდიური ტიპის ვისკი” მოწმობს იმაზე, რომ თქვენ წინაშეა იმიტაცია. მარკირება Blended ნიშნავს, რომ თქვენს წინაშეა რამდენიმე ტიპის ვისკის ნაზავი, მაგრამ წარწერა “ჩამოსხმულია და დაძველებულია შოტლნდიაში” არაა სასმელის ნატურალურობის გარანტია. ვისკი თავისუფლად შეიძლება დამზადდეს ნახევარფაბრიკატებისგან და გაზავებული იყოს წყლით, შოტლანდიის გარეთაც. ეტიკეტები წარწერით Deluxe და Premium გვამცნობენ, რომ თქვენ წინაშეა ვისკის ელიტარული სახეობები.
bd2f8a7ef581
ნამდვილი სასმელის შემადგენლობაში არ შეიძლება შედიოდეს: მეთანოი, ეთანოლი, მსგავსი სპირტული მინარევები, არომატიზატორი და საკვები დანამატები.
d98afdb7c663
ვისკისათვის აუცილებელი კომპონენტებია: ქერი, ალაო, სიმინდი.

ყურადღებით დააკვირდით სასმელის ფერს

  • ნატურალური ვისკის ფერი ღია და მუქ ოქროსფერი არის. ხშირად სუროგატული იმიტაციები მოყავისფრო შეფერილობის, ამღვრეული და ნალექის მქონეა.

 

ბოთლის გახსნისას შეიგრძენით ვისკის არომატი
ის უნდა იყოს მსუბუქი ალაოს, მუხის ან მოტკბო არომატის, ვანილის, ხილის ან ყვავილების ნოტებით. სუროგატი სასმელი, როგორც წესი, გამოირჩევა სპირტის სუნით.

57389668d25a

ამოატრიალეთ ბოთლი
ყალბი სასმელი ჩამოისხმება კედლებიდან, ხოლო ვისკის ხარისხიანობის შემთხვევაში ბოთლის ფსკერიდან უნდა ჩამოვარდეს დიდი წვეთი.

  • გასინჯეთ ვისკის გემო
    57389668d25a
    ნამდვილი სასმელი არის მსუბუქი, ის ფლობს ბალანსირებულ გემოს და დიდხანს ტოვებს საკუთარ გემოს. კარგი ვისკი მზადდება ალაოსა და საუკეთესო ინგრედიენტებისგან. ის აუცილებლად გადის ფილტრაციის რამდენიმე საფეხურს, რაც აღიბეჭდება მის გემოზე და რაგიცელით ნაკლებად მივყავართ პახმელიის სინდრომისკენ.

 

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close